„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-10-12
ბიუროს ნომერი 167
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ)
ფულის
ნიშნები
–
ეროვნული
ბანკისა
და
უცხო
სახელმწიფოს
კანონმდებლობით გადახდის კანონიერი საშუალების ემისიაზე უფლებამოსილი
დაწესებულების მიერ გადახდის კანონიერი საშუალებების სახით, მათ შორის
ციფრული ფორმით, გამოშვებული ბანკნოტები, მონეტები.“.
ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ემისია – ლარის, მათ შორის ციფრული ფორმით, ბანკნოტებისა და მონეტების ან
ფასიანი ქაღალდების მიმოქცევაში გაშვება;“.
2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები არიან საქართველოს ან უცხო ქვეყნის
მოქალაქეები,
გამორჩეული
ფინანსების,
ინფორმაციული
პატიოსნებით,
პროფესიონალები
ტექნოლოგიების ან
სხვა
ეკონომიკის,
შესაბამის დარგში.
ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში სხვა შესაბამისი დარგის (გარდა
ეკონომიკისა
და
ფინანსებისა)
პროფესიონალთა
რაოდენობა
არ
უნდა
აღემატებოდეს ორს. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს უნდა გააჩნდეს ამ პუნქტით
გათვალისწინებული სპეციალობით საქმიანობის არანაკლებ 10 წლის სამუშაო
გამოცდილება.”.
3. მე-9 მუხლის „თ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ2“
ქვეპუნქტი:
„თ2) მიიღოს გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის
კომიტეტის წევრად დარგის ექსპერტის მოწვევის შესახებ.
განსაზღვროს
აღნიშნული ექსპერტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მისი შერჩევის წესი და
შრომის ანაზღაურების ოდენობა.“.
4. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას
ასრულებს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების
განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს
ავალებს.
თუ
ეროვნული
ბანკის
საბჭო,
პირველი
ვიცე-პრეზიდენტის
მიერ
უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ფაქტის დადასტურებიდან
1 თვის განმავლობაში არ დააკისრებს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას
ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს, ამ ვადის ამოწურვისთანავე ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს ის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც უფრო
ადრე გახდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.“.
5. მე-17 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბრძანებით ქმნის ეროვნული ბანკის
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის
წევრები არიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ვიცე-
პრეზიდენტები და ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების
ხელმძღვანელები.
ეროვნული
ბანკის
პრეზიდენტის
გადაწყვეტილებით,
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრები შეიძლება იყვნენ ეროვნული ბანკის
სხვა თანამშრომლები და მოწვეული პირები. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის
წევრი, ასევე შეიძლება იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით
მოწვეული დარგის ექსპერტი.“;
ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“
ქვეპუნქტი:
„ვ)
მიიღოს
გადაწყვეტილება
ამ
კანონით
მისი
უფლებამოსილებისთვის
მიკუთვნებულ საკითხებზე.“.
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი რეკომენდაციას აწვდის ეროვნული ბანკის
პრეზიდენტს,
ეროვნული
ბანკის
პირველ
ვიცე-პრეზიდენტსა
და
ვიცე-
პრეზიდენტებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხს აყენებს
კენჭისყრაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი,
ეროვნული
ბანკის
პირველი
ვიცე-პრეზიდენტი
და
ვიცე-პრეზიდენტები.
გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს, კენჭისყრაში
მონაწილეობის უფლების მქონე პირთა უმრავლესობა. ხმების თანაბრად გაყოფის
შემთხვევაში, გადამწყვეტია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხმა.“.6. მე-20
მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეროვნული ბანკის საბჭოს მოქმედ და ყოფილ წევრებს, ეროვნული ბანკის
თანამშრომელს, ამ კანონის მე-9 მუხლის „თ2“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვეულ
ექსპერტს
და
აუდიტორს
არ
აქვთ
კონფიდენციალურ
ინფორმაციასთან
არაუფლებამოსილი პირის დაშვების უფლება, აგრეთვე უფლება − გათქვან,
გაავრცელონ ან პირადი სარგებლობისათვის გამოიყენონ ასეთი ინფორმაცია.“.
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს,
ეროვნული ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს, რომელიც ამ
კანონის საფუძველზე ახორციელებს საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ან
რეზოლუციას ან ლიკვიდაციას, ასევე ამ კანონის მე-9 მუხლის „თ2“ ქვეპუნქტის
საფუძველზე მოწვეულ ექსპერტს უფლება არა აქვთ, იყვნენ საფინანსო სექტორის
წარმომადგენლის
ან
მასთან
დაკავშირებული
თანამშრომლები,
წილის
პირდაპირი
სამეთვალყურეო
საბჭოს
ან
ან
იურიდიული
არაპირდაპირი
დირექტორატის
წევრები.
პირის
მფლობელები
ეროვნული
ან
ბანკის
სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი შეიძლება დაინიშნოს დროებით
ადმინისტრატორად, ლიკვიდატორად ან სპეციალურ მმართველად, აგრეთვე
„იპოთეკით
დაცული
ობლიგაციების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
განსაზღვრულ პროგრამის ადმინისტრატორად ან პროგრამის ლიკვიდატორად. თუ
ეროვნული ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის, რომელიც ამ
კანონის საფუძველზე ახორციელებს საფინანსო სექტორის საზედამხედველო
უფლებამოსილებას ან სარეზოლუციო უფლებამოსილებებს, ოჯახის წევრი ან
ახლო ნათესავი არის ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ან რეგულირების ქვეშ
მყოფი პირის ან მასთან დაკავშირებული სხვა პირის 10 პროცენტზე მეტი წილის
მფლობელი ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი, მან ამის შესახებ
წერილობითი განაცხადი უნდა წარუდგინოს ეროვნულ ბანკს მის მიერ დადგენილი
წესით. მას ასევე უფლება არა აქვს, მონაწილეობა მიიღოს ასეთ პირთან
დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტაში. ეროვნული ბანკის თანამშრომელს არ
შეიძლება დაევალოს იმ პირის ზედამხედველობა ან რეზოლუცია, რომლის წილის
მფლობელი ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი არის მისი ოჯახის
წევრი ან ახლო ნათესავი.“.
7. 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში გაშვებული ან რეალიზებული ლარის, მათ
შორის ციფრული, ბანკნოტები და მონეტები, არის ეროვნული ბანკის უპირობო
ვალდებულება ნომინალური ღირებულებით, გარდა იმ ბანკნოტებისა და
მონეტებისა,
რომლებიც
ამოღებულია
მიმოქცევიდან
ან/და
განეკუთვნება
ნუმიზმატიკურ ფასეულობას.“.
8. 35-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს, როგორც მიმოქცევისათვის, ისე საკოლექციო
ან/და სხვა საჭიროებისათვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტების, მონეტებისა და
მათი ციფრული ვერსიის დამზადებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მათი
ემისიის უფლება. ლარის ბანკნოტებსა და მონეტებზე, ასევე მის ციფრულ ვერსიაზე
საავტორო უფლებების მფლობელია ეროვნული ბანკი.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ლარის ბანკნოტების, მონეტების ან/და მათი ციფრული ვერსიის ემისია
უშუალოდ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად
აკრძალულია.“.
9. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 38. ფულის ნიშნების მარაგი და ემისიის გეგმა
ეროვნული ბანკი უშუალოდ აკონტროლებს ნაღდი და ციფრული ფულის მარაგს,
ადგენს მისი ემისიის გეგმას, უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკას ლარის
ბანკნოტებითა და მონეტებით.“.
10. 642 მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8.
დავების
განმხილველი
კომისიის
გადაწყვეტილება
საჩივრდება
მისი
ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო
სასამართლოს
ადმინისტრაციულ
საქმეთა
კოლეგიაში.
კომისიის
გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრზე არ ვრცელდება ამ კანონის
პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, „საქართველოს ეროვნული
ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით
დადგენილი
მოთხოვნები
(სამუშაო
გამოცდილების
ხანგრძლივობის,
სპეციალიზაციისა და დარგობრივი კვოტის შესახებ) მისი უფლებამოსილების
ვადის
ამოწურვამდე
ან
საბჭოს
წევრის
უფლებამოსილების
სხვაგვარად
შეწყვეტამდე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი