გადაწყვეტილება №20153/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20153/2/2023
15.08.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------ის“ (ს/ნ --------------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,20.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------ის“ს 3.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20153/2/2023).
დავის საგანი:
საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტებში არასწორი მონაცემების არსებობისას იმპორტის გადასახდელების შემცირებისთვის დაკისრებული ჯარიმა და იმპორტის შესაბამისი გადასახდელების დარიცხვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 17.03.2023 წლის №056-13 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.05.2023 წლის №10999 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 107 300,31 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 41 818
ჯარიმა - 41 818
საურავი - 23 664,31
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საბაჟო დეპარტამენტის 17.02.2023 წლის №297 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივნის №11116/C464 (17.01.2020 წ.), №11116/C624 (21.01.2020 წ.), №11111/C9589 (31.01.2020 წ.), №11111/C11533 (5.02.2020 წ.) საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება, აღნიშნული საბაჟო დეკლარაციებით იმპორტირებული საქონლის მონაცემებსა და იგივე საქონლის ------ში შესაბამის ექსპორტის საბაჟო დეკლარაციების საბაჟო ღირებულებებს შორის არსებულ სხვაობასთან დაკავშირებით. შემოწმების შედეგები აისახა საბაჟო დეპარტამენტის №25-21-10 (27.02.2023 წ.) საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივნის მიერ:
№11116/C464 (17.01.2020 წ.) განხორციელებული იმპორტის საბაჟო დეკლარაციით, „-----სი“ მიწოდების პირობით, საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 19 523,76 ლარს, ხოლო -----დან იმავე საქონლის ექსპორტისას, მოწოდებული №------- (15.01.2020 წ.) ექსპორტის დეკლარაციის მიხედვით, “------------ი“ მიწოდების პირობით, საქონლის ღირებულება შეადგენს 78 404,96 ლარს;
№11116/C624 (21.01.2020 წ.) იმპორტის საბაჟო დეკლარაციით, „-------სი“ მიწოდების პირობით, საქონლის ღირებულება შეადგენს 20548,97 ლარს, ხოლო -------დან იმავე საქონლის ექსპორტისას, მოწოდებული №----------- (18.01.2020 წ.) ექსპორტის დეკლარაციის მიხედვით, “-------------ი“ მიწოდების პირობით, საქონლის ღირებულება შეადგენს 82 251,53 ლარს;
№11111/C9589 (31.01.2020 წ.) იმპორტის საბაჟო დეკლარაციით, „---------სი“ მიწოდების პირობით, საქონლის ღირებულება შეადგენს 16 740,34 ლარს, ხოლო -------დან იმავე საქონლის ექსპორტისას, მოწოდებული №--------- (28.01.2020 წ.) ექსპორტის დეკლარაციის მიხედვით, “------ი“ მიწოდების პირობით, საქონლის ღირებულება შეადგენს 66 587,37 ლარს;
№11111/C11533 (05.02.2020 წ.) იმპორტის საბაჟო დეკლარაციით, „------სი“ მიწოდების პირობით, საქონლის ღირებულება შეადგენს 15783,14 ლარს, ხოლო ------დან იმავე საქონლის ექსპორტისას, მოწოდებული №------- (03.02.2020 წ.) ექსპორტის დეკლარაციის მიხედვით, “-------ი“ მიწოდების პირობით, საქონლის ღირებულება შეადგენს 63 074,59 ლარს.
№11116/C464 (17.01.2020 წ.), №11116/C624 (21.01.2020 წ.), №11111/C9589 (31.01.2020 წ.), №11111/C11533 (05.02.2020 წ.) საბაჟო დეკლარაციების გაფორმებისას წარმოდგენილი ინვოისებისა და დეკლარაციის თანმხლები დოკუმენტების მიხედვით, მიწოდების პირობაა „---------სი“, ---------ის საბაჟო სამსახურიდან მიღებული შესაბამისი ექსპორტის ამსახველი №-------- (15.01.2020 წ.), №------- (18.01.2020 წ.), №-------- (28.01.2020 წ.), №------ (03.02.2020 წ.) დეკლარაციების თანახმად კი - „-------ი“. მიღებული დოკუმენტებიდან გამომდინარე, შეუძლებელია საქონლის ტრანსპორტირების ხარჯის განსაზღვრა. ვინაიდან, ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულება საქონლის საბაჟო ღირებულების შემადგენელი ელემენტია, განხორციელდა შემოსავლების სამსახურში არსებული ერთიანი ელექტრონული სისტემის ბაზური მონაცემების გამოყენებით მისი განსაზღვრა და შეადგინა 4 787 ლარი.
მოპოვებული ინფორმაციისა და საბაჟო დეპარტამენტის ხელთ არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მომჩივანს ხსენებულ საბაჟო დეკლარაციებში საქონლის საბაჟო ღირებულება შემცირებული აქვს ჯამში 236 870,2 ლარის ოდენობით, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის, კერძოდ, დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირება.
შემოწმების აქტის საფუძველზე, მომჩივანს, №11116/C464 (17.01.2020 წ.), №11116/C624 (21.01.2020 წ.), №11111/C9589 (31.01.2020 წ.) და №11111/C11533 (05.02.2020 წ.) საბაჟო დეკლარაციებზე დამატებით დაერიცხა დღგ - 41818 ლარი, და შეეფარდა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისი სანქცია - ჯარიმა 41818 ლარის ოდენობით და შესაბამისად გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.05.2023 წლის №10999 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლზე, 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტზე, 30-ე მუხლის მე-2, მე-9 და მე10 ნაწილებზე, 37-ე მუხლზე, 38-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 44-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 167-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 49-ე მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 64- ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, 272–ე მუხლზე.
დადგენილია, რომ მომჩივანს საბაჟო დეკლარაციებში საქონლის საბაჟო ღირებულება შემცირებული აქვს. ყოველივემ გამოიწვია იმპორტის გადასახდელის, კერძოდ, დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირება. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვა საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქცია და იმპორტის გადასახდელის დარიცხვა მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე, რომ არ აქვს მასალები და დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც მოხდა დარიცხვა, შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 20.03.2023 წლის საბაჟო დეპარტამენტის №21-10/22841 წერილით გადამხდელს გაეგზავნა 27.02.2023 წლის №ა25-21-10 გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტი, გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ 17.03.2023 წლის №5229 ბრძანება, 17.03.2023 წლის №056-13 საგადასახადო მოთხოვნა და საქმის მასალები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული ვალდებულება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
28.10.2022 წლის საგადასახადო მოთხოვნის №056 – 13 საფუძველზე ერიცხება 107 300.31 ლარი (დღგ - 41 818 ლარი; ჯარიმა - 41 818 ლარი; საურავი - 23 664.31 ლარი.) შემოწმდა საბაჟო დეკლარაციები თანხმლებ დოკუმენტებთან ერთად, გადამოწმდა ექსპორტიორ ქვეყანაში - ------ში. რის შედეგადაც გამოვლინდა უზუსტობები და წარმოიშვა დარიცხვა.
განბაჟება ხორციელდებოდა არსებული დოკუმენტების საფუძველზე. ყოველ განბაჟებაზე საბაჟოზე იტვირთებოდა ექსპორტის დეკლარაცია - უტყუარი დოკუმენტაცია იმისა, რასაც გზავნიდა -----ის საბაჟო და -----ლი კომპანიის მიერ მოწოდებული ინვოისები, რომელიც ემთხვეოდა მიღებული საქონლის რაოდენობას. არ აქვს ის მასალები და საბუთები რის გამოც მოხდა აღნიშნული დარიცხვა. ითხოვს გათვალიწინებულ იქნას საქართველოს საბაჟოზე წარდგენილი დოკუმენტაცია.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს, საკითხის გათვალიწინებას და დარიცხვის კორექტირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2, მე-9 და მე-10 ნაწილების მიხედვით:
2. საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს: ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა; ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.
9. თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ.
10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად. საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის შემდეგი საფუძველი: პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საბაჟო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად:
6. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულებაში შეიტანება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ადგილამდე გაწეული შემდეგი ხარჯები:
ა) ტრანსპორტირების ხარჯები, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების (მათ შორის, საწყობში შენახვის) ხარჯები. თუ სხვადასხვა სასაქონლო პარტია ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით არის შემოტანილი, ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად განაწილდება, რაც უნდა განისაზღვროს გადამზიდავთან დადებული ხელშეკრულებით;
ბ) სადაზღვევო ხარჯი, თუ ეს ხარჯი დეკლარანტმა გასწია.
საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქმეზე წარმოდგენილი მასალებიდან დგინდება, რომ ---- -------ს შორის განხორციელებული საქონლის ექსპორტ-იმპორტის მონაცემების შედარებისას დაფიქსირებულია შეუსაბამობა კერძოდ, შპს „---------ის“ (ს/ნ --------------) მიერ №11116/C464 (17.01.2020 წ.), №11116/C624 (21.01.2020 წ.), №11111/C9589 (31.01.2020 წ.) და №11111/C11533 (05.02.2020 წ.) საბაჟო დეკლარაციებით იმპორტირებული საქონლის მონაცემებსა და იგივე საქონლის ------ში შესაბამის ექსპორტის საბაჟო დეკლარაციების საბაჟო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობის შესახებ.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 18.07.2023 წლის №69698-21-10 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ №11116/C464 (17.01.2020 წ.), №11116/C624 (21.01.2020 წ.), №11111/C9589 (31.01.2020 წ.), №11111/C11533 (5.02.2020 წ.) საბაჟო დეკლარაციების გაფორმებისას წარმოდგენილი ინვოისებისა და დეკლარაციის თანმხლები დოკუმენტების მიხედვით, მიწოდების პირობაა „------სი“, -----ის საბაჟო სამსახურიდან მიღებული შესაბამისი ექსპორტის ამსახველი №------ (15.01.2020 წ.), №------ (18.01.2020 წ.), №----- (28.01.2020 წ.), №------ (03.02.2020 წ.) დეკლარაციების თანახმად კი - „---- ----------ი“. მიღებული დოკუმენტებიდან გამომდინარე, შეუძლებელია საქონლის ტრანსპორტირების ხარჯის განსაზღვრა. ვინაიდან, ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულება საქონლის საბაჟო ღირებულების შემადგენელი ელემენტია, განხორციელდა შემოსავლების სამსახურში არსებული ერთიანი ელექტრონული სისტემის ბაზური მონაცემების გამოყენებით მისი განსაზღვრა და შეადგინა 4787 ლარი. მოპოვებული ინფორმაციისა და არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ შპს ------სს ხსენებულ საბაჟო დეკლარაციებში საქონლის საბაჟო ღირებულება შემცირებული აქვს ჯამში 236 870,2 ლარის ოდენობით. ყოველივე აღნიშნულმა გამოიწვია იმპორტის გადასახდელის, კერძოდ, დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირება.
საბჭო იზიარებს სადავო საკითხზე საბაჟო დეპარტამენტის განმარტებას და დადასტურებულად მიაჩნია, რომ მომჩივნის მიმართ დამატებით გადასახდელად დარიცხული იმპორტის გადასახდელები და საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის დაკისრება მართლზომიერია. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალიწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტებში არასწორი მონაცემების არსებობისას იმპორტის გადასახდელების შემცირებისთვის დაკისრებული ჯარიმა და იმპორტის შესაბამისი გადასახდელების დარიცხვა.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო დეპარტამენტის №297 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივნისსაბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება, აღნიშნული საბაჟო დეკლარაციებით იმპორტირებული საქონლის მონაცემებსა და იგივე საქონლის შესაბამის ექსპორტის საბაჟო დეკლარაციების საბაჟო ღირებულებებს შორის არსებულ სხვაობასთან დაკავშირებით. შემოწმების შედეგები აისახა საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტში,მოპოვებული ინფორმაციისა და საბაჟო დეპარტამენტის ხელთ არსებული მონაცემების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მომჩივანს ხსენებულ საბაჟო დეკლარაციებში საქონლის საბაჟო ღირებულება შემცირებული აქვს , რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის, კერძოდ, დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირება.
შემოწმების აქტის საფუძველზე, მომჩივანს, საბაჟო დეკლარაციებზე დამატებით დაერიცხა დღგ და შეეფარდა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისი სანქცია - ჯარიმა და შესაბამისად გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.05.2023 წლის №10999 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო იზიარებს სადავო საკითხზე საბაჟო დეპარტამენტის განმარტებას და დადასტურებულად მიაჩნია, რომ მომჩივნის მიმართ დამატებით გადასახდელად დარიცხული იმპორტის გადასახდელები და საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის დაკისრება მართლზომიერია. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალიწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:304(1„გ“);
ასევე ბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 13(2); 30(2.9.10); 44(6); 163(1); 167(1);