გადაწყვეტილება №18945/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18945/2/2023
10.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ --------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 22.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18945/2/2023).
დავის საგანი:
დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების გამო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 4 მაისის №CB750887 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 20 ივნისის №16662 ბრძანება.
დარიცხული თანხა: ჯარიმა - 143 516 ლარი.
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 4 მაისის №CB750887 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად, ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის გამოვლენისთვის, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა 143 516 ლარით.
აღნიშნული ოქმი 2017 წლის 19 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2017 წლის 20 ივნისის №16662 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
აღნიშნული აქტები 27.06.2017 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 15.09.2017 წლის №4224/2/2017 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
გადასახადის გადამხდელმა 22.02.2023 წელს კვლავ წარმოადგინა საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში და ითხოვა დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების გამო.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილი მტკიცებულებაა სისხლის სამართლის საქმე №------- ----------ის ბრალდების გამო, დოკუმენტი ---------- „დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, რომლის წარმოებაშიც ----------- ჩაერთო 21.02.2023 წელს გამოწერილი ორდერის და ასევე ახალი მტკიცებულების - ორენოვანი, რუსული ენიდან ქართულ ენაზე ნათარგმნი ---------ის 21.02.2023 წლის №--------- მინდობილობის საფუძველზე, რომლითაც ცალსახად მტკიცდება შემოსავლების სამსახურის მიერ უგულველყოფილია ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ----------- - აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენელი - არის ქართული წერა-კითხვის და საბუღალტრო საქმიანობის უცოდინარი პირი, რაც აღიარებულია გამომძიებლის მიერ 14.05.2021 წელს ---------თვის „დადგენილება პირის ბრალდების შესახებ“ გაცნობისათვის თარჯიმან -----------ის მომსახურების უზრუნველყოფით. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მოთხოვნის გამოყენებაზე საჩივრის განხილვისას „კომისიას“ საერთოდ არ უმსჯელია ისევე, როგორც სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ 1.05.2017 წლის №115271/ბ „საჩივარზე“ - რომელშიც მოთხოვნილი იყო „... 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დააკმაყოფილოთ საჩივარი. გააუქმოთ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2017 წლის 4 მაისის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB750887 და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაავალოთ შპს „-------“ პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება“.
სისხლის სამართლის საქმეში აღმოჩნდა ახალი მტკიცებულება, რაც იქნებოდა წარდგენილი ----------ის 26.01.2018 წლის საჩივართან ერთად, რადგან შპს „---------“ ბუღალტერი, შპს „----------------ის“ ბუღალტერი ----------, რომელიც „ხელშეკრულების“ საფუძველზე საბუღალტრო მომსახურებას უწევდა ქართული წერა-კითხვის და საბუღალტრო საქმიანობაში გაუნათლებელ-უცოდინარ ------------ს, დაიკითხა მხოლოდ 20.05.2021 წელს, რომლის ჩვენებაშიც მითითებულია ახალი გარემოებები: „2011 წლიდან ვმუშაობ შპს „----------------------ში“ ბუღალტრის პოზიციაზე; კომპანია საბუღალტრო მომსახურებას უწევს სხვადასხვა მეწარმე პირებს ხელშეკრულების საფუძველზე; დაახლოებით 2012 წლიდან შპს „--------------“ მომსახურებას უწევდა შპს „-------ს“ 2018 წლამდე. მე აღნიშნული კომპანიის საქმიანობის წარმოება დამევალა 2014 წელს ...“
როგორც ბუღალტერ ---------------ის ჩვენებით ირკვევა, შპს „----------“, შესაბამისად, --------------ს საბუღალტრო მომსახურებას ხელშეკრულების საფუძველზე უწევდა შპს „-------------“ საკუთარი ბუღალტრის - -------------------ის - უშუალო მონაწილეობით, თუმცა ასეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება - ხელშეკრულება საბუღალტრო მომსახურებაზე, რომელშიც დეტალურად იქნებოდა განსაზღვრული მხარეთა უფლება-მოვალეობანი და ვალდებულებანი, როგორც სისხლის სამართლის საქმეში, ასევე ----------------ს ხელთ არსებულ, შპს „--------“ საბუთებში არ აღმოჩნდა, თუმცა მისი არსებობა შპს „---------------ის“ ხელთ არსებულ დოკუმენტებში აღიარებულია -------------ის 20.05.2021 წლის დაკითხვის ოქმში და აღნიშნული მტკიცებულება აუცილებელია საჩივარზე ობიექტური გადაწყვეტილების გამოსატანად - სახელმწიფოს წინაშე დავალიანება გადასახდელია მარტო შპს „---------ს“ დირექტორ --------------ის მიერ, თუ „ხელშეკრულების“ თანახმად დავალიანების დაფარვა უნდა მოხდეს სოლიდარული წესით შპს „--------ს“ და შპს „-----------------ის“ მიერ, ასევე მხოლოდ შპს „--------------ის“ მიერ.
მომჩივანი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ მე-7 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელმძღვანელობს სსსკ-ის 134-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მითუმეტეს რომ მისი გამოყენების საფუძვლიანობა განმარტებული აქვს „ხელშეკრულების“ გამოთხოვის საფუძვლიანობის განმარტებაში.
იმ შემთხვევაში, თუ საბჭო არ მოსთხოვს შპს „---------------ს“ მომჩივნის მიერ მოთხოვნილი მტკიცებულების - „ხელშეკრულების“ წარმოდგენას, სსსკ-ის 136-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულებათა განმარტებით, უკანასკნელი ფაქტი შეიძლება ჩაითვალოს საჩივარზე ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის განცხადებად, რასაც მიეცემა შემდგომი მსვლელობა - გადაწყვეტილების სასამართლო წესით გასაჩივრება, რასაც იმედი აქვს ადგილი არ ექნება, რადგან ახალ გამოვლენილი გარემოებანი და მათი მტკიცებულებანი ცალსახად იძლევიან საშუალებას შპს „----------“ დირექტორ და დამფუძნებელ ---------ის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული სანქციების განთავისუფლების, მითუმეტეს 19.05.2017 წლის საჩივარში, რომელიც საერთოდ არ განხილულა, დეტალურადაა დასაბუთებული 4.05.2017 წელს შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის №CB750887 ოქმით დაფიქსირებული დანაკლისის მნიშვნელოვნად შემცირების ვალდებულება, ხოლო ობიექტურ დანაკლისის ოდენობაზე იმედი აქვს ასევე მიღწეული იქნება შესაბამისი საპროცესო გარიგება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ საწარმოს დირექტორმა არ იცის ქართული წერა-კითხვა და საბუღალტრო საქმიანობა, რაც საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველია.
ამასთან, მიუთითებს, რომ დასადგენია სახელმწიფოს წინაშე დავალიანება გადასახდელია მარტო შპს „-----ს“ დირექტორ ----ის მიერ, თუ ხელშეკრულების თანახმად დავალიანების დაფარვა უნდა მოხდეს სოლიდარული წესით შპს „-------ს“ და შპს „------ის“ მიერ ან მხოლოდ შპს „-------------ის“ მიერ.
გადასახადის გადამხდელი ვერ წარმოადგენს ისეთ გარემოებებს ან მტკიცებულებებს, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ არ არსებობს დავის განახლების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. საბჭომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.