„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№260
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 53, 17/04/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №260

2006 წლის 17 აპრილი

ქ. თბილისი

საჯაროსამართლისიურიდიულიპირის – საქართველოსეროვნულიმუზეუმისრეორგანიზაციისშესახებ

1. რეორგანიზებულ იქნეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 30 დეკემბრის №626 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული მუზეუმი (შემდგომში – ეროვნული მუზეუმი) მასთან ლ. დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის მიერთების გზით.

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა  და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შეთანხმებული წინადადებების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) უზრუნველყოს „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტის მომზადება.

მ. სააკაშვილი