ბრძანება N 4965
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4965
19 მარტი 2025
ბრძანება
შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )
(მის.: „--------“ )
2025 წლის 28 იანვრის და 7 მარტის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 თებერვლის და 7 მარტის სხდომებზე (ოქმები №15 და №19) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“ ) 2025 წლის 28 იანვრის №11870/21 და 7 მარტის №34474/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №007-327 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება სატრანსპორტო მომსახურების დღგ-ით დაბეგვრას. განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში კომპანიის მიერ ვერ იქნა წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით. გადამხდელი ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება, რომ აღნიშნული მომსახურება წარმოადგენს საერთაშორისო გადაზიდვის ნაწილს.
2. გადამხდელი არ ეთანხმება საქონლის შესაძენად არარეზიდენტი პირებისთვის ავანსად გადარიცხული თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ უგულველყოფილ იქნა კომპანიის მიმართ არარეზიდენტი იურიდიული პირების დავალიანების ფაქტი და განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, თუმცა საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს აღნიშნული ნორმის გამოყენების თაობაზე დასაბუთებას და არ არის მითითებული შესაბამისი ნორმა. მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის (საქმე №ბს-854-846(კ16)) გადაწყვეტილებაზე. აცხადებს, რომ "------"-ის ფედერაციის სახელით, "-------"-ის რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლოს 2024 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით „--------“ ცნობილ იქნა გადახდისუუნაროდ/გაკონტრებულად. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს „--------“-ის დირექტორი წერილით. ასევე, ადასტურებს შპს „-------“ მიმართ ვალდებულების ფაქტს და ოდენობას. გადამხდელი განმარტავს, ვინაიდან არარეზიდენტი იურიდიული პირი რეგისტრაციის ქვეყანაში სასამართლო გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა გადახდისუუნაროდ, აღნიშნული შპს „------- -სთვის“ წარმოადგენს არსებული დებიტორული დავალიანების უიმედო ვალად განხილვის საფუძველს. ამდენად გადამხდელი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები სრულად ექვემდებარება გაუქმებას. წარმოდგენილი აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი.
3. გადამხდელი არ ეთანხმება დებიტორული დავალიანების მიღებულად და კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენების საფუძველზე, თუმცა საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს აღნიშნული ნორმის გამოყენების დასაბუთებას, ასევე არ არის მითითებული შესაბამისი ნორმა. შემოწმებით უგულველყოფილ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას დებიტორული დავალიანების ნაშთის დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითება, რომლითაც ცალსახად განიმარტა, რომ დებიტორული დავალიანების ანგარიშვალდებულ პირზე სესხად კვალიფიკაცია ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც შემოწმების შედეგად დგინდება, რომ საქონლის/მომსახურების მიმღების მიერ აღნიშნული დავალიანება ანაზღაურებულია სრულად, რასაც ასევე ადასტურებს საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი. განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებების შეფასების გარეშე განხორციელდა საგადასახადო ტვირთის დაკისრება კომპანიისთვის. ასევე, არ იქნა გათვალისწინებული კომპანიის მიერ დებიტორებად აღრიცხული ფიზიკური პირები და ფაქტების ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. აცხადებს, რომ აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებებს წარმოადგენს საგადასახადო დავის პროცესში, კომპანიას დებიტორებად აღრიცხული პირებისგან თანხები არ აქვს მიღებული და მხარეები ადასტურებენ კომპანიის მიმართ დავალიანების არსებობის ფაქტს.
4.გადამხდელი არ ეთანხმება დანაკლისის დაბეგვრის საფუძველით მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას მისი მონაწილეობით და დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 1 მაისის №10310 ბრძანების საფუძველზე შპს „--------“ (ს/ნ „--------“) ჩაუტარდა საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 27 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №27739 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №007-327 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 272 775 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 165 013 ლარი, ჯარიმა 83 456 ლარი და საურავი 24 306 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. შპს „-------- - ს “ შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა პირებისთვის გაწეული აქვს სატრანსპორტო მომსახურება (ერთი არარეზიდენტი და სამი რეზიდენტი საწარმო). გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ინვოისები, სადაც მითითებულია გადაზიდვის ღირებულება, ხოლო ინვოისების მიხედვით აღნიშნული გადაზიდვები საერთაშორისო გადაზიდვების ნაწილს წარმოადგენს, თუმცა სხვა დოკუმენტაცია გადამხდელის მიერ ვერ იქნა მოწოდებული, ხოლო აღნიშნულ ნაწილში გადახდილი თანხები (ხარჯების ნაწილში) გადამხდელის მიერ დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. შემოწმების ფარგლებში ვერ დგინდება საწარმოს მიერ აღნიშნული მომსახურების გაწევა წარმოადგენს თუ არა საერთაშორისო გადაზიდვის ნაწილს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით, გაწეული ტრანსპორტირების მომსახურების თანხები დაიბეგრა დღგ-ით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული აქვს ფქვილის იმპორტი „--------“-დან, პერიოდულად ხდებოდა არარეზიდენტი კომპანიისთვის ავანსად თანხის გადარიცხვა, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ ფქვილის შემოტანა, 2022 წლიდან მოყოლებული ფიქსირდება აღნიშნულ კომპანიაზე ავანსად გადარიცხული თანხის ნაშთი 171 815 ლარის ოდენობით, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე ფქვილის შემოტანა არ განხორციელებულა, ამასთან შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე, „--------“-დან ფიქსირდება ავანსად გადარიცხული თანხა 126 703.6 ლარის ოდენობით, მაგრამ საქონლის შემოტანა არ განხორციელებულა აღნიშნული კომპანიისგან. საგადასახადო შემოწმების მიერ ჩატარებული ანალიზის მიხედვით გამოვლინდა, რომ დარჩენილი გადარიცხული თანხების სანაცვლოდ გადამხდელს არც შემოწმების პერიოდზე და არც შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ არ მიუღია საქონელი, არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულება ან სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც გადარიცხული თანხის მიზნობრიობასთან იქნებოდა დაკავშირებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ავანსად გადარიცხულ თანხებს შეეცვალა კვალიფიკაცია და განხილულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
3. გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის წარმოდგენილი აქვს 2 საბუღალტრო პროგრამა: ბალანსი და სუპერფინი (სუპერფინი 01.01.2021-01.01.2024 წწ. ბალანსი - 01.09.2022-01.03.2024 წწ.) პროგრამა სუპერფინის და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით გადამხდელს გააჩნია დებიტორული დავალიანების ნაშთი წინა პერიოდებიდან მოყოლებული სალდირებულად 249 111 ლარის ოდენობით შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე. აღნიშნულ ანგარიშზე საწყისი ნაშთის დეტალური ანალიზი/გაშიფვრა პირების და თანხების მიხედვით ვერ ხერხდება, ბუღალტრის ზეპირი ახსნა-განმარტებით აღნიშნული დებიტორული დავალიანებები წარმოადგენს წინა პერიოდიდან წარმოშობილ ძირითადად კვერცხის რეალიზაციის შედეგად მისაღებ თანხებს. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში გადამხდელის მიერ სხვა დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. რადგან შემოწმების მიერ ვერ ხორციელდება დებიტორული დავალიანების გაშიფვრა და შესაბამისი ანალიზი, აღნიშნული თანხა განხილულ იქნა საწარმოს მიერ მიღებულად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
4. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებული აქვს შიდა ინვენტარიზაციები, რომლის მიხედვით გამოვლენილი დანაკლისები დაბეგრილი აქვს შესაბამისი პერიოდების მიხედვით მოგების გადასახადით და დღგ-ით. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალები, რომლის მიხედვით გამოვლინდა, რომ გადამხდელს რიგ თვეებში არ აქვს დაბეგრილი/ან არასწორად აქვს დაბეგრილი დანაკლისის ღირებულება მოგების გადასახადით. შემოწმებით შესაბამისი პერიოდების მიხედვით დაბეგრილი იქნა აღნიშნული თანხები მოგების გადასახადით. ამასთან, მოგების გადასახადში ზედმეტად დაბეგრილია 15 789 ლარის განაწილებული მოგება, აღნიშნულ ნაწილში დაკორექტირებული/შემცირებული იქნა მოგების გადასახადი. ჯამში საწარმოს დაერიცხა აღნიშნულ ნაწილში მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთაშორისო გადაზიდვა არის ავტოსატრანსპორტო საშუალებით, სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით, საზღვაო სატრანსპორტო საშუალებით, შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებით ან საჰაერო ხომალდით მგზავრთა, საქონლის (მათ შორის, ფოსტის) სხვადასხვა სახელმწიფოში, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოა, მდებარე ორ პუნქტს შორის განხორციელებული ნებისმიერი გადაზიდვა. ამასთანავე, საერთაშორისო გადაზიდვას არ მიეკუთვნება:
ა) გადაზიდვა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ საქართველოს საზღვრების გარეთ მდებარე პუნქტებს შორის ან მხოლოდ საქართველოს საზღვრებში მდებარე პუნქტებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა პირისთვის გაწეული აქვს სატრანსპორტო მომსახურება. შემოწმების ფარგლებში ვერ დადგინდა საწარმოს მიერ აღნიშნული მომსახურების გაწევა წარმოადგენს თუ არა საერთაშორისო გადაზიდვის ნაწილს. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა მხოლოდ ინვოისები, თუმცა სხვა დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, გადამხდელს მის მიერ განხორციელებულ ოპერაციასთან მიმართებით არ წარუდგენია. შესაბამისად, გაწეული ტრანსპორტირების მომსახურების თანხები დაიბეგრა დღგ-ით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არარეზიდენტი კომპანიებისთვის ავანსის სახით საქონლის შესაძენად გადარიცხული აქვს თანხები, თუმცა საგადასახადო შემოწმების მიერ ჩატარებული ანალიზის მიხედვით გამოვლინდა, რომ დარჩენილი გადარიცხული თანხების სანაცვლოდ გადამხდელს არც შემოწმების პერიოდზე და არც შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ არ მიუღია საქონელი, არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულება ან სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც გადარიცხული თანხის მიზნობრიობასთან იქნებოდა დაკავშირებული.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა ავანსად გადარიცხულ თანხებზე კვალიფიკაციის შეეცვალა და საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი სარწმუნო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
დადგენილია, რომ გადამხდელს წინა პერიოდებიდან მოყოლებული შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე გააჩნია დებიტორული დავალიანების ნაშთი სალდირებულად 249 111 ლარის ოდენობით. კომპანიის ბუღალტრის ზეპირი ახსნა-განმარტებით აღნიშნული დებიტორული დავალიანებები წარმოადგენს წინა პერიოდიდან წარმოშობილ ძირითადად კვერცხის რეალიზაციის შედეგად მისაღებ თანხებს. ვინაიდან, საგადასახადო შემოწმების მიერ ვერ განხორციელდა დებიტორული დავალიანების გაშიფვრა და შესაბამისი ანალიზი, აღნიშნული თანხა განხილულ იქნა საწარმოს მიერ მიღებულად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი გამოთქვამს მზაობას აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება, რომ კომპანიას დებიტორებად აღრიცხული პირებისგან არ აქვს მიღებული თანხები და მხარეები ადასტურებენ კომპანიის მიმართ დავალიანების არსებობის ფაქტს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაშიფრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია დებიტორების შესახებ. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს ჩატარებული აქვს შიდა ინვენტარიზაციები, რომლის მიხედვით გამოვლენილი დანაკლისი დაბეგრილი აქვს შესაბამისი პერიოდების მიხედვით. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალები, რომლის მიხედვით გამოვლინდა, რომ გადამხდელს რიგ თვეებში არ აქვს დაბეგრილი/ან არასწორად აქვს დაბეგრილი დანაკლისის ღირებულება მოგების გადასახადით. შემოწმებით შესაბამისი პერიოდების მიხედვით დაბეგრილი იქნა აღნიშნული თანხები მოგების გადასახადით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაშიფრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია დებიტორების შესახებ;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება სატრანსპორტო მომსახურების დღგ-ით დაბეგვრას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება საქონლის შესაძენად არარეზიდენტი პირებისთვის ავანსად გადარიცხული თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
3. გადამხდელი არ ეთანხმება დებიტორული დავალიანების მიღებულად და კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
4.გადამხდელი არ ეთანხმება დანაკლისის დაბეგვრის საფუძველით მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას მისი მონაწილეობით და დარიცხული თანხების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა პირებისთვის გაწეული აქვს სატრანსპორტო მომსახურება.გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ინვოისები, სადაც მითითებულია გადაზიდვის ღირებულება, ხოლო ინვოისების მიხედვით აღნიშნული გადაზიდვები საერთაშორისო გადაზიდვების ნაწილს წარმოადგენს, თუმცა სხვა დოკუმენტაცია გადამხდელის მიერ ვერ იქნა მოწოდებული, ხოლო აღნიშნულ ნაწილში გადახდილი თანხები გადამხდელის მიერ დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. შემოწმების ფარგლებში ვერ დგინდება საწარმოს მიერ აღნიშნული მომსახურების გაწევა წარმოადგენს თუ არა საერთაშორისო გადაზიდვის ნაწილს. სსკ-ის 159-ე მუხლის მიხედვით, გაწეული ტრანსპორტირების მომსახურების თანხები დაიბეგრა დღგ-ით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
2. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული აქვს ფქვილის იმპორტი რუსეთიდან,პერიოდულად ხდებოდა არარეზიდენტი კომპანიისთვის ავანსად თანხის გადარიცხვა, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ ფქვილის შემოტანა, 2022 წლიდან მოყოლებული ფიქსირდება აღნიშნულ კომპანიაზე ავანსად გადარიცხული თანხის ნაშთი 171 815 ლარის ოდენობით, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე ფქვილის შემოტანა არ განხორციელებულა, ამასთან შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე,ფიქსირდება ავანსად გადარიცხული თანხა 126 703.6 ლარის ოდენობით, მაგრამ საქონლის შემოტანა არ განხორციელებულა აღნიშნული კომპანიისგან.
გამოვლინდა, რომ დარჩენილი გადარიცხული თანხების სანაცვლოდ გადამხდელს არც შემოწმების პერიოდზე და არც შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ არ მიუღია საქონელი, არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულება ან სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც გადარიცხული თანხის მიზნობრიობასთან იქნებოდა დაკავშირებული.
შედეგად,ავანსად გადარიცხულ თანხებს შეეცვალა კვალიფიკაცია და განხილულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. რადგან შემოწმების მიერ ვერ ხორციელდება დებიტორული დავალიანების გაშიფვრა და შესაბამისი ანალიზი, აღნიშნული თანხა განხილულ იქნა საწარმოს მიერ მიღებულად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. პირს, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
4. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში ჩატარებული აქვს შიდა ინვენტარიზაციები, რომლის მიხედვით გამოვლენილი დანაკლისები დაბეგრილი აქვს შესაბამისი პერიოდების მიხედვით მოგების გადასახადით და დღგ-ით. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალები, რომლის მიხედვით გამოვლინდა, რომ გადამხდელს რიგ თვეებში არ აქვს დაბეგრილი/ან არასწორად აქვს დაბეგრილი დანაკლისის ღირებულება მოგების გადასახადით. შემოწმებით შესაბამისი პერიოდების მიხედვით დაბეგრილი იქნა აღნიშნული თანხები მოგების გადასახადით. ამასთან, მოგების გადასახადში ზედმეტად დაბეგრილია 15 789 ლარის განაწილებული მოგება, აღნიშნულ ნაწილში დაკორექტირებული/შემცირებული იქნა მოგების გადასახადი. ჯამში საწარმოს დაერიცხა აღნიშნულ ნაწილში მოგების გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
3.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაშიფრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია დებიტორების შესახებ. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.
4.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),983,101,154,159,163,164.