1. ადმინისტრაციული პატიმრობა (ჰაუპტვახტში მოთავსება) გამოიყენება სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიმართ ცალკეული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისათვის ვადით 30 დღე-ღამემდე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა სამხედრო სამსახურის ვადაში არ ეთვლება და, შესაბამისად, ხელფასი არ მიეცემა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2012.
გამოქვეყნება: სსმ, 19, 10/02/2006.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება