1. საფინანსო ორგანო იხილავს საბიუჯეტო განაცხადებს და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებს წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ორგანოს არა უგვიანეს 15 ოქტომბრისა.
2. მხარჯავ დაწესებულებებსა და საფინანსო ორგანოს შორის შეუთანხმებელ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო.
3. საფინანსო ორგანო ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტსა და პრიორიტეტების დოკუმენტს ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს 25 ოქტომბრის
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 18.12.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №160310018002252234 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 12.01.2018
…მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად არაუგვიანეს 15 ნოემბრისა მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ კანონისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად; 6.1.29 იმავე კოდექსის 99-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად იქმნება სარეზერვო ფონდი, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საერთო მოცულობის 2 პროცენტს;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 47, 28/12/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება