თავი II — ადგილობრივი მოსაკრებლების სახეები, მათი შემოღებისა და გადახდევინების წესი
1. ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით.
2. ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე და ვრცელდება ყველა იქ მცხოვრებ ფიზიკურ და განლაგებულ იურიდიულ პირზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
21. მუნიციპალიტეტის ორგანო უფლებამოსილია მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება არ გაავრცელოს საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე.
22. მუნიციპალიტეტის ორგანო უფლებამოსილია შემოიღოს ადგილობრივი მოსაკრებელი მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე.
3. ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება წინასწარ, მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გადამხდელისათვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებამდე. გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს ან ამ ორგანოს მიერ უფლებამოსილ პირს.
4. მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი გადაიხდევინება მომსახურების მთლიანად ან მისი ნაწილის მიღების შემდეგ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით.
41. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის ორგანომ შემოიღოს ამ კანონით დადგენილი მოსაკრებლისაგან განსხვავებული ან დამატებითი სხვა ტარიფი, გადასახდელი ან მომსახურების საფასური იმ საქმიანობის განხორციელებისათვის ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ იმ მომსახურების გაწევისათვის, გარდა დაჩქარებული მომსახურებისა, რომლისთვისაც უკვე დადგენილია მოსაკრებელი.
5. სახეების მიხედვით ადგილობრივი მოსაკრებლების დიფერენცირებულ ოდენობას, გადახდის პერიოდულობასა და ვადას ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო შესაბამისი გადაწყვეტილებით.
51. მუნიციპალიტეტის ორგანო უფლებამოსილია მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე დაადგინოს ადგილობრივი მოსაკრებლის განსხვავებული ოდენობა, გადახდის პერიოდულობა და ვადა.
6. ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად.
7. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული მოსაკრებლები მთლიანად ჩაირიცხება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
8. მუნიციპალიტეტის ორგანოს საამისოდ უფლებამოსილ პირს შეუძლია ადგილობრივი მოსაკრებლების ამოსაღებად შესაბამის იურიდიულ პირებთან გააფორმოს ხელშეკრულება.
საქართველოს 1998 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1623 -სსმ I, №2, 26.10.1998 წ., მუხ. 22
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2333-სსმ I, №40(47), 11.08.1999წ., მუხ.204
საქართველოს 2002 წლის 15 თებერვლის კანონი №1300-სსმ I, №4, 05.03.2002წ., მუხ.26
საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3503-სსმ I, №35, 03.08.2006წ., მუხ.259
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.392
საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5096 - ვებგვერდი, 03.11.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №380 – ვებგვერდი, 04.04.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 28 ივნისის კანონი №799 – ვებგვერდი, 15.07.2013წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6971 – ვებგვერდი, 28.07.2020
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(87)
- საქმე №ბს-1208(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2026
…შესაბამისი ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის. მითითებული კანონის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად (21/02/2020წ. მდგომარეობით მოქმედი რედაქცია), ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს.
- საქმე №ბს-940(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.11.2024
…შესაბამისი ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის. მითითებული კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად (21/02/20წ. მდგომარეობით მოქმედი რედაქცია), ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს.
- საქმე №ბს-1109(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2024
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლი, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ (სადავო ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქცია) საქართველოს კანონის მე-3, მე-5 მუხლები,,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) საქართველოს კანონის პირველი, მე-3, მე-121, მე-14, მე-15 მუხლები, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 02 მარტის №26 დადგენილების დანართი N1, N2 და N3 და საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ შპს,,...ა“ რეგისტრირებულია მეწარმე იურიდიულ პირად 2009 წლის 28 იანვრიდან.
- საქმე №080310019003195475 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 07.11.2019
…ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს.
- საქმე №080310019003130535 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 31.10.2019
…ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს.
- საქმე №080310019003191707 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 31.10.2019
- საქმე №080310019003147100 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 31.10.2019
- საქმე №080310019003195479 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 31.10.2019
- საქმე №080310019003130538 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 03.10.2019
- საქმე №080310019003149748 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 30.09.2019
- საქმე №080310019003043608 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 17.09.2019
- საქმე №080310019003031008 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 17.09.2019
- საქმე №180310019002893714 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 02.09.2019
- საქმე №180310019002983121 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 01.09.2019
- საქმე №080310019003031009 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 22.08.2019
- საქმე №080310019002997298 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 22.08.2019
- საქმე №080310019003030209 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 17.07.2019
- საქმე №080310019003030200 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 17.07.2019
- საქმე №080310018002785887 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 27.05.2019
- საქმე №080310018002677527 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 27.05.2019
- საქმე №080310018002787698 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 27.05.2019
- საქმე №080310018002785882 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 27.05.2019
- საქმე №080310018002787707 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 27.05.2019
- საქმე №080310018002689832 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 27.05.2019
- საქმე №080310018002783699 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 27.05.2019
- საქმე №080310018002644407 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 27.05.2019
- საქმე №080310018002787701 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 27.05.2019
- საქმე №080310018002365106 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 13.05.2019
- საქმე №080310018002754429 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 22.03.2019
- საქმე №080310018002748093 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 18.03.2019
- საქმე №080310018002787699 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 18.03.2019
- საქმე №080310018002787695 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 18.03.2019
- საქმე №080310019002833909 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 18.03.2019
- საქმე №080310018002783622 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 18.03.2019
- საქმე №080310018002750685 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 18.03.2019
- საქმე №080310018002785871 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 26.02.2019
- საქმე №080310018002750677 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 26.02.2019
- საქმე №080310018002785878 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 26.02.2019
- საქმე №080310018002765082 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.01.2019
- საქმე №080310018002748088 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.01.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 87-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.