1. ცენტრი აკონტროლებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულებას. აკრედიტაციის პირობების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.
2. აკრედიტაციის პირობები მოწმდება ცენტრისათვის თვითშეფასების ანგარიშის წარდგენით, აგრეთვე ცენტრის ინიციატივით.
21. ცენტრს თვითშეფასების ანგარიში წარედგინება არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ. ცენტრისათვის თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე მიიღოს აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს აკრედიტაციის პირობებს.
4. აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის ვადაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება აკრედიტაციის საბჭოს მიერ შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.
საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5348 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4784 - ვებგვერდი, 07.03.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1224 - ვებგვერდი, 28.07.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3445 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1464 – ვებგვერდი, 06.04.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.03.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 30.03.2022 კანონი №1464
- 20.09.2018 კანონი №3445
- 26.07.2017 კანონი №1224
- 19.02.2016 კანონი №4784
- 25.11.2011 კანონი №5348
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.03.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. აკრედიტაციის პირობების შემოწმება და აკრედიტაციის გაუქმება 1. ცენტრი აკონტროლებს ზოგადსაგანმანათლებლოუმაღლესი დაწესებულების/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულებას. აკრედიტაციის პირობების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლოუმაღლეს დაწესებულებას/უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება. 2. აკრედიტაციის პირობები მოწმდება ცენტრისათვის თვითშეფასების ანგარიშის წარდგენით, აგრეთვე ცენტრის ინიციატივით. 21. ცენტრს თვითშეფასების ანგარიში წარედგინება არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ. ცენტრისათვის თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია ზოგადსაგანმანათლებლოუმაღლესი დაწესებულების/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე,საფუძველზე ცენტრის წარდგინებით მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის გაუქმების შესახებ,შესახებ გადაწყვეტილება, თუ ზოგადსაგანმანათლებლოუმაღლესი დაწესებულება/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს აკრედიტაციის პირობებს. 4. აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ზოგადსაგანმანათლებლოუმაღლესი დაწესებულების/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.ვადაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება აკრედიტაციის საბჭოს მიერ შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — განათლების ხარისხის განვითარების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 47, 05/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება