საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა კანონპროექტების განხილვის ვადების 6 თვით გაგრძელების შესახებ: ა) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტები (№07-2/268; 06.04.2023); ბ) „სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის 30 ივნისის კონვენცია და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტები (№07-2/190; 10.10.2022); გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი პროექტები (№07-2/213; 16.11.2022); დ) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (№07-2/259; 15.03.2023). ე) „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (№318/3-XIმპ, 13.05.2026).

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.10.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-13151/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (363 KB) 📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (392 KB) 📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (378 KB) 📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (357 KB) 📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (342 KB) 📄 წერილი (95 KB)

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-10-05
ბიუროს ნომერი 166

📜 ტექსტი

წერილი
2-13151/26 05-10-2026 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და საკითხების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 6 თვით წინა მოწვევის საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილ იმ კანონპროექტებზე, რომელთა განხილვის პროცედურის გაგრძელება საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 13 დეკემბრის დადგენილებით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, კერძოდ: - საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/268; 06.04.2023); - „სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის 30 ივნისის კონვენციასთან ერთად წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: საქართველოს კანონების პროექტები: „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/190; 10.10.2022); - საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და იმავე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები (N072/213; 16.11.2022); საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/259; 15.03.2023); ამასთანავე, ვადების დაცვისა და საკითხების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 6 თვით იმ კანონპროექტზე, რომლიც საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2026 წლის 18 თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge მაისის გადაწყვეტილებებით განსახილველად გადმოეცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს: - საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№318/3-XIმპ, 13.05.2026). პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე