ამ კოდექსის 41-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 42-ე და 44-ე მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით განსაზღვრული მოცულობა არ ითვალისწინებს დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებისა და ამ პროექტების თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის იმავე მუხლებით გათვალისწინებულ ხარჯებს.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.
საქართველოს 2014
წლის
12 დეკემბრის
კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.12.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 12.12.2014 კანონი №2935
- 28.10.2011 კანონი №5172
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.12.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 45 . განსაკუთრებული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის პირობა ამ კოდექსის 41-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 42-ე და 44-ე მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით განსაზღვრული მოცულობა არ ითვალისწინებს დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებისა და ამ პროექტების თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის იმავე მუხლებით გათვალისწინებულ ხარჯებს. [ მუხლი 45 1 . განათლების სფეროს დაფინანსება 1. სავალდებულოა, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი იმგვარად მომზადდეს და დამტკიცდეს, რომ საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით განათლების სფეროს დაფინანსების მოცულობა არ იყოს დასაგეგმი წლისთვის პროგნოზირებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 6%- ზე ნაკლები. 2. განათლების სფეროს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულზე ნაკლები მოცულობით დაფინანსება შეიძლება დაიგეგმოს მხოლოდ „ ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 3. განათლების სფეროს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მოცულობით დაფინანსების აღდგენა სავალდებულოა „ ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარამეტრების მიღწევის მომდევნო წლიდან. (ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან)] [მუხლი 45 2 . საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში გარემოსდაცვითი პროგრამა დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის ფინანსდება არანაკლებ „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბიუჯეტში გასულ საბიუჯეტო წელს შემოსული სახსრების ოდენობით. (ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივლისიდან)] თავი VII. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 47, 28/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება