N 15 - 31/07/2024 - „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2024 წლის 31 ივლისი
დაბა სტეფანწმინდა
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24 -ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 აგვისტოს №16 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 23.08.2013, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.151.016130) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%.“;
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
დავითი ქირიკაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე