საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის – საქართველოს კანონის პროექტის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისი თანამდევი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (№07-2/312; 13.02.2019) საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 ოქტომბრის №2312 განკარგულების შესაბამისად გამოთხოვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-10-05
ბიუროს ნომერი 166
📜 ტექსტი
წერილი
*GOV42600033284*
GOV 4 26 00033284
01/10/2026
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
როგორც თქვენთვის ცნობილია, 2019 წლის 13 თებერვალს საქართველოს მთავრობის
საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარმოედგინა
საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, (№5700; 13.02.2019; საქართველოს პარლამენტში
რეგისტრაციის №07-2/312/9; 13.02.2019).
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 96-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული
კანონპროექტების საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვის შესახებ. აღნიშნული
გარემოება გამოწვეულია საკანონმდებლო ინიციატივის საქართველოს პარლამენტში
წარმოდგენის შემდგომ სისხლის სამართლის მოქმედი კანონმდებლობისა და სასამართლო
პრაქტიკის სიღრმისეული ანალიზის შედეგად იმ გარემოების დადასტურებით, რომ
არსებული სამართლებრივი მექანიზმები უზრუნველყოფს დავების გადაწყვეტის პროცესის
ჯეროვან დაცვას, რის გამოც ახალი ქმედების კრიმინალიზაციისა და დამატებითი
საკანონმდებლო რეგულირების შემოღების აუცილებლობა არ არსებობს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს პარლამენტიდან
საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი
კანონპროექტების გამოთხოვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1
ოქტომბრის№ 2312 განკარგულების შესაბამისად, გამოვითხოვთ საქართველოს მთავრობის
საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ
საქართველოს კანონების პროექტებს: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, (№5700; 13.02.2019; საქართველოს პარლამენტში
რეგისტრაციის №07-2/312/9; 13.02.2019).
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი
ვახტანგ ბაჩიაშვილი