1. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოიცავს წლიური ბიუჯეტის შესრულების შესახებ არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;
ბ) მაკროეკონომიკურ მიმოხილვას;
გ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან;
დ) სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშებზე არსებულ ნაშთებს წლის დასაწყისისა და დასასრულისათვის;
ე) მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 30%-ს;
ვ) მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დაზუსტებულ ასიგნებებსა და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 15%-ს;
ზ) ინფორმაციას საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების შესრულების მდგომარეობის შესახებ (მათ შორის, საბიუჯეტო წლის ბოლოსათვის დაუფარავი სახელმწიფო ვალების შესახებ);
თ) წლიური ბიუჯეტით დასახული პრიორიტეტების ფარგლებში მხარჯავი დაწესებულებების მიერ განხორციელებული პროგრამების/ქვეპროგრამების აღწერას და მიღწეულ შედეგებს;
ი) ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ა“ და „ბ2.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შესრულების წლიურ მაჩვენებლებს;
ი1) ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ3.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების ბიუჯეტების საკასო შესრულების მაჩვენებლებს;
კ) მუნიციპალიტეტის
მიერ
მიღებულ
საგადასახადო
შემოსავლებს;
ლ) ინფორმაციას „ეკონომიკური
თავისუფლების
შესახებ“ საქართველოს
ორგანული
კანონით
განსაზღვრული
ფისკალური
წესების
ზღვრული
მოცულობების
ფარგლებში
ძირითადი
ფისკალური
მაჩვენებლების
შესრულების
შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციაში აისახება მონაცემები წლის განმავლობაში სამინისტროებისა და უწყებების მიერ ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული სახსრების შესახებ, რომელთა აღრიცხვა/ხარჯვა საბიუჯეტო წლის განმავლობაში ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.
საქართველოს 2014
წლის
12 დეკემბრის
კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 15.12.2022 კანონი №2384
- 14.12.2018 კანონი №4017
- 12.12.2014 კანონი №2935
- 28.10.2011 კანონი №5172
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.12.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 56. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში 1. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოიცავს წლიური ბიუჯეტის შესრულების შესახებ არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას: ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით; ბ) მაკროეკონომიკურ მიმოხილვას; გ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან; დ) სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშებზე არსებულ ნაშთებს წლის დასაწყისისა და დასასრულისათვის; ე) მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 30%-ს; ვ) მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დაზუსტებულ ასიგნებებსა და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობის განმარტებას, თუ ასეთი შეუსაბამობა აღემატება 15%-ს; ზ) ინფორმაციას საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების შესრულების მდგომარეობის შესახებ (მათ შორის, საბიუჯეტო წლის ბოლოსათვის დაუფარავი სახელმწიფო ვალების შესახებ); თ) წლიური ბიუჯეტით დასახული პრიორიტეტების ფარგლებში მხარჯავი დაწესებულებების მიერ განხორციელებული პროგრამების/ქვეპროგრამების აღწერას და მიღწეულ შედეგებს; ი) ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.ა“ და „ბ2.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შესრულების წლიურ მაჩვენებლებს; ი1) ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ3.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების ბიუჯეტების საკასო შესრულების მაჩვენებლებს; კ) მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულ საგადასახადო შემოსავლებს; ლ) ინფორმაციას „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ფისკალური წესების ზღვრული მოცულობების ფარგლებში ძირითადი ფისკალური მაჩვენებლების შესრულების შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციაში აისახება მონაცემები წლის განმავლობაში სამინისტროებისა და უწყებების მიერ ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული სახსრების შესახებ, რომელთა აღრიცხვა/ხარჯვა საბიუჯეტო წლის განმავლობაში ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3114 - სსმ I, №29 22.06.2010 წ., მუხ.189
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 47, 28/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება