„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის №131 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№69
სარეგისტრაციო კოდი
110.080.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 10, 26/01/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №69

2006 წლის 23 იანვარი

 ქ. თბილისი

„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის  №131 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 10 მარტის №131 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №28, მუხ. 259) დამტკიცებულ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. განცხადება შეიტანება მხოლოდ საერთო საკვალიფიკაციო ან ერთ-ერთი სპეციალიზაციის მიხედვით.“;

ბ) 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 25. საგამოცდო ბილეთის დარიგების წესი

1. წერითი გამოცდის დაწყებამდე საორგანიზაციო კომისიის წარმომადგენელს საგამოცდო დარბაზში შემოაქვს დალუქული კონვერტი ან ყუთი, რომელშიც მოთავსებულია საგამოცდო ბილეთები.

2. საორგანიზაციო კომისიის წარმომადგენელი გამოსაცდელთაგან მოიწვევს რამდენიმე პირს, რომლებიც შეამოწმებენ, არის თუ არა ყუთი ან კონვერტი სწორად დალუქული. ყუთი (კონვერტი) გაიხსნება მათი თანდასწრებით.

3. ყოველ გამოსაცდელს დაურიგდება საგამოცდო ბილეთი და საგამოცდო რვეული.“;

გ) 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ტესტური გამოცდა დაიწყება რეგისტრაციის დამთავრებიდან არა უგვიანეს ერთი საათისა, ხოლო წერითი გამოცდა – რეგისტრაციის დამთავრებიდან არა უგვიანეს ორი საათისა.“.

მ. სააკაშვილი