ანტიკორუფციული პოლიტიკის განყოფილება (შემდგომში – განყოფილება) ფუნქციონალური მოვალეობიდან გამომდინარე:
ა) აანალიზებს სხვადასხვა სფეროში არსებულ სიტუაციას და ამზადებს რეკომენდაციებს ამა თუ იმ სისტემაში კორუფციის დონის შემცირებისა და კორუფციული მექანიზმების მოშლის მიზნით;
ბ) უშუალოდ მონაწილეობს სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთობლივად ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკის ფორმირებაში;
გ) შეიმუშავებს წინადადებებს სპეციალური უწყებათაშორისი ჯგუფების (კომისიების) შექმნის თაობაზე, რომლებიც შეიმუშავებენ ანტიკორუფციული ხასიათის კონცეპტუალურ დოკუმენტებს (როგორც ზოგადი, ისე კონკრეტული ხასიათის) და კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას;
დ) აწარმოებს პერმანენტულ მონიტორინგს შესაბამისი უწყებების მიერ გაწეულ საქმიანობაზე საქართველოს მიერ ანტიკორუფციული ხასიათის ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვს მათი შესრულების კონკრეტულ გეგმას;
ე) მოიპოვებს ინფორმაციას კორუფციასთან მებრძოლი სახელმწიფო უწყებებიდან, აანალიზებს მათ საქმიანობას, ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს და ამზადებს რეკომენდაციებს მათი მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისათვის;
ვ) მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან როგორც ანტიკორუფციული პროპაგანდის თვალსაზრისით, ისე უშუალოდ ანტიკორუფციული საქმიანობის კუთხით
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე” · რედაქცია 04.07.2005
მუხლი 6. ანტიკორუფციული პოლიტიკის განყოფილების ფუნქციონალური მოვალეობები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 14. ანტიკორუფციული პოლიტიკის დეპარტამენტი
- მუხლი 18. ანტიკორუფციული განათლების ცენტრი (დეპარტამენტი)
- მუხლი 3. ბრძანება, გარდა წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების მე-9 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-13 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთან
- მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის –ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2023 წლის 8 მარტის დ
- მუხლი 5. წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს დებულების მე-9 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2024 წლის 9 სექტემბრიდან.სსიპ-ანტიკორუფციული ბიუროს
- მუხლი 15. შემოწმება და კონტროლი კომისიის, ევროპის ანტიკორუფციული სამსახურის და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მიერ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
- მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
- მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა
- მუხლი 5. სამართალდაცვისა და სპეციალურ სამსახურებთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციონალური მოვალეობები
- მუხლი 7. შიდა კონფლიქტების მოწესრიგების განყოფილების ფუნქციონალური მოვალეობები
- მუხლი 8. ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილების ფუნქციონალური მოვალეობები
- მუხლი 9. დასკვნითი დებულებანი
- მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
- მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
- მუხლი 3. დეპარტამენტის სტრუქტურა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე”, კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2005. გამოქვეყნება: სსმ, 80, 05/07/2005.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე”, მუხლი 6, №570, 04.07.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.210.060.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/95404/muxli-6/