გადაწყვეტილება №19597/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.07.2023
№ დოკუმენტი 19597/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19597/2/2023

27 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 3.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19597/2/2023).

 

დავის საგანი:

1. უძრავი ქონების სარეალიზაციო საბაზრო ფასით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და გაზრდილი ბრუნვის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა;

2. ურთიერთდამოკიდებულ პირებზე უძრავი ქონების სარეალიზაციო საბაზრო ფასით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და სხვაობის განაწილებულ მოგებად განხილვა;

3. სესხის პროცენტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;

4. სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაკლებობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

5. ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა;

6. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №006-690 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8769 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 3 341 424,73 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 831 144

დღგ - 650 252

მოგების გადასახადი - 28 956

საშემოსავლო გადასახადი - 1 151 936

ჯარიმა - 984 532 ს

აურავი - 525 748,73

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №006-690 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8769 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. უძრავი ქონების სარეალიზაციო საბაზრო ფასით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და გაზრდილი ბრუნვის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის, პირველადი დოკუმენტაციის (ნასყიდობის ხელშეკრულებები), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს 2019-2022 წლებში არასწორად აქვს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ რეალიზებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები, რომელთა ფასები მერყეობს 250 აშშ დოლარიდან 350 აშშ დოლარამდე შუალედში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, ბინების სარეალიზაციო ღირებულება აღემატება ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ბინების სარეალიზაციო ფასებს. აღნიშნული ფაქტები შემოწმების მიერ გათვალისწინებული იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაანგარიშებისას და შესაბამისად გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (2019 წელს უძრავი ქონების საბაზრო ფასად განისაზღვრა 670 აშშ დოლარი, ხოლო 2020-2022 წლებში - 630 აშშ დოლარი). შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშებული იქნა საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის (2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის) შესაბამისად. შედეგად გამოვლენილი სხვაობებით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

გამომდინარე იქიდან, რომ საწარმო არ აწარმოებს მოწესრიგებულ ბუღალტრულ აღრიცხვას, არ აჩვენებს რეალურად მიღებულ შემოსავალს და არასწორად ფიქსირდება მიწოდების შედეგად მიღებული/მისაღები თანხები, შემოწმების მიერ გაზრდილი ბრუნვით მიღებული თანხები ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და განაცემი საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან ფულადი სახსრების გადაცემა, რომელიც ამ კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაბეგრილია გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივრების განხილვა ჩაინიშნა მომჩივნის მონაწილეობით 2023 წლის 31 მარტს და 13 აპრილს, თუმცა გადასახადის გადამხდელი საჩივრების ზეპირ განხილვაზე არ გამოცხადდა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებზე და მე-8 ნაწილზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-2 ნაწილზე და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-18 მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ რეალიზებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები, რომელთა ფასები მერყეობს 250 აშშ დოლარიდან 350 აშშ დოლარამდე შუალედში. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, ბინების სარეალიზაციო ღირებულება აღემატება ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ბინების სარეალიზაციო ფასებს. აღნიშნული ფაქტები შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაანგარიშებისას და შესაბამისად გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, ვინაიდან საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ასახავს ფაქტობრივად მიღებულ შემოსავალს და არასწორად ფიქსირდება მიწოდების შედეგად მიღებული/მისაღები თანხები, შემოწმების მიერ გაზრდილი ბრუნვით მიღებული თანხები ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად.

ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დღგ-ის ნაწილში შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა საწარმოს დირექტორის მიერ საგამოძიებო სამსახურში წარდგენილი ახსნა-განმარტება და გამოიყენა უმაღლესი ფასი, რითაც ხელოვნურად გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გაუგებარია თუ საიდან დაადგინა შემმოწმებელმა, რომ 2019 წელს ყველა რეალიზებული ბინის 1 კვ. მ-ის ღირებულება შეადგენს 670 აშშ დოლარს, ხოლო 2020-2022 წლებში კი 630 აშშ დოლარს. ასევე, გაუგებარია თუ რატომ ბეგრავს სრულად შემმოწმებელი ბინის მთლიან ღირებულებას, მხოლოდ ბინის რეგისტრაციის დროს, ანუ გამოდის, რომ ყველა ბინა/კომერციული ფართი საწარმოს აქვს რეალიზებული განვადების გარეშე, რაც ბუნებრივია პრაქტიკაში გამორიცხულია. შემმოწმებელმა ხელოვნურად გაზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, ვინაიდან არ გაითვალისწინა საწარმოს დირექტორის მიერ საგამოძიებო სამსახურში მიცემული ჩვენება და ყველა რეალიზაციაზე მიუყენა მაქსიმალური ფასები, რითაც ხელოვნურად გაზარდა საწარმოს შემოსავალი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ რეალიზებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები, რომელთა ფასები მერყეობს 250 აშშ დოლარიდან 350 აშშ დოლარამდე შუალედში. საგამოძიებო სამსახურის მასალების მიხედვით, ბინების სარეალიზაციო ღირებულება აღემატება ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ბინების სარეალიზაციო ფასებს. საწარმო არ აწარმოებს მოწესრიგებულ ბუღალტრულ აღრიცხვას, არ აჩვენებს რეალურად მიღებულ შემოსავალს და არასწორად ფიქსირდება მიწოდების შედეგად მიღებული/მისაღები თანხები.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საგამოძიებო სამსახურიდან წარმოდგენილია გამოკითხვის ოქმები. ასევე, იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებზეც არ იქნა წარმოდგენილი დაკითხვის ოქმები, საწარმოს დირექტორმა წარმოადგინა ახსნა-განმარტა, სადაც უთითებს სარეალიზაციო ფასებს. გამოკითხვის ოქმებში მყიდველი ფიზიკური პირები უთითებენ ისეთი ღირებულების გადახდას, რაც აღემატება საწარმოს დირექტორის ახსნა-განმარტებაში მითითებულ უმაღლეს ფასსაც. აღნიშნულის გათვალისწინებით, იმ შემთხვევებში, სადაც არ იყო მყიდველი პირების ახსნა-განმარტება, გამოყენებული იქნა საწარმოს დირექტორის მიერ მითითებული უმაღლესი ფასი. კომპანიის მიერ ქონების სარეალიზაციო თანხები მიღებული არ არის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით. დღგ-ით დაბეგვრის მომენტი შემოწმების შედეგად არ შეცვლილა. თანხის შემოსვლა დაფიქსირებული იყო სალაროში, ერთ დღეს. გამოკითხვის ოქმებშიც, მყიდველები ადასტურებენ, რომ თანხა გადახდილი აქვთ ქონების რეგისტრაციის დღეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კურსთაშორის სხვაობას დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრაზე გავლენა არ ჰქონია.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ ვინაიდან უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასები განსაზღვრულია საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოდგენილი მასალების და საწარმოს დირექტორის ახსნა-განმარტების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. ურთიერთდამოკიდებულ პირებზე უძრავი ქონების სარეალიზაციო საბაზრო ფასით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და სხვაობის განაწილებულ მოგებად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ურთიერთდამოკიდებულ პირებზე (დირექტორი --- პ/ნ ---და დაქირავებული თანამშრომელი --- პ/ნ ---) რეალიზებულია საცხოვრებელი და კომერციული ფართები, რომელთა ფასები მერყეობს 250 აშშ დოლარიდან 300 აშშ დოლარამდე.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის, მე-19 მუხლის და 164-ე მუხლის მე-7 ნაწილის (2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის) შესაბამისად, დასაბეგრი ბრუნვების გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა საბაზრო ფასი და გაიზარდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (2019 წელს საბაზრო ფასად განისაზღვრა 680 აშშ დოლარი, ხოლო 2020 წელს - 630 აშშ დოლარი). გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის და 981 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ

შემოსავალს შორის სხვაობა ჩაითვალა განაწილებულ მოგებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებზე, მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე და მე-8 ნაწილზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-2 ნაწილზე და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-7 ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე და მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, მე-18 მუხლის პირველ ნაწილზე და მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-19 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 ნაწილებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შპს ---ის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულია საცხოვრებელი და კომერციული ფართები, რომელთა ფასები მერყეობს 250 აშშ დოლარიდან 300 აშშ დოლარამდე. შემოწმების მიერ დასაბეგრი ბრუნვების გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა საბაზრო ფასი და განისაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულ ფართებზე ფასების ცვლილება და მაქსიმალური ფასების მიყენება არასწორია. შემმოწმებელმა ხელოვნურად გაზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, ვინაიდან არ გაითვალისწინა საწარმოს დირექტორის მიერ საგამოძიებო სამსახურში მიცემული ჩვენება და ყველა რეალიზაციაზე მიუყენა მაქსიმალური ფასები, რითაც ხელოვნურად გაზარდა საწარმოს შემოსავალი. უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს პროპორციით და ჩვენებაში აღნიშნული ფასები გაანაწილოს რეალიზებული ბინების პროპორციულად, ან აიღოს საშუალო ფასი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე:

ბ) ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

გ) საქონლის/მომსახურების თანამშრომლებისათვის მიწოდების შემთხვევაში.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე;

ბ) თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან. საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია) განაწილებული მოგება.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე.

ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს. შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებულია საცხოვრებელი და კომერციული ფართები. სარეალიზაციო ფასები დაფიქსირებულია 250 აშშ დოლარიდან 300 აშშ დოლარამდე.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ უძრავი ქონება რეალიზებულია საწარმოს დირექტორზე და დაქირავებულ თანამშრომელზე, ამასთან, გარიგების საბაზრო ფასი აღემატება დაფიქსირებულ ფასებს და მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით საბაზრო ფასის გამოყენება შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. სესხის პროცენტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელი ფიზიკური პირისგან, რომელიც ამავე დროს არის საწარმოს დირექტორი, აღებული აქვს სესხი. წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ ხდება დამფუძნებელზე სესხის პროცენტის გადახდა, გადახდილი თანხები არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. გაცემული პროცენტი, შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტზე, 153-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელი ფიზიკური პირისგან, რომელიც ამავე დროს არის საწარმოს დირექტორი, აღებული აქვს სესხი. წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის მიხედვით, გადამხდელის მიერ ხდება დამფუძნებელზე სესხის პროცენტის გადახდა სალაროდან, ხოლო გადახდილი თანხები არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გაუგებარია შემმოწმებლის პოზიცია, რომელმაც გადახდის წყაროსთან დაბეგრა სესხის თანხა და ჩათვალა, რომ ეს არის პროცენტი. საწარმოს დღეის მდგომარეობით გააჩნია სასესხო ვალდებულება მისი დამფუძნებლის წინაშე და საწარმოს მიერ გადახდილი თანხები, წარმოადგენენ ძირითად თანხას და არა პროცენტს, როგორც ეს შემოწმებით არის დადგენილი, შესაბამისად სესხის ძირითადი თანხა, საწარმოს არ აქვს დაკავებული.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით ფიზიკური პირისთვის ან საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტისთვის გადახდილი პროცენტი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია და რომელიც ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს უხდის პროცენტს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანს დამფუძნებლისგან, რომელიც ამავე დროს არის კომპანიის დირექტორი, აღებული აქვს სესხი და ხდება სესხის პროცენტის გადახდა, ხოლო გადახდილი თანხები დაბეგრილი არ არის გადახდის წყაროსთან.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, დაბეგრილია მხოლოდ პროცენტის თანხა, სესხის თანხის გარეშე. აღნიშნულის თაობაზე წარმოდგენილია საწარმოს დირექტორის მინდობილი პირის ახსნა-განმარტება და სალაროს ბრუნვითი უწყისი, სადაც ფიქსირდება სალაროდან სესხის პროცენტის გაცემა.

საბჭო მიუთითებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ სესხზე გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

 

4. სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაკლებობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.05.2022 წლის №12332 ბრძანებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 5.04.2022 წლის №8450 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურული სახელმძღვანელოს შესაბამისად განხორციელდა შპს-- ის (ს/ნ --- მის.: ---) სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა.

სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი ნაკლებია პროგრამა ინფო-ბუღალტერში ასახულ ოდენობაზე. შესაბამისად, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სალაროში ნაღდი ფულის ფიქტიური ნაშთი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გამო, საწარმოს ბუღალტრულ პროგრამაში, სალაროს ანგარიშზე დაფიქსირებული ნაღდი ფულის ნაშთი განხილულ იქნა საწარმოს პასუხისმგებელი პირის, დირექტორის (--- პ/ნ ---) მიერ მიღებულ შემოსავლად და ნაშთის აღმოჩენის (17.05.2022 წლის) მომენტში გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 101- ე და 154-ე მუხლების, აგრეთვე შემოსავლების სამსახურის უფროსის 31.12.2021 წლის №42109 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-10 მუხლის შესაბამისად განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73- ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი ნაკლებია პროგრამა ინფო-ბუღალტერში ასახულზე. შესაბამისად, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სალაროში ნაღდი ფულის ფიქტიური ნაშთი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გამო, საწარმოს ბუღალტრულ პროგრამაში, სალაროს ანგარიშზე დაფიქსირებული ნაღდი ფულის ნაშთი განხილულ იქნა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ შემოსავლად და ნაშთის აღმოჩენის მომენტში გაცემულ ხელფასად. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გაუგებარია შემოწმების მიერ დადგენილი სხვაობა ბუღალტრულ და ფაქტიურ ნაშთებს შორის, ვინაიდან ბუღალტრული ნაშთი ედრება ფაქტიურს, გარდა ამისა საწარმოს გააჩნია სასესხო ვალდებულება დამფუძნებლის მიმართ და სესხის თანხა უნდა ყოფილიყო დაფარული ფულის დანაკლისი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

5. ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს სალაროში მუდმივად უფიქსირდება ნაღდი ფულის მზარდი თანხობრივი ნაშთი. ამასთან, სააღრიცხვო მონაცემებით დგინდება, რომ საწარმოს სალაროში მიღებული აქვს ბინების რეალიზაციიდან შემოსავალი, ხოლო საქონლისა და მომსახურების მომწოდებლებისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი აქვს თანხები. შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად, შემოწმების მიერ სალაროს ნაშთად განხილულ იქნა საწარმოს წლიური საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის (ჯამურად) მეათედი, ხოლო თვის გონივრულ ფულად ნაშთზე მეტი თანხა, მიჩნეულ იქნა სალაროს პასუხისმგებელ ფიზიკურ პირზე (დირექტორი --- პ/ნ ---) სესხის გაცემად, საზოგადოება შესაბამის საანგარიშო პერიოდებში დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის შეტანის შემთხვევაში, რომლის შესახებაც დასტურდება, რომ წარმოადგენს აღებული

სესხის დაბრუნებას, წარმოიშვა გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის უფლება და აისახა მოგების გადასახადის შესაბამის გრაფაში.

ამასთან, წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 31.12.2021 წლის №42109 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნათდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად გაანგარიშდა 2019 წლის იანვრიდან 2022 წლის მარტამდე საანგარიშო პერიოდებში სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრულ ნაშთზე საწარმოს დირექტორის (--- პ/ნ ---) მიერ მიღებული სარგებლის ოდენობა. საწარმოს გამოუვლინდა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. აგრეთვე, მოგების და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში თანხის შემცირების შემთხვევაში დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და მე-8 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს სალაროში მუდმივად უფიქსირდება ნაღდი ფულის მზარდი თანხობრივი ნაშთი. ამასთან, სააღრიცხვო მონაცემებით დგინდება, რომ საწარმოს სალაროში მიღებული აქვს ბინების რეალიზაციიდან შემოსავალი, ხოლო საქონლისა და მომსახურების მომწოდებლებისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი აქვს თანხები. შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად, შემოწმების მიერ სალაროს ნაშთად განხილულ იქნა საწარმოს წლიური საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის (ჯამურად) მეათედი, ხოლო თვის გონივრულ ფულად ნაშთზე მეტი თანხა, მიჩნეულ იქნა სალაროს დირექტორზე სესხის გაცემად, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის შემოტანის შემთხვევაში, რომლის შესახებაც დასტურდება, რომ წარმოადგენს აღებული სესხის დაბრუნებას, წარმოიშვა გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის უფლება.

ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებლის მიერ სალაროს თანხების გაანგარიშებისას არ მოხდა იმ თანხების გამოკლება, რომელიც დამფუძნებელმა საწარმოს ასესხა. ასევე, შემმოწმებელმა არაპირდაპირი მეთოდით მიღებული თანხა განიხილა ჯერ უპროცენტო სესხად, ხოლო შემდეგ გაცემულ ხელფასად, რაც ასევე არასწორია და ადგილი აქვს ორმაგ დაბეგვრას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ მე-4 და მე-5 დავის საგნების ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი ნაკლებია საბუღალტრო პროგრამაში ასახულ ოდენობაზე. საწარმოს ბუღალტრულ პროგრამაში, სალაროს ანგარიშზე დაფიქსირებული ნაღდი ფულის ნაშთი განხილულ იქნა საწარმოს პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებულ შემოსავლად და ნაშთის აღმოჩენის (17.05.2022 წლის) მომენტში გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელს სალაროში მუდმივად უფიქსირდება ნაღდი ფულის მზარდი თანხობრივი ნაშთი. საწარმოს სალაროში მიღებული აქვს ბინების რეალიზაციიდან შემოსავალი, ხოლო საქონლისა და მომსახურების მომწოდებლებისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი აქვს თანხები.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად, შემოწმების მიერ სალაროს ნაშთად განხილულ იქნა საწარმოს წლიური საკასო ხარჯის და საკასო შემოსავლის (ჯამურად) მეათედი, ხოლო თვის გონივრულ ფულად ნაშთზე მეტი თანხა, მიჩნეულ იქნა სალაროს პასუხისმგებელ ფიზიკურ პირზე სესხის გაცემად.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაკლებობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის და ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვის საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი მე-4 და მე-5 დავის საგნების ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

6. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 984 532 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №006- 690 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 525 748,73 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2-22 ნაწილებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს გამოყენებული იყოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2-22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8769 ბრძანება;

3. სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაკლებობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის და ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვის საკითხების ნაწილში საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. უძრავი ქონების სარეალიზაციო საბაზრო ფასით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და გაზრდილი ბრუნვის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა;

2. ურთიერთდამოკიდებულ პირებზე უძრავი ქონების სარეალიზაციო საბაზრო ფასით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და სხვაობის განაწილებულ მოგებად განხილვა;

3. სესხის პროცენტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;

4. სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაკლებობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

5. ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა;

6. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №006-690 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8769 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ ვინაიდან უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასები განსაზღვრულია საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოდგენილი მასალების და საწარმოს დირექტორის ახსნა-განმარტების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს პირველი სადავო საკითხის ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

2.საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ უძრავი ქონება რეალიზებულია საწარმოს დირექტორზე და დაქირავებულ თანამშრომელზე, ამასთან, გარიგების საბაზრო ფასი აღემატება დაფიქსირებულ ფასებს და მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით საბაზრო ფასის გამოყენება შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მეორე სადავო საკითხის ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

3.მესამე სადავო საკითხის ნაწილში, საბჭო მიუთითებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ სესხზე გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

4-5.საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაკლებობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის და ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვის საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი მე-4 და მე-5 დავის საგნების ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

6.განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით, საბჭოს მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 164; 73; 101; 154; 18; 19; 97; 981-4;131; 136; 272; 275; 269.

2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161.