ბრძანება N 5625

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.03.2023
№ დოკუმენტი 5625
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 5625

22.03.2023

შპს ------ --------ის (ს/ნ --------------------)

(იურიდიული მის: -----------------------)

(მის: ------------------------------------------)

2022 წლის 13 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 მარტის სხდომაზე (ოქმი №21) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 1 დეკემბრის №17394/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს --------------ის (ს/ნ --------------------) №69894/1/2022 საჩივარი.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურმა 2017 წლის -- აპრილს სარჩელი აღძრა -----ის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების - შპს ------ --------ის, ------ ----------ის, ----- ----------ის, ------- -------ეს, ------- -------ეს, ----- ------ეს, ----- ------ის მიმართ და მოსარჩელემ მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა. ----ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის -- ოქტომბრის გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის -- სექტემბრის გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ----ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის -- ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს ----- ------ი და ----- -------ი აღიარებულ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის -- სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურმა. -----მა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ------ო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. ------ო სასამართლოს 2019 წლის -- სექტემბრის განჩინებით, --------ო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის -- სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2017 წლის -- თებერვლის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება 28 570 ლარი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო დავის დაწყების მომენტში არსებული დავალიანების შესაბამისად. გადამხდელს მიაჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში სადავო საინკასო დავალება უნდა გამოცემულიყო სწორედ სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მისი აღსრულებაც გადაწყვეტილების მოცულობის ფარგლებში უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ცრუმაგიერად პირად მიჩნევის თაობაზე გადაწყვეტილებისას სასამართლომ აღნიშნა, რომ შესაბამის პერიოდში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 28 570 ლარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ვალის მართვის დეპარტამენტის საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ სადავო ბრძანების გაუქმებას ან ინკასოს დავალების ფარგლების განსაზღვრას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის -- სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, შპს ------- ------ი (ს/ნ --------------------) და ფ/პ ----- -------------ი (პ/ნ ---------------) აღიარებულ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ------- --------ის (ს/ნ ---------------) მიმართ გამოცემულ იქნა „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ 2022 წლის 31 მარტის №025-2022-071509 ბრძანება (----- ----------ის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 242942.96 ლარს). აღნიშნული საინკასო დავალების საფუძველზე შპს ------- --------ის (ს/ნ ---------------) საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 13478.77 ლარი.

ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 31 მარტის №025-2022-071509 ბრძანება გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა 2022 წლის 13 აპრილის №--------/1/2022 საჩივრით. გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 26 ივლისის №19811 ბრძანებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 1 დეკემბრის №-----/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 26 ივლისის №19811 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო თავის გადაწყვეტილებაში ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:

სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის -- სექტემბრის გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით დადგენილია, რომ 2017 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით,ი/მ ------- --------ის (ს/ნ ---------------) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 28570.73 ლარის ოდენობით. დავალიანება წარმოშობილია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის საფუძველზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლები, რომლის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების უფლება გააჩნია საგადასახადო ორგანოს მომჩივნის მიმართ, საჭიროებს დამატებით შესწავლას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 26 ივლისის №19811 ბრძანება გაუქმდა და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარადგინოს საინკასო დავალება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

შემოსავლების სამსახური საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საჭოს 2022 წლის 1 დეკემბრის №----/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლები, რომლის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების უფლება გააჩნია საგადასახადო ორგანოს მომჩივნის მიმართ, საჭიროებს დამატებით შესწავლას, მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის (საქმე №3ბ/2717-17) გადაწყვეტილებით არ არის განსაზღვრული ცრუმაგიერობის ფარგლები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს ----- ---------ის (ს/ნ -------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი ითხოვს ვალის მართვის დეპარტამენტის საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ სადავო ბრძანების გაუქმებას ან ინკასოს დავალების ფარგლების განსაზღვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეში არსებული მასალებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის -- სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, შპს ------- ------ი (ს/ნ --------------------) და ფ/პ ----- -------------ი (პ/ნ ---------------) აღიარებულ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ------- --------ის (ს/ნ ---------------) მიმართ გამოცემულ იქნა „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ 2022 წლის 31 მარტის №025-2022-071509 ბრძანება (----- ----------ის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 242942.96 ლარს). აღნიშნული საინკასო დავალების საფუძველზე შპს ------- --------ის (ს/ნ ---------------) საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 13478.77 ლარი.

ასევე,სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის -- სექტემბრის გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით დადგენილია, რომ 2017 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით,ი/მ ------- --------ის (ს/ნ ---------------) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 28570.73 ლარის ოდენობით. დავალიანება წარმოშობილია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის საფუძველზე.

 

გადაწყვეტილება

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის სემდეგ ნორმებს: 238(1 „ე“ ); 243(1); 246(1); 302(6); 306(2);