„სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმისა და მისი შევსების/დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ
📄 სრული ტექსტი
(ძალადაკარგულია - 09.07.2021, №166)
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ერთობლივი ბრძანება № 224/ № 1-1/349
2019 წლის 17 ივლისი
ქ. თბილისი
„სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმისა და მისი შევსების/დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლისა და „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 1 ოქტომბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 ივნისის №292 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებთ:
მუხლი 1. დამტკიცდეს:
1. „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ელექტრონულად შესავსები ფორმა (დანართი №1).
2. „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ საბეჭდი ფორმა (დანართი №2).
3. „სამშენებლო პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ ფორმის შევსებისა და დადასტურების წესი (დანართი №3).
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 20 ივლისიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ივანე მაჭავარიანი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნათელა თურნავა
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე