„რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ნოემბრის №212 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№235
სარეგისტრაციო კოდი
310.050.010.10.003.000.619
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 172, 22/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №235

2006 წლის 20 დეკემბერი

 ქ. თბილისი

„რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ნოემბრის №212 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-40 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ნოემბრის №212 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №136, მუხლი 1508) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

    „მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია) (თუ შეზღუდვა შეთანხმებულ ხაზებზე ფრენის სიხშირეებსა და დანიშნული ავიაგადამზიდველების რაოდენობაზე დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებით) გამცემ ორგანოს, გაცემის წესსა და პირობებს.“;

ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2

ლიცენზიის გამცემი ორგანოა დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში – კომისია).“;

გ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს კომისია.“;

დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 4

აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით ადგენს კომისია.“;

ე) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 6

რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის (თუ შეზღუდვა შეთანხმებულ ხაზებზე ფრენის სიხშირეებსა და დანიშნული ავიაგადამზიდველების რაოდენობაზე დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებით) ლიცენზიის ფორმა მტკიცდება კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი