1. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტი.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისგან, ისე სახელმწიფო ბიუჯეტისგან და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისგან.
3. მუნიციპალიტეტის ორგანოების დამოუკიდებლობა საბიუჯეტო საქმიანობაში გარანტირებულია ამ კოდექსით გათვალისწინებული საკუთარი შემოსულობებით და საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის გადასახდელების გაწევის დამოუკიდებლად განსაზღვრით, აგრეთვე კანონით დადგენილ ფარგლებში დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლებით.
4. საქართველოს ცენტრალურ და ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებებს უფლება არა აქვთ, ჩაერიონ მუნიციპალიტეტის ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებებში.
საქართველოს 2014
წლის
თებერვლის კანონი №1959 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №6946
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (10.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 65. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამოუკიდებლობა 1. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტი. 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისგან, ისე სახელმწიფო ბიუჯეტისგან და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისგან. 3. მუნიციპალიტეტის ორგანოების დამოუკიდებლობა საბიუჯეტო საქმიანობაში გარანტირებულია ამ კოდექსით გათვალისწინებული საკუთარი შემოსულობებით და საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის გადასახდელების გაწევის დამოუკიდებლად განსაზღვრით, აგრეთვე კანონით დადგენილ ფარგლებში დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლებით. 4. საქართველოს ცენტრალურ და ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებებს უფლება არა აქვთ, ჩაერიონ მუნიციპალიტეტის ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებებში. საქართველოს 2014 წლის თებერვლის კანონი №1959 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-685-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.03.2025
…ბიუჯეტი მართალია დამოუკიდებელია სახელმწიფო ბიუჯეტისაგან (მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისგან, ისე სახელმწიფო ბიუჯეტისგან და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტისგან. საბიუჯეტო კოდექსის 65.2 მუხლი) და სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები გამიჯნულია ( საქართველოს კონსტიტუციის 75.1 მუხლი), თუმცა…
- საქმე №140310019003287932 · გორის რაიონული სასამართლო · 09.01.2020
…გაანგარიშებით (0,10 ლარი 1 მ2-ზე) დასუფთავების ყოველთვიური მოსაკრებელი 5 ლარია, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მას არ გადაუხდია 2019 წლის 31 ივლისამდე პერიოდის (სულ 51 თვე) დასუფთავების მოსაკრებელი, მისი ოდენობა 255 ლარია. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 65-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა საბიუჯეტო საქმიანობაში გარანტირებულია ამ კოდექსით…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 47, 28/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება