საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების (№363/6-XIმპ, 09.09.2026) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-10-12
ბიუროს ნომერი 167
📜 ტექსტი
წერილი
2-13201/26
05-10-2026
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მ.წ. 5 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა
მოგვმართა თხოვნით მათთვის სავალდებულოდ განსახილველად გადაცემული
საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს
მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“
შეთანხმების (№363/6-XIმპ, 09.09.2026) განხილვის ვადის გადაწევის შესახებ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, გთხოვთ, უზრუნველყოთ
აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონების პროექტების
განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით.
დანართი: 1 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
შოთა ბერეკაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
დანართი
2-13192/26
05-10-2026
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით (№157/1-XIმპ)
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა
საერთაშორისო ხელშეკრულება „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის
რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ (N363/6-XIმპ,
09.09.2026). აღნიშნული საკითხის სავალდებულო წესით განხილვის ბოლო ვადად
განსაზღვრულია მიმდინარე წლის 5 ოქტომბერი.
მოგმართავთ თხოვნით უზრუნველყოთ აღნიშნული საკითხის განხილვის
ვადების გაგრძელება 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნიკოლოზ სამხარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge