გადაწყვეტილება №20434/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20434/2/2023
27 .09. 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- ს 31.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20434/2/2023).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 23.02.2023 წლის №18644/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2022 წლის №025-5 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14457 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 89 334 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 46 737
დღგ - 33 114
მოგების გადასახადი - 12 278
საშემოსავლო გადასახადი - 989
სოციალური გადასახადი - 356
საურავი - 42 597
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 2 აგვისტოს №21-14/55094 შეტყობინების საფუძველზე, ჩატარდა საწარმოს ალტერნატიული აუდიტის საგადასახადო შემოწმება. საწარმო შემოწმდა 2006 წლის პირველი იანვრიდან 2012 წლის 2 ივლისის ჩათვლით. აღნიშნული საგადასახადო შემოწმების საფუძველზე შედგა აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 31 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, საიდანაც ირკვევა, რომ:
გადასახადის გადამხდელს მოგების გადასახადის დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავალი დეკლარირებული აქვს 848 951 ლარი, ნაცვლად 890 942 ლარისა, რომელიც გამოწვეული იქნა შემდეგი გარემოებით 2011 წლის 29 იანვარს გადასახადის გადამხდელის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირზე შპს „---“-ზე (ს/ნ ---------) მიწოდებული აქვს უძრავი ქონება 19 000 ლარად, რომლის ნარჩენი ღირებულებაც შეადგენდა 44 251 ლარს. აღნიშნული ქონების რეალური ღირებულება შეადგენდა 86 242 ლარს, რაზეც არსებობს აუდიტორული დასკვნა ქონების შეფასებაზე, რომელიც შედგენილია 2012 წლის 26 მარტს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა 41 991 (86 242-44 251) ლარით და გადასახადის გადამხდელი დაიბეგრა მოგების გადასახადით.
გადასახადის გადამხდელის მიერ 2011 წლის 29 იანვარს რეალიზებული ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ღირებულებამ შეადგინა 86 242 ლარი. აღნიშნული ბრუნვის გათვალიწინებით დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ გადააჭარბა 100 000 ლარს. რითაც გადასახადის გადამხდელს დაუდგა ვალდებულება დარეგისტრირებულიყო დღგ-ის გადამხდელად. 2011 წელს დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 144 776 ლარი. 2011 წელს დღგ-ის ნაწილში გადასახადის გადამხდელს დაერიცხა 26 060 ლარი, შესაბამისი თვეების მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2012 წლის 24 დეკემბრის №30698 ბრძანება და 2012 წლის 24 დეკემბრის №145 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 2013 წლის 23 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურმა 2013 წლის 24 აპრილის №17224 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდა შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 24 დეკემბრის №025-145 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული საურავისაგან.
შემოსავლების სამსახურმა 2013 წლის 24 აპრილის №17224 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 19.02.2014 წლის №6079/2/13 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის №3ბ/291-17 გადაწყვეტილებით:
1. შპს „----ას“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „-----ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
ა) ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება საჩივარზე (№6079/2/13) დღგ-ისა და მოგების გადასახადის ნაწილში, ამავე ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 24 აპრილის №17224 ბრძანება;
ბ) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 24 დეკემბრის №30698 ბრძანება დღგ-ისა და მოგების გადასახადის დარიცხვის ნაწილში, ასევე, ამავე ნაწილში არაარსებითად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 24 დეკემბრის №145 საგადასახადო მოთხოვნა და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს დღგ-ისა და მოგების გადასახადის დარიცხვის ნაწილში, შპს „-----თან“ მიმართებაში მიიღოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.04.2020 წლის ბს-1240(2კ-18) განჩინებით.
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 28 ივლისის №025-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32392 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს 2011 წლის პირველი იანვრიდან არსებული ოპერაციების საფუძველზე დაედგინა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32392 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 23.02.2023 წლის №18644/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14457 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 22 დეკემბრის №32392 ბრძანების თანახმად დაევალა აუდიტის დეპარტამენტს 2011 წლის 01 იანვრიდან არსებული ოპერაციების საფუძველზე დაედგინა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განეხორციელებია საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), რომლის აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 11 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დარიცხული თანხები შემცირდა სულ 17 622 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 16 მაისის №025-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 22 დეკემბრის №32392 ბრძანების აღსრულების შედეგად უკვე შემცირებულია დღგ-ში განსაზღვრული თანხები, ხოლო მოგების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მიმდინარე გადაანგარიშების ფარგლებში შემოწმებამ დღგის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრისას იხელმძღვანელა ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების აქტში 2011 წლის პირველი იანვრიდან დაფიქსირებული მონაცემებით და ქონების ღირებულების შეფასების დასკვნით, რომლის შესაბამისადაც ქონების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა - 86 242 ლარი. აღნიშნული თანხა გათვალისწინებულ იქნა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის განსაზღვრისას. 2012 წლის 31 ოქტომბრის ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების აქტის მონაცემებით 2011 წლის მოგების გადასახადში ერთობლივი შემოსავალი გაზრდილია 41 991 ლარის ოდენობით, რომელიც გაანგარიშებულია შემდეგნაირად: 41 991=86 242-44 251 (44 251 ლარი ესაა ჯგუფის ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც სრულად იქნა განულებული). გამომდინარე იქიდან რომ, ქონების შეფასების ღირებულება - 86 252 ლარი, როგორც 2011 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში, ასევე, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულია სრული ღირებულებით (დღგ-ის ჩათვლით), ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების აქტით, მოგების გადასახადის ნაწილში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი არ არსებობს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მოგების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს კორექტირების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, ალტერნატიული აუდიტის მიერ შემოწმდა 2006-2012 წლები, არცერთი დარღვევა აღმოჩნდა, გარდა ქონების გადაყიდვით ვითომ „არა საბაზრო“ ფასად გაყიდული ქონებისა, სადაც წარმოდგენილი იქნა აუდიტორული ფირმის მიერ შპს ----ზე გაცემული 16.03.2012 წლის აუდიტორული დასკვნა, როდესაც ქონების აფასება და ფასი გახდა 86 242 ლარის ოდენობით, რისი გამოყენებაც მის საწინააღმდეგოდ მოხდა, თითქოს ქონების ფასი არ იყო საბაზრო იმ დროისათვის. ალტერნატიული აუდიტის 31.10.2012 წლის აქტში, სადაც აპელირება ხდება აუდიტის დასკვნაზე, გაცემულია სულ სხვა იურიდიულ პირზე შპს ----ზე გაცემული 16.03.2012 წელს.
რამდენად სამართლიანია გამოიყენო აღნიშნული დასკვნა 1 წლისა და 2 თვის შემდეგ (ქონების გაყიდვიდან) გაცემული დასკვნა შემოწმების აქტში ისე, რომ არ იკითხო ამ ქონებაზე განხორციელდა თუ არა რემონტი და იქნებ ამიტომ მოხდა ქონების აფასება ან ამ პერიოდის მანძილზე მოიმატა ქონების ფასმა ქვეყანაში. ამ აუდიტორული დასკვნის მიზანი იყო ერთადერთი, რემონტის შემდგომ და ქვეყანაში ქონებაზე ფასების ცვლილების შემდგომ ქონების გადასახადი სრულყოფილად ყოფილიყო ასახული და გადახდილი. შემოსავლების სამსახურს არ გააჩნია კითხვა რატომ დევს სხვა კომპანიის დასკვნა შემოწმების აქტში ან ჰქონდა თუ არა ალტერნატიულ აუდიტს გასცდენოდა თავის უფლებამოსილებას და არაკანონიერად მოეპოვებინა სხვა კომპანიის დასკვნა. რატომ არ კითხულობს შემოსავლების სამსახური რა გზით და რამდენად კანონიერად იქნა მოპოვებული ალტერნატიული აუდიტის მიერ და ჰქონდა თუ არა უფლება გამოეყენებინა შემოწმების აქტში მისი ნებართვის გარეშე. რომც დაუშვას ალბათობა, რომ მის მიერ გაყიდული ქონების ღირებულება იყო 86 242 ლარი, საგადასახადო კოდექსის რომელ მუხლში წერია, რომ გაყიდულ საქონელს ემატება დღგ და ასე ხდებოდეს დღგ-ის გაანგარიშება. ალტერნატიული შემოწმების აქტში დღგ-იანი საქონლის რეალიზაცია დაფიქსირებულია 144 776 ლარი, რომელიც შედგება ქონების გაყიდვით მიღებული 86 242 ლარისა და შესყიდული 58 533 ლარის დღგ-იანი საქონლის ღირებულებისაგან, რაც მოწინააღმდეგე მხარემაც აღიარა სასამართლოზე. ამიტომ ჩათვალა სასამართლომ არაჯეროვნად გამოკვლეულად, სასამართლო პროცესზე მოწინააღმდეგე მხარემ აღიარა, რომ ალტერნატიულ აუდიტორმა აიღო 2011 წელს შესყიდული მთლიანი დღგ-იანი საქონელი და რეალიზაციაში აჩვენა.
თუნდაც მთლიანად გაყიდა მოწოდებული დღგ-იანი საქონელი, დღგ 58 533 ლარი ხომ გადახდილი ჰქონდა მომწოდებლებთან, რომელიც არ ჩაუთვლია გამოდის ახლიდან მეორედ იბეგრება ერთი და იგივე გადასახადით, თუ მხოლოდ ფასთა სხვაობის 18%-ით უნდა დაბეგრილიყო, გამოდის, რომ შემოსავლების სამსახური ორჯერ ბეგრავს ერთი და იგივე თანხით, პირველად როდესაც მომწოდებელს გადაუხადა გაყიდული დღგ-იანი საქონლის 58 533 ლარი, ხოლო მეორედ როდესაც შემოწმების აქტით დაეკისრა მთლიანი მოწოდებული დღგ-იანი საქონლის ღირებულება.
რატომ არის ამ რაოდენობის დღგ-იანი საქონელი განმარტავს, რომ აფთიაქის ფართი იყო მოზრდილი, მასიურად დაიწყეს შემოსვლა სხვადასხვა პარფიუმერულმა კომპანიებმა, რომ უფლება მიეცა დაელაგებინა თავისი საპრომოციო საქონელი აფთიაქში, თუ არ გაიყიდებოდა უკან მიჰქონდათ საქონელი. იმ 58 533 ლარის დღგ-იანი საქონლიდან ბევრი დაუბრუნდა მომწოდებელს. ამიტომ ჩათვალა მისი არგუმენტი სასამართლომ დამაჯერებლად და დაავალა შემოსავლების სამსახურს ახლიდან დაეთვალა და გაეანგარიშებინა გაყიდვები და ფასნამატი, რაც შემოსავლების სამსახურს არ გაუკეთებია.
როდესაც ვერ ხერხდება პირველადი დოკუმენტებით დამტკიცება, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გააუქმოს დარიცხვა. გაუგებარია რა კრიტერიუმებით მოხდა შემცირება 17 622 ლარით და რატომ არ შემცირდა სრულად. აუდიტის დეპარტამენტს არავითარი დასაბუთება არ წარმოუდგენია არც შემცირებაზე და არც დარიცხულ თანხაზე.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან, მოითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საბჭომ 23.02.2023 წლის №18644/2/2023 გადაწყვეტილებით ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის №3ბ/291-17 გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 24 დეკემბრის №30698 ბრძანება დღგ-ისა და მოგების გადასახადის დარიცხვის ნაწილში, ასევე, ამავე ნაწილში არაარსებითად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 24 დეკემბრის №145 საგადასახადო მოთხოვნა და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა დღგ-ისა და მოგების გადასახადის დარიცხვის ნაწილში, მიეღო ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ხოლო შემოსავლების 22.12.2022 წლის №32392 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს 2011 წლის პირველი იანვრიდან არსებული ოპერაციების საფუძველზე დაედგინა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ამრიგად, 2018 წლის 22 ივნისის №3ბ/291-17 სასამართლო გადაწყვეტილება დღგ-სთან ერთად მოიცავს მოგების გადასახადსაც, ხოლო შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32392 ბრძანება მიღებულია მხოლოდ დღგ-ზე, საბჭომ მიიჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მოგების გადასახადის განსაზღვრის ნაწილში არ იყო აღსრულებული. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში გაუქმდა და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს შემოსავლების სამსახურის 23.06.2022 წლის №14457 ბრძანებაში არსებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მიმდინარე გადაანგარიშების ფარგლებში შემოწმებამ დღგის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრისას იხელმძღვანელა ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების აქტში 2011 წლის პირველი იანვრიდან დაფიქსირებული მონაცემებით და ქონების ღირებულების შეფასების დასკვნით, რომლის შესაბამისადაც ქონების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა - 86 242 ლარი. აღნიშნული თანხა გათვალისწინებულ იქნა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის განსაზღვრისას. 2012 წლის 31 ოქტომბრის ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების აქტის მონაცემებით 2011 წლის მოგების გადასახადში ერთობლივი შემოსავალი გაზრდილია 41 991 ლარის ოდენობით, რომელიც გაანგარიშებულია შემდეგნაირად: 41 991=86 242-44 251 (44 251 ლარი ესაა ჯგუფის ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც სრულად იქნა განულებული). გამომდინარე იქიდან რომ, ქონების შეფასების ღირებულება - 86 252 ლარი, როგორც 2011 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში, ასევე, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულია სრული ღირებულებით (დღგ-ის ჩათვლით), ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების აქტით, მოგების გადასახადის ნაწილში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი არ არსებობს.
მომჩივანი მოგების გადასახადთან დაკავშირებით ვერ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს/მტკიცებულებებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა საბჭოს 23.02.2023 წლის №18644/2/2023 გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის 23.06.2022 წლის №14457 ბრძანებით, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების დამატებით (მოგების გადასახადში) შემცირების საფუძველი გახდებოდა. სადავოდ ხდის 16.03.2012 წლის აუდიტორული დასკვნით დადგენილ გარემოებებს, ასევე, დღგ-ით დაბეგვრის და დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მართლზომიერების საკითხებს, რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან კონკრეტულ განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 23.02.2023 წლის №18644/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საბჭოს 23.02.2023 წლის №18644/2/2023 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დავების განხილვის საბჭოს 23.02.2023 წლის №18644/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 2 აგვისტოს №21-14/55094 შეტყობინების საფუძველზე, ჩატარდა საწარმოს ალტერნატიული აუდიტის საგადასახადო შემოწმება. აღნიშნული საგადასახადო შემოწმების საფუძველზე შედგა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა №30698 ბრძანება და №145 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურმა №17224 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდა შემოსავლების სამსახურის №025-145 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული საურავისაგან.
შემოსავლების სამსახურმა №17224 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს №6079/2/13 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის №3ბ/291-17 გადაწყვეტილებით:
1.მომჩივანის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
3.მომჩივანის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
ა) ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება საჩივარზე (№6079/2/13) დღგ-ისა და მოგების გადასახადის ნაწილში, ამავე ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის №17224 ბრძანება;
ბ) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის №30698 ბრძანება დღგ-ისა და მოგების გადასახადის დარიცხვის ნაწილში, ასევე, ამავე ნაწილში არაარსებითად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის №145 საგადასახადო მოთხოვნა და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს დღგ-ისა და მოგების გადასახადის დარიცხვის ნაწილში, მომჩივანთან მიმართებაში მიიღოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით.
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №025-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №32392 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დაედგინა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის №32392 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს №18644/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის წლის №14457 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საბჭოს №18644/2/2023 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304-ე მუხლის 21;