,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№38
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.421
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 27, 28/02/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №38

2006 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის 41 პუნქტის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №95, მუხლი 816) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტი;

ბ) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი” ქვეპუნქტი:

,,ი) სამოქალაქო რეესტრის სააგენტო.”;

გ) ამოღებულ იქნეს მე-12 მუხლის ,,უ” ქვეპუნქტი;

დ) მე-13 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოები – სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურები.”;

ე) ამოღებულ იქნეს მე-13 მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტი;

ვ) მე-16 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (მათ შორის სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სააღსრულებო ბიუროების, სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების – სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურების, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამსახურებრივი უპასუხისმგებლობისა და გადაცდომის ფაქტების გამოვლენა, თავიდან აცილება და პროფილაქტიკა.”;

ზ) ამოღებულ იქნეს 331 მუხლი.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                     ზ. ნოღაიდელი