„სამართლებრივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმართვების გადაცემის შესახებ“ ევროპის შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 მაისის №329 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№448
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 98, 25/07/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი480.140.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №448

2006 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

„სამართლებრივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმართვების გადაცემის შესახებ“ ევროპის შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 მაისის №329 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „სამართლებრივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმართვების გადაცემის შესახებ“ ევროპის შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 მაისის №329 ბრძანებულებაში (სსმ III, №71, 29.05.06) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. ბრძანებულების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11პუნქტი:

„11.ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების მე-2 მუხლის შესაბამისად, სამართლებრივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმართვების გადასაცემად, მისაღებად და შესაბამისი ქმედებების განსახორციელებლად საქართველოს მხრიდან კომპეტენტურ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.“.

2. ბრძანებულების მე-3 პუნქტს დაემეტოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) შეატყობინოს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს მხრიდან კომპეტენტური ორგანოს განსაზღვრის შესახებ.“.

მ. სააკაშვილი