საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-10-05
ბიუროს ნომერი 166
📜 ტექსტი
წერილი
N 2-04/4666
30/09/2026
4666-04-2-202609301749
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარეს,
შალვა პაპუაშვილს
2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო
პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის
შესახებ
ბატონო შალვა,
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე
მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო
და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, საქართველოს ეროვნული
ბანკის
პრეზიდენტის
შესაბამის
განკარგულებასთან
ერთად.
ამასთან,
გიგზავნით
განმარტებით ბარათს, რომელშიც აღწერილია საქართველოს მონეტარული პოლიტიკის
ძირითადი
პრინციპები
და
ინსტრუმენტები,
მიმდინარე
მაკროეკონომიკური
მდგომარეობა,
არსებული ეკონომიკური რისკები.
დანართი: 16 (თექვსმეტი) ფურცელი.
პატივისცემით,
ნათელა თურნავა
პრეზიდენტი
საქართველოს ეროვნული ბანკი
ინფლაციის
მიზნობრივი
მაკროეკონომიკური
მაჩვენებელი,
პროგნოზები
და
განკარგულება
30/09/2026
N 114
2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი
მიმართულებების პროექტის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“
ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების
საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის
კომიტეტის გადაწყვეტილების (2026 წლის 29 სექტემბრის სხდომის ოქმი №7)
შესაბამისად:
1. მოწონებულ იქნეს 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო
პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი და არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა
წარედგინოს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.
2. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ნათელა თურნავა
პრეზიდენტი
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი
მიმართულებების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის
მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2027-2029 წლების
ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები:
1. ინფლაციის
მიზნობრივი
მაჩვენებელი
2027-2029
წლებისთვის
შეადგენს
3
პროცენტს.
2. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების
მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2027-2029 წლების განმავლობაში
ძირითადად გამოყენებული იქნება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რომლის
ცვლილება
ეკონომიკას
გადაეცემა
მონეტარული
პოლიტიკის
შემდეგი
ინსტრუმენტებით: რეფინანსირების სესხები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, ღია
ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, მეორადი
ბაზრის ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები,
მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები.
3. 2027-2029
დინამიკაზე
წლების
განმავლობაში
გარეგანი
გეოპოლიტიკური
სამომხმარებლო
ფაქტორებიდან
რისკების
გამწვავება,
ფასების
მოსალოდნელ
მოქმედი
შესაძლო
რისკებია
მსოფლიო
სასაქონლო
ბაზრებზე
ენერგორესურსების, ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ფასების ცვლილება,
რეგულირებადი ფასების ცვლილება, გლობალური ეკონომიკური ფრაგმენტაცია,
განვითარებული ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის
განაკვეთების ზრდა ან/და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მოსალოდნელზე
ხანგრძლივად შენარჩუნება და სხვ. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული
პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის
მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე მოქმედ
ფუნდამენტურ ფაქტორებზე.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის
ძირითადი მიმართულებები
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3
მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში - ეროვნული ბანკი)
ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთან, ეროვნულმა
ბანკმა უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და
ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას, თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ
საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე
მუხლის შესაბამისად, არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ოქტომბრისა ეროვნული ბანკი
საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და
სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, რომელიც უნდა
მოიცავდეს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, მონეტარული პოლიტიკის ძირითად
ინსტრუმენტებს, რომლებსაც ეროვნული ბანკი მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად
გამოიყენებს, და შესაძლო რისკების მიმოხილვას.
ფასების
სტაბილურობის
უზრუნველსაყოფად
ეროვნული
ბანკი
მონეტარულ
პოლიტიკას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით ახორციელებს, რომელიც დღეს
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკად არის აღიარებული. ინფლაციის თარგეთირების
რეჟიმი მოიაზრებს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის წინასწარ განსაზღვრას, ხოლო
მონეტარული პოლიტიკა იმგვარად წარიმართება, რომ საშუალოვადიან პერიოდში,
ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იყოს.
ეროვნული
ბანკის
შეფასებით,
ინფლაციის
მიზნობრივი
მაჩვენებელი,
რაც
ქვეყნისათვის ინფლაციის ოპტიმალური დონეა, განვითარების ამ ეტაპზე, 3 პროცენტს
შეადგენს. ერთი მხრივ, 3 პროცენტი საკმარისად დაბალია და ეკონომიკური აგენტების
გადაწყვეტილებებზე უარყოფითად არ მოქმედებს. მეორე მხრივ, არ არის იმდენად
დაბალი, რომ ეკონომიკური ზრდა დააბრკოლოს.
თავის მხრივ, ინფლაციის ოპტიმალური დონის შეფასება სხვადასხვა გრძელვადიან
ეკონომიკურ ფაქტორებსა და ქვეყნის ეკონომიკის მახასიათებლებზეა დამოკიდებული.
ცენტრალური ბანკები სამიზნე მაჩვენებლად ინფლაციის დადებით ნიშნულს ირჩევენ,
რადგან
დეფლაცია
რეცესიასა
და
ეკონომიკური
კეთილდღეობის
დანაკარგს
განაპირობებს. განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლები,
1
როგორც წესი, 1-2 პროცენტის, ხოლო განვითარებად ქვეყნებში 2-4 პროცენტის
ფარგლებშია განსაზღვრული.
ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში, მონეტარული პოლიტიკა ისე
წარიმართება, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია წინასწარგანსაზღვრულ
სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს იყოს. მოკლევადიან პერიოდში კი ინფლაციის
მიზნობრივი
მაჩვენებლიდან
გადახრა
შესაძლოა
ეგზოგენურმა
(მონეტარული
პოლიტიკისაგან დამოუკიდებელმა), ერთჯერადმა ფაქტორებმა განაპირობოს.
ინფლაციის თარგეთირების პირობებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტის - მონეტარული
პოლიტიკის
განაკვეთის
-
ცვლილებით
მიიღწევა.
მონეტარული
პოლიტიკის
განაკვეთისა და მისი სამომავლო ტრაექტორიის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება
მაკროეკონომიკური გარემოს ანალიზის, ინფლაციის პროგნოზირების, ფინანსურ
ბაზრებზე არსებული ვითარების განხილვის, ინფლაციაზე მოქმედი მაკროეკონომიკური
რისკებისა და ინფლაციის მოლოდინების შეფასების შედეგად მიიღება.
მნიშვნელოვანია
მონეტარული
პოლიტიკის
განაკვეთის
ცვლილება
საბაზრო
საპროცენტო განაკვეთებზე აისახოს. ამგვარად, საბაზრო საპროცენტო განაკვეთების
ეფექტური მართვა, საოპერაციო კუთხით ეროვნული ბანკის მთავარ ორიენტირს
წარმოადგენს. ამისათვის ეროვნულ ბანკს გააჩნია მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო
ჩარჩო, რომელიც ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტებისაგან შედგება.
მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო ჩარჩოს ფარგლებში ეროვნული ბანკი იყენებს
როგორც ლიკვიდობის მიწოდების, ისე ლიკვიდობის ამოღების ინსტრუმენტებს. საბანკო
სექტორის
ლიკვიდობის
მართვის
მიზნით,
ლიკვიდობის
მიწოდების
მთავარი
ინსტრუმენტი რეფინანსირების სესხებია, ხოლო ლიკვიდობის ამოღების მთავარი
ინსტრუმენტი
სადეპოზიტო
სერტიფიკატები.
გარდა
აღნიშნული
მთავარი
ინსტრუმენტებისა, ეროვნულ ბანკს გააჩნია ლიკვიდობის მართვის დამატებითი
ინსტრუმენტებიც. ეროვნული ბანკი საბანკო სექტორს შედარებით უფრო გრძელვადიან
ლიკვიდობას ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტით აწვდის. ამავდროულად,
სახაზინო
ფასიანი
ქაღალდებით
მეორად
ბაზარზე
ოპერაციები
გამოიყენება
ლიკვიდობის როგორც მიწოდების, ისე ამოღების მიზნით. ამასთან, მოკლევადიანი
საპროცენტო განაკვეთების ეფექტიანი მართვისა და მათი მონეტარული პოლიტიკის
განაკვეთის გარშემო შენარჩუნების მიზნით, ეროვნული ბანკი იყენებს მუდმივმოქმედ
ინსტრუმენტებს:
ერთდღიან
სესხებსა
და
ერთდღიან
დეპოზიტებს. აღნიშნული
ინსტრუმენტებით, ეროვნული ბანკი საფინანსო სისტემის ლიკვიდობაზე მოთხოვნასა და
მიწოდებას ისე აბალანსებს, რომ საპროცენტო განაკვეთები მონეტარული პოლიტიკის
განაკვეთთან ახლოს ჩამოყალიბდეს (იხ. დიაგრამა №1). ეს კი საბოლოოდ მონეტარული
პოლიტიკის გადაცემის სიძლიერეს განაპირობებს.
2
დიაგრამა №1. ფულადი ბაზრის დინამიკა
1,600
მონეტარული
პოლიტიკის
ინსტრუმენტების
გააქტიურება
14%
12%
10%
1,400
1,200
800
600
4%
400
2%
200
0%
0
აგვ-09
თებ-10
აგვ-10
თებ-11
აგვ-11
თებ-12
აგვ-12
თებ-13
აგვ-13
თებ-14
აგვ-14
თებ-15
აგვ-15
თებ-16
აგვ-16
თებ-17
აგვ-17
თებ-18
აგვ-18
თებ-19
აგვ-19
თებ-20
აგვ-20
თებ-21
აგვ-21
თებ-22
აგვ-22
თებ-23
აგვ-23
თებ-24
აგვ-24
თებ-25
აგვ-25
თებ-26
აგვ-26
6%
მლნ ლარი
1,000
8%
TIBR მოცულობა (მარჯვენა ღერძი)
TIBR7 მოცულობა (მარჯვენა ღერძი)
REPO ოპერაციების მოცულობა
TIBR
პოლიტიკის განაკვეთი
ერთდღიანი სესხი (მარცხენა ღერძი)
ერთდღიანი დეპოზიტი (მარცხენა ღერძი)
* 2013 წლამდე TIBR-ის განახლებული ინდექსის გაანგარიშება არის მიახლოებითი
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
2025
წელს
ლიკვიდობის
მიწოდების
ერთ-ერთი
მთავარი
ინსტრუმენტის
რეფინანსირების სესხების მოცულობა შემცირდა (იხ. დიაგრამა №2). ერთი მხრივ,
ეკონომიკური ზრდის შესაბამისად იზრდებოდა ნაღდ ფულზე მოთხოვნა, რაც საბანკო
სისტემაში ლარის მოკლევადიან ლიკვიდობაზე მოთხოვნას ზრდიდა. ამავდროულად,
ფისკალური
კონსოლიდაცია
ასევე
ზრდიდა
საბანკო
სისტემის
მოთხოვნას
ლიკვიდობაზე. თუმცა, ლიკვიდობაზე მოთხოვნის ზრდის მიმართულებით მოქმედი
ფაქტორები სავალუტო ინტერვენციების შედეგად ლარის ლიკვიდობის მიწოდებამ
გადაწონა.
საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების შედეგად
მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგარეო ბალანსის მდგრადობა და მიმდინარე ანგარიშის
დეფიციტმა 2025 წელს ისტორიულად მინიმალური მაჩვენებელი, მშპ-ის 2.9 პროცენტი,
შეადგინა. ამავდროულად, ეკონომიკური ზრდის მდგრადობის პირობებში, ლარის
მიმართ ნდობა იზრდებოდა და დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი სწრაფად
გაუმჯობესდა. აღნიშნული ფაქტორების გავლენით სავალუტო ბაზარზე ხელსაყრელი
პირობები ჩამოყალიბდა, რამაც ეროვნულ ბანკს წესებზე დაფუძნებული ორმხრივი
ინტერვენციების მექანიზმის (BMatch) საშუალებით უცხოური ვალუტის მნიშვნელოვანი
მოცულობით შესყიდვის შესაძლებლობა მისცა. კერძოდ, 2025 წელს უცხოური ვალუტის
წმინდა შესყიდვებმა 2.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, საბანკო სექტორს 6.6
მლრდ ლარის მოცულობის ლიკვიდობა მიეწოდა, რამაც სისტემაში ლარის ლიკვიდობის
3
ზრდას შეუწყო ხელი. ამ ფაქტორის პარალელურად, თანაბარზომიერად შემცირდა
რეფინანსირების სესხების მოცულობა (იხ. დიაგრამა №2).
სავალუტო ბაზარზე ხელსაყრელი პირობები 2026 წლის განმავლობაშიც შენარჩუნდა
და ეროვნულმა ბანკმა რეზერვების დაგროვების პოლიტიკა განაგრძო. 2026 წლის იანვარაგვისტოში ეროვნულმა ბანკმა ჯამურად 3.1 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის
სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ამ არხით ბაზარს 8.3 მლრდ ლარის
ლიკვიდობა
მიაწოდა.
ინტერვენციების
შედეგად
წარმოქმნილი
ლიკვიდობის
სტერილიზაცია პირველ ეტაპზე რეფინანსირების სესხებისა და ღია ბაზრის ერთთვიანი
ინსტრუმენტის მოცულობის შემცირებით განხორციელდა. ამის შემდგომ ეტაპზე,
საჭირო გახდა ლიკვიდობის ამოღების ინსტრუმენტების გამოყენება. ამ პროცესის
ფარგლებში, 2026 წლის აგვისტოში ეროვნულმა ბანკმა მეორად ბაზარზე მის
მფლობელობაში არსებული სახაზინო ფასიანი ქაღალდები გაყიდა, ხოლო 2026 წლის
სექტემბრიდან სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვება დაიწყო.
დიაგრამა №2. რეფინანსირების ცვლილების დეკომპოზიცია
სადეპოზიტო სერტიფიკატები
8,000
ლიკვიდობაზე მოქმედი სხვა
ფაქტორები
6,000
მლნ ლარი
4,000
სხვა მონეტარული
ინსტრუმენტები
2,000
-
სავალუტო ინტერვენციები
(2,000)
(4,000)
(6,000)
მთავრობის ოპერაციები
(8,000)
(10,000)
აგვ-2026
2025
2024
2023
2022
2021
2020
ნაღდი ფული მიმოქცევაში
რეფინანსირების სესხებისა და
ერთდღიანი სესხების ცვლილება
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მონეტარული
პოლიტიკის
გადაცემის
ეფექტიანობისათვის,
მნიშვნელოვანია,
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება ფულადი ბაზრის მოკლევადიან
საპროცენტო განაკვეთებსა და საბოლოოდ, საბაზრო საპროცენტო განაკვეთებს გადაეცეს.
როგორც
აღნიშნულია,
ფულად
ბაზარზე
მოკლევადიანი
ლარის
ლიკვიდობის
საპროცენტო განაკვეთი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან ახლოს ყალიბდება,
ხოლო ლარის საბაზრო საპროცენტო განაკვეთები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის
ტრაექტორიას მიჰყვება, რაც მონეტარული პოლიტიკის გადაცემის ეფექტიანობას
4
ადასტურებს (იხ. დიაგრამა №3 და №4). საბაზრო საპროცენტო განაკვეთების
ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ურისკო განაკვეთს, რომლის ძირითად
ორიენტირსაც
მონეტარული
პოლიტიკის განაკვეთი
წარმოადგენს.
შესაბამისად,
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დინამიკა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს
საბაზრო საპროცენტო განაკვეთების მოძრაობაზე. თუმცა, ურისკო განაკვეთის გარდა,
საბაზრო საპროცენტო განაკვეთები სხვადასხვა ტიპის რისკის პრემიასაც მოიცავს,
რომელთა ცვლილებაც მათ დინამიკაზე დამატებით გავლენას ახდენს. 2024 წლის
ბოლოსა და 2025 წლის პირველ ნახევარში, გლობალურად ერთმანეთის მიმყოლი
შოკებისა და მზარდი გაურკვევლობის ფონზე, რისკის პრემია გაიზარდა და შემდგომ
პერიოდში მაღალ დონეზე შენარჩუნდა.
დიაგრამა №3 საპროცენტო განაკვეთი ეროვნული ვალუტით სესხებზე (ნაკადი)
25.0%
20.0%
15.0%
10.0%
5.0%
სესხების საპროცენტო განაკვეთი
აგვ-26
თებ-26
აგვ-25
თებ-25
აგვ-24
თებ-24
აგვ-23
თებ-23
აგვ-22
თებ-22
აგვ-21
თებ-21
აგვ-20
თებ-20
აგვ-19
თებ-19
აგვ-18
თებ-18
აგვ-17
თებ-17
აგვ-16
თებ-16
0.0%
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
დიაგრამა №4 საპროცენტო განაკვეთი რეზიდენტების ვადიან დეპოზიტებზე (ნაკადი)
5
14.0%
12.0%
10.0%
8.0%
6.0%
4.0%
2.0%
აგვ-26
თებ-26
აგვ-25
თებ-25
აგვ-24
თებ-24
აგვ-23
თებ-23
აგვ-22
თებ-22
აგვ-21
თებ-21
აგვ-20
თებ-20
აგვ-19
თებ-19
აგვ-18
თებ-18
აგვ-17
თებ-17
აგვ-16
თებ-16
0.0%
რეზიდენტების ლარის ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მონეტარული პოლიტიკის მოქმედი ჩარჩოს პირობებში, ეკონომიკაზე მისი გადაცემის
ეფექტიანობის
გათვალისწინებით,
მონეტარული
პოლიტიკის
თანმიმდევრული
ნაბიჯები, როგორც გამკაცრების, ისე ნორმალიზების მიმართულებით, საქართველოში
ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს. 2025 წელს ინფლაციამ, დიდწილად, წინა
წლების დაბალი საბაზო ეფექტისა და ერთჯერადი ფაქტორების გავლენით, მიზნობრივ
მაჩვენებელს გადააჭარბა და საშუალოდ 3.9% შეადგინა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ
შედარებით ხისტი ფასების ინფლაციის მაჩვენებლები, რომლებიც გრძელვადიანი
ინფლაციური წნეხის შეფასებისთვის მნიშვნელოვანია, დაბალ დონეზე ნარჩუნდებოდა.
კერძოდ, საბაზო და მომსახურების ინფლაციამ საშუალოდ, შესაბამისად, 2.2% და 2.7%
შეადგინა.
2026 წლის დასაწყისში ინფლაციას შემცირების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა ახლო
აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყებამ გლობალური ინფლაციური წნეხი კვლავ
გაზარდა, რამაც, პირველ რიგში, საერთაშორისო ბაზრებზე ენერგორესურსებისა და სხვა
სასაქონლო პროდუქტების ფასების მატება განაპირობა. აღნიშნული ტენდენცია
საქართველოსაც, როგორც ამ პროდუქტების იმპორტიორ ეკონომიკას, გადმოეცა.
შედეგად, იმპორტირებული პროდუქტების ფასების დინამიკა დეფლაციურიდან
ინფლაციური გახდა, რამაც საქართველოში ინფლაციის დაჩქარება განაპირობა. 2026
წლის პირველი რვა თვის საშუალო ინფლაციამ 5.3% შეადგინა. შესაბამისად, ინფლაციის
მიმდინარე მატება დიდწილად მიწოდების მხრიდან მომდინარე ფაქტორებით არის
განპირობებული. როგორც წესი, მონეტარული პოლიტიკა მსგავსი ტიპის შოკებზე არ
რეაგირებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შოკი ინფლაციური მოლოდინების ზრდისა
და ე.წ. „მეორე რაუნდის“ ეფექტების განვითარების რისკს აძლიერებს. სწორედ
აღნიშნული რისკების გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის მაისში გაზარდა
6
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტამდე და მიმდინარე ეტაპზე,
მონეტარული პოლიტიკის ზომიერად მკაცრ პოზიციას ინარჩუნებს.
ამასთან, ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკასთან ერთად, ეკონომიკაში მიმდინარე
სტრუქტურული ცვლილებები ინფლაციური წნეხის შერბილებას უწყობს ხელს. კერძოდ,
მაღალი ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვანწილად ისეთი მაღალპროდუქტიული
სექტორების ზრდას ეფუძნება, როგორებიცაა ინფორმაცია და კომუნიკაცია (ICT),
საფინანსო საქმიანობა და ტრანსპორტი. აღნიშნული სექტორების მაღალი ზრდა ერთი
მხრივ, ეკონომიკის საწარმოო შესაძლებლობების ზრდით ნაწილობრივ აბალანსებს
ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს
უწყობს ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებას, რის შედეგადაც გაცვლითი კურსის
არხი უფრო დისინფლაციური გახდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში გაურკვევლობა მნიშვნელოვნად
გაიზარდა, რაც გლობალურად მიმდინარე არსებით ცვლილებებს, გეოპოლიტიკურ
დაძაბულობასა და საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში (განსაკუთრებით
სატარიფო პოლიტიკის კუთხით) მზარდ ფრაგმენტაციას უკავშირდება. ასეთ პირობებში,
რისკები, რამაც შესაძლოა პროგნოზიდან გადახრა განაპირობოს, მაღალია. თავის მხრივ,
ინფლაციის პროგნოზი ინფლაციის თარგეთირების რეჟიმში მნიშვნელოვან როლს
ასრულებს, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული მონეტარული პოლიტიკის
ოპტიმალური რეაგირება. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის პროგნოზის ჰორიზონტზე
ინფლაციის ზრდის ან შემცირების ტენდენცია იკვეთება, ეროვნული ბანკი სწორედ ამაზე
რეაგირებს მონეტარული პირობების გამკაცრების ან შერბილების გზით. ამ გამოწვევების
ფონზე, ეროვნულმა ბანკმა, 2025 წლის დასაწყისიდან, მონეტარული პოლიტიკის
კომუნიკაციის ახალი, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა დანერგა, რითაც უფრო
გამჭვირვალე გახადა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი და რისკების მართვა
დააფუძნა შესაძლო სცენარების დეტალურ ანალიზს. კერძოდ, მონეტარული პოლიტიკის
გატარებისას,
ეროვნული
ბანკი
რეაგირებს
იმგვარად,
რომ
ნებისმიერი
იდენტიფიცირებადი რისკის რეალიზების შემთხვევაში ეკონომიკური დანაკარგი
მინიმიზებული იყოს. ამით მონეტარული პოლიტიკის გამტარებლებს საშუალება
ეძლევათ უზრუნველყონ ოპტიმალური ბალანსი სხვადასხვა რისკის რეალიზაციის
შედეგებს შორის. აგრეთვე, აღნიშნული ნაბიჯი აუმჯობესებს მონეტარული პოლიტიკის
რეაგირების
გამჭვირვალობასა
და
აღქმადობას,
რაც
მონეტარული
პოლიტიკის
გადაცემის არხების ეფექტურობას აძლიერებს.
ეროვნული ბანკი სცენარებზე დაფუძნებული მიდგომის ფარგლებში განიხილავს სამ
სცენარს, რომლებიც რელევანტურია არსებული გაურკვევლობიდან გამომდინარე:
ცენტრალურ სცენარს, რომელიც მოიცავს მიმდინარე ინფორმაციის ფართო
სპექტრს, დაშვებებს როგორც ეგზოგენური ფაქტორების, ისე ეკონომიკის
გადაცემის მექანიზმების შესახებ და ასახავს მონეტარული პოლიტიკის ისეთ
7
ტრაექტორიას, რომელიც განისაზღვრება პოლიტიკის გამტარებლის მიერ
სხვადასხვა მიმართულებით მოქმედი რისკების გათვალისწინებითა და
დაბალანსებით;
მაღალინფლაციურ
რისკ-სცენარს,
რომელიც
აერთიანებს,
საშუალოდ,
ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო ინფლაციურ რისკებს მონეტარული
პოლიტიკის
საპროგნოზო
ჰორიზონტზე
და,
შესაბამისად,
მოიაზრებს
რომელიც
აერთიანებს,
საშუალოდ,
პოლიტიკის უფრო მკაცრ რეაგირებას;
დაბალინფლაციურ
ცენტრალურ
რისკ-სცენარს,
სცენართან
შედარებით
უფრო
დისინფლაციურ
რისკებს
მონეტარული პოლიტიკის საპროგნოზო ჰორიზონტზე და, შესაბამისად,
მოიაზრებს პოლიტიკის უფრო რბილ რეაგირებას.
ბოლო
პერიოდში
გლობალური
გაურკვევლობის
ერთ-ერთ
მთავარ
წყაროდ
გეოპოლიტიკური ვითარების გამწვავება და საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე
მიმდინარე პროცესები რჩება. ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური ვითარება, 2026
წლის ივნისში დროებითი გაუმჯობესების შემდეგ, კვლავ გაუარესდა, რაც აშშ-სა და
ირანს შორის სამხედრო დაპირისპირების პერიოდულ ესკალაციებში გამოიხატება.
აღნიშნულ მოვლენებს საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე მიწოდების ახალი
შეფერხებები მოჰყვა, რამაც გლობალური მიწოდების შოკი გაახანგრძლივა და ნავთობის
საერთაშორისო ფასებზე ზრდის მიმართულებით ზეწოლა წარმოშვა. თუმცა მიმდინარე
საბაზრო ტენდენციები მიუთითებს, რომ ნავთობის ფასები წინა ესკალაციის პერიოდში
დაფიქსირებულ დონესთან შედარებით დაბალია.
ეროვნული ბანკის ცენტრალური სცენარის მიხედვით, მიმდინარე წელს ეკონომიკური
ზრდის
მთავარ
მამოძრავებლად
კვლავ
მაღალპროდუქტიული,
მომსახურებაზე
ორიენტირებული სექტორები დარჩება, რაც ქვეყნის საწარმოო პოტენციალის ზრდას
უწყობს ხელს. სტრუქტურული ცვლილებების ფონზე, ICT სექტორის მზარდი დინამიკა
ნაწილობრივ სექტორის დაჩქარებულ განვითარებასა და, მათ შორის, ხელოვნურ
ინტელექტთან დაკავშირებულ ტექნოლოგიურ ცვლილებებს ასახავს. შესაბამისად,
ცენტრალური სცენარის მიხედვით, ICT სექტორის ზრდის ტემპი გრძელვადიან
პერიოდში ეტაპობრივად ნორმალიზდება, თუმცა მისი წვლილი ქვეყნის საწარმოო
პოტენციალში კვლავ მნიშვნელოვანი იქნება. ამავდროულად, ახლო აღმოსავლეთში
არსებული
გეოპოლიტიკური
ვითარების
უარყოფითი
გავლენა
საქართველოს
ეკონომიკურ ზრდაზე ძირითადად ტურიზმის არხით გადმოიცემა, თუმცა მას სხვა
ქვეყნებიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები მნიშვნელოვანწილად აბალანსებს.
ამასთან, მომსახურების ექსპორტი და საქონლის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები
კვლავ მაღალ ზრდას შეინარჩუნებს და იმპორტთან შედარებით უფრო სწრაფად
გაიზრდება. შედეგად, 2026 წელს საგარეო მოთხოვნა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ
8
მნიშვნელოვან მამოძრავებელ ფაქტორად დარჩება. საბოლოოდ, ცენტრალური სცენარის
მიხედვით, რეალური მშპ 2026 წლისთვის 6.5%-ით გაიზრდება.
ცენტრალური სცენარის მიხედვით, 2026 წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე
მაღლა ძირითადად ენერგორესურსებით გამოწვეული მიწოდების შოკის გავლენით
შენარჩუნდება. ახლო აღმოსავლეთში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გავლენა
საქართველოს ეკონომიკაზე უმთავრესად ინფლაციის არხით გადმოეცემა. ამასთან,
ენერგორესურსების ფასების ზრდა ინფლაციაზე გავლენას არა მხოლოდ პირდაპირ,
არამედ წარმოების, ტრანსპორტირების და სხვა შუალედური დანახარჯების ზრდის
გზითაც ახდენს. აგრეთვე, ინფლაციური წნეხი ადგილობრივად ელექტროენერგიის
ტარიფის ზრდითაც გაძლიერდა. თავის მხრივ, ენერგორესურსების მაღალი ფასები
კლიმატური პირობების გაუარესებასთან ერთად საერთაშორისო სასურსათო ფასებზე
ზრდის მიმართულებით მოქმედებს. მიუხედავად ამისა, მაღალი საბაზო ეფექტის
გათვალისწინებით და შიდა ბაზარზე არსებული ფაქტორების ფონზე, ადგილობრივი
სურსათის ინფლაცია შემცირების ტენდენციას შეინარჩუნებს.
მიუხედავად მიწოდების შოკისა, ცენტრალური სცენარის მიხედვით, ინფლაციური
პროცესები ყოვლისმომცველი არ იქნება. ერთი მხრივ, ეკონომიკური პოტენციალის
მაღალი ზრდის გამო ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლა
შეზღუდული რჩება. მეორე მხრივ, დოლართან მიმართებით ნომინალური გაცვლითი
კურსი მყარ პოზიციას ინარჩუნებს, რასაც საქართველოს სუვერენული რისკის პრემიის
დაბალ დონეზე შენარჩუნება და ძლიერი საგარეო პოზიცია განაპირობებს. შედეგად,
რეალური
ეფექტური
გაცვლითი
კურსის
არხით,
იმპორტირებული
ინფლაცია
დისინფლაციური პროცესების ხელშემწყობი ფაქტორი იქნება. ნომინალური გაცვლითი
კურსის მყარი პოზიციაც, ჯერ კიდევ მაღალი დოლარიზაციის პირობებში, საბალანსო
უწყისის არხით ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს.
ცენტრალური სცენარის მიხედვით, 2026 წელს მთლიანი ინფლაცია საშუალოდ 5.2%მდე გაიზრდება, თუმცა 2027 წელს კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება და
2.7%-მდე შემცირდება. თავის მხრივ, ინფლაციის მის მიზნობრივ მაჩვენებელთან
დასტაბილურებას, ეგზოგენური შოკის ამოწურვასთან ერთად, მკაცრი მონეტარული
პოლიტიკის შედეგად ნორმალიზებული ერთობლივი მოთხოვნა და ინფლაციური
მოლოდინების სტაბილურობა შეუწყობს ხელს.
9
დიაგრამა №5. წლიური ინფლაცია ცენტრალური სცენარის, მაღალინფლაციური და
დაბალინფლაციური რისკ-სცენარების მიხედვით
9%
8%
მაღალინფლაციური სცენარი
7%
6%
ცენტრალური სცენარი
5%
4%
მიზნობრივი მაჩვენებელი
3%
2%
1%
დაბალინფლაციური სცენარი
2023
2024
2025
2026
2027
2028
კვ2
კვ1
კვ4
კვ3
კვ2
კვ1
კვ4
კვ3
კვ2
კვ1
კვ4
კვ3
კვ2
კვ1
კვ4
კვ3
კვ2
კვ1
კვ4
კვ3
კვ2
კვ1
კვ4
კვ3
კვ2
კვ1
0%
2029
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი, საქსტატი.
გლობალურად მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ეკონომიკური
გაურკვევლობა მაღალია. შესაბამისად, საგულისხმოა ინფლაციაზე, როგორც ზრდის, ისე
შემცირების მიმართულებით მოქმედი რისკები. აქედან გამომდინარე, მონეტარული
პოლიტიკის კომიტეტი განიხილავს როგორც მაღალინფლაციურ, ისე დაბალინფლაციურ
რისკ-სცენარებს და, გადაწყვეტილებაზე მსჯელობისას, ამ სცენარების რეალიზების
პოტენციურ შედეგებს დეტალურად აანალიზებს.
2026 წლის მაისში, მიმდინარე მაკროეკონომიკური გარემოსა და არსებული რისკების
შეფასებისას, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკები უფრო მეტად
გამოიკვეთა. როგორც აღინიშნა, ინფლაციური მოლოდინებისა და მეორე რაუნდის
ეფექტების გაძლიერების რისკის შესამცირებლად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა
განაკვეთი 0.25 პპ-ით 8.25 პროცენტამდე გაზარდა. შემდგომ, ივნისის, ივლისისა და
სექტემბრის
სხდომებზე,
მონეტარული
პოლიტიკის
კომიტეტმა
მონეტარული
პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა. ამასთან, მომატებული ინფლაციური
რისკების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად
მიიჩნია მონეტარული პოლიტიკის მკაცრი პოზიციის შედარებით ხანგრძლივი
პერიოდის განმავლობაში შენარჩუნება.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება
განახლებულ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებსა და რისკების ანალიზზე.
კერძოდ, ვინაიდან საქართველო მცირე ზომის, ღია ტიპის ეკონომიკაა, ჯერ კიდევ
10
მაღალი
დოლარიზაციის
დონით,
ის
მოწყვლადია
საგარეო
შოკების
მიმართ.
შესაბამისად, ინფლაციისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მოსალოდნელი
დინამიკა დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება
გლობალური ეკონომიკური მდგომარეობა და გეოპოლიტიკური ვითარება.
დიაგრამა №6. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ცენტრალური სცენარის,
მაღალინფლაციური და დაბალინფლაციური რისკ-სცენარების მიხედვით
12%
11%
10%
მაღალინფლაციური სცენარი
ცენტრალური
სცენარი
9%
8%
7%
დაბალინფლაციური სცენარი
6%
2023
2024
2025
2026
2027
2028
კვ2
კვ1
კვ4
კვ3
კვ2
კვ1
კვ4
კვ3
კვ2
კვ1
კვ4
კვ3
კვ2
კვ1
კვ4
კვ3
კვ2
კვ1
კვ4
კვ3
კვ2
კვ1
კვ4
კვ3
კვ2
კვ1
5%
2029
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მომდევნო სამი წლის განმავლობაში, შესაძლო არაპროგნოზირებადი შოკების
კატეგორიას განეკუთვნება გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან მომდინარე რისკები.
გლობალურად მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, მაღალი გაურკვევლობა
ნარჩუნდება
საერთაშორისო
ბაზრებზე
ნედლეულის
ფასების
მოსალოდნელი
ტენდენციების გარშემო. შესაბამისად, რისკის მატარებელია ენერგომატარებლებსა და
სურსათის ნედლეულზე ფასების, ასევე ტრანსპორტირების ღირებულების ცვლილება,
რეგულირებადი ფასების ცვლილება, განვითარებული ქვეყნების ცენტრალური ბანკების
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან/და მკაცრი მონეტარული მდგომარეობის
მოსალოდნელზე ხანგრძლივად შენარჩუნება და სხვა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ
რისკები შესაძლოა, მიმართული იყოს ფასების როგორც ზრდის, ასევე შემცირებისაკენ.
მცირე ღია ეკონომიკის მქონე ტიპის ქვეყნის შემთხვევაში, როგორიც საქართველოა,
მონეტარული
მნიშვნელოვანია,
პოლიტიკის
რათა
ინფლაციის
მონეტარული
თარგეთირების
პოლიტიკის
11
რეჟიმის
რეაგირება
არსებობა
საქართველოს
ეკონომიკური
ციკლების
შესაბამისად
წარიმართოს
და
მაქსიმალურად
იქნეს
შენელებული ბიზნეს ციკლით გამოწვეული ეკონომიკური მერყეობა. შედეგად,
ინფლაცია და დასაქმება უფრო სტაბილურია, რაც გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა
და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების წინაპირობაა. ამავდროულად, ქვეყანაში
პროდუქტიულობის
ზრდისა
და
შედეგად,
გრძელვადიანი
ეკონომიკური
განვითარებისთვის აუცილებელია კაპიტალის თავისუფალი მობილობა. ეს ორი პირობა
კი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის არსებობას მოითხოვს. გაცვლითი კურსი
შოკების შთანთქმის ფუნქციას ასრულებს, რამდენადაც, უარყოფითი საგარეო შოკის
შემთხვევაში,
გაცვლითი
კურსის
ცვლილება
ქვეყნის
კონკურენტუნარიანობას
ინარჩუნებს და ამ გზით ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე აღნიშნული შოკის
გავლენას ასუსტებს.
მცურავი გაცვლითი კურსის ჩარჩოს პირობებში სავალუტო ინტერვენცია ძირითადი
ინსტრუმენტი არ არის, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, ის მაინც გამოიყენება, როგორც
პოლიტიკის დამატებითი ინსტრუმენტი. ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციების
რამდენიმე ინსტრუმენტს იყენებს: (ა) წესებზე დაფუძნებულ ინტერვენციას, რომელსაც
ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვებისა და გაცვლითი
კურსის ჭარბი მერყეობის შერბილებისთვის ახორციელებს და (ბ) დისკრეციულ
ინტერვენციას, რომელსაც სავალუტო ბაზრის პირობების გაუარესების შემთხვევაში
(მაგალითად, კაპიტალის ნაკადების დროებით მომატებული მერყეობისას) იყენებს.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის
მნიშვნელოვანი
გარანტორია.
სწორედ
ამიტომ
ეროვნული
ბანკი
ყოველთვის
კონცენტრირებულია რეზერვების დაგროვებასა და მის ეფექტიან მართვაზე. სავალუტო
ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, 2025-2026 წლებში
ეროვნული ბანკი აქტიურად ახორციელებდა საერთაშორისო რეზერვების შევსებას.
როგორც აღინიშნა, 2025 წელს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა უცხოური
ვალუტის წმინდა შესყიდვებმა 2.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2026 წლის
პირველ 8 თვეში წმინდა შესყიდვების მოცულობამ უკვე გადააჭარბა 2025 წლის მთლიან
მაჩვენებელს და 3.1 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, 2026 წლის აგვისტოს
მდგომარეობით, მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
და 8.14 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის
რეზერვების ადეკვატურობის (ARA) მაჩვენებელმა 128.3% შეადგინა. რეზერვების
მოცულობის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია მათი ეფექტიანი მართვა და
დივერსიფიკაცია. ამ მიზნით, საერთაშორისო სარეზერვო აქტივებში მონეტარული
ოქროს დამატება ეროვნული ბანკის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც
გლობალური
ინფლაციური
რისკებისგან
რეზერვების
მსყიდველობითუნარიანობის შენარჩუნებას ემსახურება.
12
დაცვასა
და
მათი
მონეტარული
პოლიტიკის
ეკონომიკაზე
გადაცემის
გაძლიერებისათვის
და
ფინანსური სტაბილურობის გასამყარებლად ეროვნული ბანკი აქტიურად აგრძელებს
ლარიზაციის ღონისძიებებს. 2025 წელს ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტის
არაჰეჯირებული სესხების ლიმიტი ეტაპობრივად გაზარდა: პირველი იანვრიდან 500,000
ლარამდე, ხოლო პირველი აგვისტოდან 750,000 ლარამდე. 2026 წლის პირველი
ივლისიდან აღნიშნული ლიმიტი დამატებით, 1 მლნ ლარამდე გაიზარდა. როგორც
მოსალოდნელი იყო, გატარებული ღონისძიებების შედეგად სესხების ლარიზაცია
გაიზარდა. 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, მთლიანი სესხების პორტფელის 58.8
პროცენტი ლარშია (იხ. დიაგრამა №7). განსაკუთრებით აღსანიშნავია ფიზიკური პირების
სესხების ლარიზაციის მაღალი დონე. კერძოდ, ფიზიკური პირების სესხების 79.5
პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. მიუხედავად ამ პოზიტიური
ტენდენციებისა, დოლარიზაცია
კვლავ მაღალია
და საქართველოს ეკონომიკის
გამოწვევად რჩება. ამდენად, ეროვნული ბანკი დოლარიზაციის დინამიკას მუდმივად
აანალიზებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ღონისძიებებს ატარებს, რაც არა
მხოლოდ ცალკეული მსესხებლების სავალუტო და მასთან დაკავშირებულ საკრედიტო
რისკებს ამცირებს, არამედ ასევე ხელს უწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას.
დიაგრამა №7 მთლიანი სესხებისა და დეპოზიტების დოლარიზაცია
დოლარიზაცია
90%
80%
70%
60%
მთლიანი
დეპოზიტები
43.2%
50%
სესხები
41.2%
40%
30%
აგვ-08
აპრ-09
დეკ-09
აგვ-10
აპრ-11
დეკ-11
აგვ-12
აპრ-13
დეკ-13
აგვ-14
აპრ-15
დეკ-15
აგვ-16
აპრ-17
დეკ-17
აგვ-18
აპრ-19
დეკ-19
აგვ-20
აპრ-21
დეკ-21
აგვ-22
აპრ-23
დეკ-23
აგვ-24
აპრ-25
დეკ-25
აგვ-26
20%
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ფასების
სტაბილურობის
უზრუნველყოფითა
და
ეკონომიკაში
მიმდინარე
სტრუქტურული ცვლილებების ფონზე ლარის მიმართ ნდობა იზრდება, რაზეც საბანკო
სექტორის დეპოზიტების ლარიზაციის ტენდენციები მიუთითებს. 2026 წლის აგვისტოს
მდგომარეობით, მთლიანი დეპოზიტების 56.8 პროცენტი ეროვნული ვალუტაშია
13
დენომინირებული, ხოლო რეზიდენტების დეპოზიტების 63.0 პროცენტი ლარშია (იხ.
დიაგრამები №7 და №8).
დიაგრამა №8 დოლარიზაციის დინამიკა
100%
90%
იურიდიული
პირების სესხები
66.7%
80%
70%
ფიზიკური
პირების
დეპოზიტები
57.8%
რეზიდენტების
დეპოზიტები
37.0%
იურიდიული
პირების
დეპოზიტები
34.1%
60%
50%
40%
30%
20%
აგვ-26
აგვ-25
აგვ-24
აგვ-23
აგვ-22
აგვ-21
აგვ-20
აგვ-19
აგვ-18
აგვ-17
აგვ-16
აგვ-15
აგვ-14
აგვ-13
აგვ-12
აგვ-11
აგვ-10
აგვ-09
აგვ-08
10%
ფიზიკური
პირების სესხები
20.5%
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის ეფექტურობას გარკვეულწილად დოლარიზაცია
ამცირებს. დოლარიზაცია საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
გამოწვევაა. მაღალი დოლარიზაცია, ვალუტის კურსის მერყეობისადმი მოწყვლადობის
ზრდასა
და
მონეტარული
პოლიტიკის
ეფექტიანობის
შეზღუდვასთან
ერთად,
ფინანსური სტაბილურობის რისკებსაც შეიცავს. გარდა ამისა, ის ქვეყნის რისკიანობაზეც
აისახება და საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესებას უშლის ხელს.
ეროვნულ ბანკს მიაჩნია, რომ ზემოთ წარმოდგენილი ფულად–საკრედიტო და
სავალუტო პოლიტიკა უზრუნველყოფს ფასების სტაბილურობას საშუალოვადიან
პერიოდში. შესაბამისად,
ის
გაზრდის
საქართველოს
ეკონომიკის
მდგრადობას
პოტენციური შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტაბილურ და
გრძელვადიან ზრდას.
14