N 508 - 19/11/2025 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 19.11.2025
№ დოკუმენტი 508
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №508

2025 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, III, №33, 31/03/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების:

ა) 11 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო „სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 42 გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასურისგან.“;

 

ბ) 19 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-3, 331, 35-ე, მე-40, 78-ე − 783, 79-ე − 793, 133-ე, 134-ე, 136-ე − 141-ე, 146-ე − 149-ე, 160-ე − 168-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისგან თავისუფლდება პირი, თუ იგი, ამ მომსახურების გაწევის მოთხოვნით, სსიპ − შემოსავლების სამსახურს განცხადებას წარუდგენს ელექტრონული ფორმით ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.“;

 

ბ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. „სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 142-ე − 1431 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც დისტანციური არხებით არ არის შესაძლებელი მომსახურების მიღება.“.

 

2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:

ა) 41 გრაფა ამოღებულ იქნეს;

ბ) 41 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 42 გრაფა:

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1763617644695 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }

„42

ერთ პირზე, ერთი მოთხოვნის საფუძველზე, სსიპ − შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოდან დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ის/ინფორმაციის გამოთხოვა (გარდა იმ დოკუმენტებისა, რომელთა გამოთხოვაზეც ამავე დადგენილებით განსაზღვრულია საფასური)

10 სამუშაო დღე

30 ლარი“;

 

გ) 33-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 331 გრაფა:

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1763617664646 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }„331

პირის სახელზე გაცემული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის შესახებ ინფორმაციის ცნობის სახით გაცემა

1 სამუშაო დღე

20 ლარი“;

 

დ) 140-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1401 გრაფა:

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1763617688687 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }„1401

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატის აღდგენა

1 სამუშაო დღე

50 ლარი“;

 

ე) 143-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1431 გრაფა:

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1763617707230 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }„1431

სსიპ − შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის (eservices.rs.ge) პირველადი აქტივაციისთვის მომართვა, მომსახურების გაწევის ადგილზე ვიზიტით

1 სამუშაო დღე

20 ლარი“;

 

ვ) 144-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1441 და 1442 გრაფები:

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1763617724583 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }„1441

გაერთიანება, ამხანაგობა და სხვა მსგავსი წარმონაქმნის სააღრიცხვო მონაცემ(ებ)ის ცვლილება

10 სამუშაო დღე

100 ლარი

 

1442

გაერთიანება, ამხანაგობა და სხვა მსგავსი წარმონაქმნის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმება

1 თვე

100 ლარი“;

 

ზ) 145-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1451 და 1452 გრაფები:

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1763617740336 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }„1451

უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის, მისი მუდმივი დაწესებულების ან მართვის ადგილის გადმოტანისას სააღრიცხვო მონაცემის ცვლილება

10 სამუშაო დღე

100 ლარი

 

1452

უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის, მისი მუდმივი დაწესებულების ან მართვის ადგილის გადმოტანისას საგადასახადო აღრიცხვის გაუქმება

1 თვე

100 ლარი“;

 

თ) 159-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 160-ე − 168-ე გრაფები:

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1763617758095 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }„160

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის აქტივობის მაჩვენებლის სტატუსის შესახებ ინფორმაციის ცნობის სახით გაცემა

1 სამუშაო დღე

20 ლარი

 

161

გადასახადების ერთიან სახაზინო კოდზე გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაციის ცნობის სახით გაცემა

1 სამუშაო დღე

20 ლარი

 

162

საკონტროლო-სალარო აპარატების ფისკალურ მეხსიერებაში დაფიქსირებული ბრუნვის შესახებ ინფორმაციის ცნობის სახით გაცემა

1 სამუშაო დღე

20 ლარი

 

163

რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატების შესახებ ინფორმაციის ცნობის სახით გაცემა

1 სამუშაო დღე

20 ლარი

 

164

საგადასახადო აგენტის მიერ შემოსავლის მიმღებზე განხორციელებული განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის ცნობის სახით გაცემა

1 სამუშაო დღე

50 ლარი

 

165

გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი (მათ შორის, გათავისუფლებული) ოპერაციის თანხების შესახებ ინფორმაციის ცნობის სახით გაცემა

1 სამუშაო დღე

30 ლარი

 

166

დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის ცნობის სახით გაცემა

1 სამუშაო დღე

30 ლარი

 

167

გადასახადების ერთიან სახაზინო კოდზე გადახდილი თანხების (რომელიც არ არის ასახული) გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა/გადატანა

10 სამუშაო დღე

30 ლარი

 

168

სსიპ − შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასურების აღრიცხვის ბარათის კორექტირება/ასახვა/ გადატანა

10 სამუშაო დღე

30 ლარი.“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 22 დეკემბრიდან.

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე