1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში დაამტკიცოს შიდა აუდიტის სტანდარტები და მეთოდოლოგია, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი და სახელმძღვანელო პრინციპები.
2. (ამოღებულია).
3. (ამოღებულია).
31. (ამოღებულია - 18.12.2015, №4675).
4. (ამოღებულია - 18.12.2015, №4675).
5. (ამოღებულია - 18.12.2015, №4675).
6. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი შიდა აუდიტის სუბიექტის შექმნამდე უფლებამოსილია შიდა აუდიტის განსახორციელებლად თხოვნით მიმართოს სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოსთან არსებულ შიდა აუდიტის სუბიექტს, რომელიც დაწესებულების ხელმძღვანელთან და საბჭოსთან შეთანხმებით უზრუნველყოფს ამ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შიდა აუდიტის განხორციელებას.
7. ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სისტემური, ეფექტიანობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტების განხორციელება დაიწყოს 2013 წლის 1 იანვრიდან.
8. ამ კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად გამოსაცემი/მისაღები სამართლებრივი აქტები გამოსცენ/მიიღონ ამავე კანონით განსაზღვრულმა შესაბამისმა პირებმა/ორგანოებმა, ხოლო თუ ასეთი პირები/ორგანოები ამ კანონით არ არის განსაზღვრული – გამოსცეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.
9. ამ კანონის II თავით გათვალისწინებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება უზრუნველყონ ამავე კანონით განსაზღვრულმა დაწესებულებებმა მას შემდეგ, რაც ჰარმონიზაციის ცენტრი შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინსტრუქციას.
10. სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით სამსახურებრივი შემოწმების ღონისძიებებს ახორციელებს დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი/ერთეული. მისი უფლებამოსილება, საქმიანობის წესი, მიზნები და ამოცანები განისაზღვრება შესაბამისი დაწესებულების დებულებით და გამიჯნულია შიდა აუდიტის ფუნქციისაგან.
საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3375 - სსმ I, №40, 20.07.2010 წ., მუხ.252
საქართველოს 20
წლის
26 ოქტომბრის
კანონი №
3756
- სსმ I, №
,. 11
.20
წ., მუხ.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1446 - ვებგვერდი, 28.10.2013წ.
საქართველოს 2013 წლის
დეკემბრის კანონი №1795 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 18
დეკემბრის კანონი
№
4675
- ვებგვერდი, 29.12.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.12.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 18.12.2015 კანონი №4675
- 04.10.2013 კანონი №1446
- 09.12.2011 კანონი №5447
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 32. გარდამავალი დებულებანი 1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში დაამტკიცოს შიდა აუდიტის სტანდარტები და მეთოდოლოგია, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი და სახელმძღვანელო პრინციპები. 2. (ამოღებულია). 3. (ამოღებულია). 31. (ამოღებულია - 18.12.2015, №4675). 4. (ამოღებულია - 18.12.2015, №4675). 5. (ამოღებულია - 18.12.2015, №4675). 6. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი შიდა აუდიტის სუბიექტის შექმნამდე უფლებამოსილია შიდა აუდიტის განსახორციელებლად თხოვნით მიმართოს სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოსთან არსებულ შიდა აუდიტის სუბიექტს, რომელიც დაწესებულების ხელმძღვანელთან და საბჭოსთან შეთანხმებით უზრუნველყოფს ამ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შიდა აუდიტის განხორციელებას. 7. ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სისტემური, ეფექტიანობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტების განხორციელება დაიწყოს 2013 წლის 1 იანვრიდან. 8. ამ კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად გამოსაცემი/მისაღები სამართლებრივი აქტები გამოსცენ/მიიღონ ამავე კანონით განსაზღვრულმა შესაბამისმა პირებმა/ორგანოებმა, ხოლო თუ ასეთი პირები/ორგანოები ამ კანონით არ არის განსაზღვრული – გამოსცეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა. 9. ამ კანონის II თავით გათვალისწინებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება უზრუნველყონ ამავე კანონით განსაზღვრულმა დაწესებულებებმა მას შემდეგ, რაც ჰარმონიზაციის ცენტრი შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინსტრუქციას. 10. სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით სამსახურებრივი შემოწმების ღონისძიებებს ახორციელებს დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი/ერთეული. მისი უფლებამოსილება, საქმიანობის წესი, მიზნები და ამოცანები განისაზღვრება შესაბამისი დაწესებულების დებულებით და გამიჯნულია შიდა აუდიტის ფუნქციისაგან. საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3375 - სსმ I, №40, 20.07.2010 წ., მუხ.252 საქართველოს 20 10 წლის 26 ოქტომბრის კანონი № 3756 - სსმ I, № 62 , 05 . 11 .20 10 წ., მუხ. 395საქართველოს 2013 წლის დეკემბრის კანონი №1795 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №240310018002294818 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 31.10.2018
…ერთეულის ხელმძღვანელის, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, მუნიციპალური ქონების მართვის, ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან 2018 წლის 1- ი------დან. „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნ-------ის N4-…
- საქმე №240310018002294818 · სენაკის რაიონული სასამართლო · 14.05.2018
…მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან 2018 წლის 12 იანვრიდან. აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით: -ა--–--------–----–--------------ს ბრძანება №29 (12.01.2018წ) 4.2.4 „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის N44 დადგენილებით…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 19.10.2023.
გამოქვეყნება: სსმ, 17, 06/04/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება