1. შიდა აუდიტორი უფლებამოსილია შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა). შიდა აუდიტორს ასევე უფლება აქვს, შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა.
2. დაწესებულების ხელმძღვანელი და თანამშრომლები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო დახმარება გაუწიონ შიდა აუდიტორს შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების პროცესში.
3. შიდა აუდიტორი ვალდებულია:
ა) დაიცვას შიდა აუდიტის სუბიექტის დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;
გ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, სამსახურებრივი და კომერციული საიდუმლოებების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
დ) დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6328 - ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 18
დეკემბრის კანონი
№
4675
- ვებგვერდი, 29.12.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.12.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 18.12.2015 კანონი №4675
- 25.05.2012 კანონი №6328
- 09.12.2011 კანონი №5447
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (18.12.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 19. შიდა აუდიტორის უფლებები და მოვალეობები 1. შიდა აუდიტორი უფლებამოსილია შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა). შიდა აუდიტორს ასევე უფლება აქვს, შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა. 2. დაწესებულების ხელმძღვანელი და თანამშრომლები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო დახმარება გაუწიონ შიდა აუდიტორს შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების პროცესში. 3. შიდა აუდიტორი ვალდებულია: ა) დაიცვას შიდა აუდიტის სუბიექტის დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები; ბ) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა; გ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, სამსახურებრივი და კომერციული საიდუმლოებების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით; დ) დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-255(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2025
მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ" ქვეპუნქტზე, „სახელმწიფო ფინანსური კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილზე და იმის გათვალისწინებით, რომ "სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, შიდა აუდიტორი ვალდებულია დაწესებულების…
- საქმე №ბს-857-853(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.06.2019
…სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთკავშირში უნდა შეეფასებინა ზემოხსენებული დასკვნა. საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 140.3 მუხლის, "სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ" 26.03.2010წ. კანონის 19.3 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის, 21.9 მუხლის თანახმად შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტორი ვალდებულია შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების…
- საქმე №811310016001951964 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 03.08.2018
…სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთკავშირში უნდა შეეფასებინა ზემოხსენებული დასკვნა. საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 140.3 მუხლის, "სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ" 26.03.2010წ. კანონის 19.3 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის, 21.9 მუხლის თანახმად შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტორი ვალდებულია შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 19.10.2023.
გამოქვეყნება: სსმ, 17, 06/04/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება