1. ემიგრაციის ნებართვის გასაცემად შუამდგომლობა განიხილება საჭირო დოკუმენტაციის წარდგენიდან 1 თვის ვადაში.
2. ამ კანონით დადგენილი წესით სააგენტო გასცემს ემიგრაციის ნებართვას და საქართველოს მოქალაქის პასპორტში სვამს შტამპს აღნიშვნით „მუდმივი გასვლა“, ნებართვის გაცემის თარიღის მითითებით, რაც დასტურდება სააგენტოს ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.
3. (ამოღებულია – 24.06.2011, №4938).
4. ემიგრანტის მიერ საქართველოს მოქალაქის პასპორტის გამოცვლის შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია, ემიგრანტის მიერ ემიგრაციის ნებართვისა და შუამდგომლობის წარდგენიდან 10 დღის ვადაში გამოსცეს შესაბამისი აქტი და ახალ პასპორტზე გადაიტანოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შტამპი სათანადო აღნიშვნით.
5. ემიგრაციის ნებართვის გაცემის საკითხთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დროს მიღებული გადაწყვეტილებები დაინტერესებულ მხარეებს ეცნობებათ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით.
საქართველოს
2008
წლის
დეკემბრის
კანონი
№804-
სსმ
I, №40, 29.12.2008
წ
.,მუხ
.265
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4938 - ვებგვერდი, 14.07.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 24.06.2011 კანონი №4938
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-473-447-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.05.2013
გასაჩივრებული გადაწყვეტილება უხეშად არღვევს კასატორის ქონებრივ უფლებებს, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტს, რომლიდან გამომდინარე, სადავო ფართი პრივატიზაციის შემდეგ ქ.დ-ის საკუთრებად დარეგისტრირდებოდა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება