საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციის ალბანეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ (2026 წლის 27-29 სექტემბერი) ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-10-12
ბიუროს ნომერი 167
📜 ტექსტი
წერილი
2-13610/26
12-10-2026
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 216-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად,
წარმოგიდგენთ 2026 წლის 27-28 სექტემბერს ალბანეთის რესპუბლიკაში საქართველოს
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციის სამსახურებრივი
ვიზიტის შესახებ ანგარიშს.
დანართი: 3 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ლევან მახაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზ. № 8 საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679, ელ-ფოსტა contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი
ქ. ტირანაში, ალბანეთის რესპუბლიკაში
2026 წლის 27 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით ალბანეთის რესპუბლიკას
სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ:
თორნიკე ფაღავა - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
გიორგი ჩაკვეტაძე - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი და განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
გიორგი გერგაული - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი.
27-28 სექტემბერს, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ალბანეთის პარლამენტის
ორგანიზებით გაიმართა საპარლამენტთაშორისო კონფერენცია - „ევროკავშირის
გაფართოება: ევროპის მომავლის სტრატეგიული დღის წესრიგი“, რომელშიც
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარის
მოწვევით მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციაში მონაწილეობდა ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების
დაახლოებით 30 საპარლამენტო დელეგაცია, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებისა და
ალბანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით
მიმართეს ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ და ალბანეთის პარლამენტის
თავმჯდომარე ნიკო პელეშმა.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა
საპარლამენტთაშორისო დიალოგში მონაწილეობა, ევროკავშირის გაფართოების
პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოცდილებისა და მოსაზრებების გაზიარება და
საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესისა და ამ
მიმართულებით არსებული ვითარების საერთაშორისო საპარლამენტო ფორმატში
წარმოჩენა.
საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ევროპასთან
ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავამ ყურადღება
გაამახვილა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის აქტუალურ საკითხებზე,
მათ
შორის,
ევროკავშირის
გაფართოების
პროცესისა
და
უსაფრთხოების
ურთიერთკავშირზე,
საქართველოს
მიერ
ასოცირების
შეთანხმებით
ნაკისრი
ვალდებულებების შესრულებასა და ევროკავშირთან დიალოგის შენარჩუნების
მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოება მხოლოდ ტექნიკური და
ინსტიტუციური პროცესი არ არის და იგი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების
მნიშვნელოვანი საშუალებაა.
თორნიკე ფაღავამ ისაუბრა საქართველოს მიზანზე 2028 წლისთვის ასოცირების
შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების 90%-ზე მეტის შესრულების შესახებ და ხაზი
გაუსვა გაფართოების პროცესის დამსახურებაზე დაფუძნებულ მიდგომას. ამასთან,
ყურადღება გაამახვილა ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის შენარჩუნების
აუცილებლობაზე და აღინიშნა, რომ არსებული სირთულეების პირობებში
ურთიერთობების შემდგომ განვითარებას სჭირდება მეტი დიალოგი და არა იზოლაცია.
ასევე, კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე,
რომელმაც ყურადღება გაამახვილა პარლამენტების როლზე ევროინტეგრაციის პროცესში
და საპარლამენტო დიალოგის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, პოლიტიკური
განსხვავებები და ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული სირთულეები
დიალოგის შეწყვეტის საფუძველი არ უნდა გახდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა
და ევროკავშირს შორის ნდობის აღდგენა და სრულფასოვანი დიალოგის განახლება
საერთო ინტერესს წარმოადგენს.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის წევრებმა ორმხრივი შეხვედრები
გამართეს ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების
წარმომადგენლებთან.
შეხვედრები გაიმართა:
•
ალბანეთი:
იგლი ჰასანი (ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე);
ბორა მუქშაქი (ევროპასთან კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე);
•
ხორვატია:
ანდრო კრსტულოვიჩ
თავმჯდომარე);
•
ოპარა
(საგარეო
ურთიერთობათა
კომიტეტის
კვიპროსი:
იორგოს კარულასი (ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე);
•
ლიეტუვა:
რასა ბუდბერგიტე (სეიმის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე);
•
მალტა:
ჯონ გრეჩი (საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე);
•
პოლონეთი:
ტომაშ
გლოგოვსკი
(სეიმის
ევროპულ
საქმეთა
კომიტეტის
წარმომადგენელი);
გაბრიელა მორავსკა-სტანეცკა (სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის
წარმომადგენელი);
•
მონტენეგრო:
იოვან სუბოტიჩი (ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილე);
•
თურქეთი:
ბურჰან კაიათურქი (ეროვნული ასამბლეის ევროკავშირთან ჰარმონიზაციის
კომიტეტის თავმჯდომარე).
ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოს ევროპული
ინტეგრაციის პროცესი, ევროკავშირთან ურთიერთობები, რეგიონული უსაფრთხოებისა
და სტაბილურობის საკითხები და სამომავლოდ საპარლამენტო თანამშრომლობის
გაღრმავების შესაძლებლობები.