1. პროგრამულ ბიუჯეტში ასიგნებები გამოიყოფა პრიორიტეტების, პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით. საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში ასიგნებები ასევე გამოიყოფა მხარჯავი დაწესებულებების და, შესაბამისად, საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების მიხედვით.
2. პროგრამული ბიუჯეტი მოიცავს ინფორმაციას პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების თაობაზე, აგრეთვე ინფორმაციას საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ.
3. პროგრამული ბიუჯეტის შედგენისათვის საჭირო მეთოდოლოგიას საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
4. საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.
საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 15.12.2022 კანონი №2384
- 20.12.2012 კანონი №117
- 28.10.2011 კანონი №5172
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.12.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. პროგრამული ბიუჯეტი 1. პროგრამულ ბიუჯეტში ასიგნებები გამოიყოფა პრიორიტეტების, პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით. საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში ასიგნებები ასევე გამოიყოფა მხარჯავი დაწესებულებების და, შესაბამისად, საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების მიხედვით. 2. პროგრამული ბიუჯეტი მოიცავს ინფორმაციას პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების შესახებ,თაობაზე, ასევეაგრეთვე ინფორმაციას კაპიტალურისაინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ. 3. პროგრამული ბიუჯეტის შედგენისათვის საჭირო მეთოდოლოგიას საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 4. საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-11(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.10.2020
…საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება შესაძლოა განხორციელდეს სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით და ამ პირებს უნდა გააჩნდეთ მასზე შეუფერხებელი წვდომის შესაძლებლობა. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „პროგრამულ ბიუჯეტში ასიგნებები გამოიყოფა პრიორიტეტების, პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით.“ იმავე…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 47, 28/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება