1. ადრე დადებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნა, როგორც წახალისების ერთ-ერთი ზომა, ცხადდება მწყობრის წინ ან სამხედრო მოსამსახურეების კრებაზე ზეპირად და ფორმდება ბრძანებით. წახალისების ამგვარი ზომით სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება მოეხსნას მხოლოდ ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნის უფლება აქვს იმ უფროსს (მეთაურს), რომელმაც გამოიყენა პასუხისმგებლობის ზომა, აგრეთვე სხვა პირდაპირ უფროსს (მეთაურს), რომელსაც აქვს არანაკლები სადისციპლინო უფლება.
3. ეს წახალისების ზომა გამოიყენება წესდების 54 – 107 მუხლებით გათვალისწინებული ღირსეული საქციელისათვის, თუ იგი ჩადენილია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების პერიოდში
საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.06.2012
მუხლი 14. ადრე დადებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნა
თავი IV — წახალისება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 13. ადრე დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნა
- მუხლი 3. დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება ან ღირსეული საქციელისათვის წახალისების შეფარდება
- მუხლი 56. წესდებით გათვალისწინებული წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის სისრულეში მოყვანის წესი
- მუხლი 141. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. წესდების მოქმედების ფარგლები
- მუხლი 9. სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილი ღირსეული საქციელის ცნება
- მუხლი 10. ღირსეული საქციელის ჩვეულებრივი და განსაკუთრებული გარემოებები
- მუხლი 11. წახალისების მიზნები
- მუხლი 12. წახალისების სახეები
- მუხლი 13. მადლობა
- მუხლი 16. ფასიანი საჩუქარი
- მუხლი 17. ფულადი ჯილდო
- მუხლი 18. სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან ან დისლოკაციის ადგილიდან რიგგარეშე დათხოვნა
- მუხლი 19. სამხედრო მოსამსახურის ოჯახისათვის მადლობის წერილის გაგზავნა
- მუხლი 20. დაჯილდოება სამხედრო ნაწილის გაშლილ საბრძოლო დროშასთან გადაღებული პირადი ფოტოსურათით
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2012. გამოქვეყნება: სსმ, 19, 10/02/2006.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 14, №111, 10.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 120.090.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/97258/muxli-14/