დასაბეგრი პირი/ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება

ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) გადაწყვეტილება 29.02.1996
№ დოკუმენტი C-110/94
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1674197267341 {width: 467.65pt; border: none; margin-left: 6.75pt; margin-right: 6.75pt; margin: 0 auto !important; }წევრი სახელმწიფო

ბელგია

საქმის ნომერი

C-110/94

მხარეები

Intercommunalevoor zeewaterontzilting v. Belgian State

თარიღი

29/02/1996

სამართლებრივი

საფუძველი

1977 წლის17 მაისის დღგ-ის მე-6 დირექტივის მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები (2006 წლის 28 ნოემბრისდირექტივის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილი)

საქართველოსსაგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმები

158-ე მუხლის1-ლი ნაწილი

დასაბეგრი პირი/ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება

ფაქტობრივი გარემოება

Intercommunale voor Zeewaterontzilting (შემდგომში კომპანია) დაარსდა ზღვისა და მლაშე წყლების გადამუშავების საქმიანობის განხორციელების მიზნით. აღნიშნულის მისაღწევად კომპანიამ შეიძინა გარკვეული აქტივები და შეუკვეთა კვლევა დემარილიზაციის ქარხნის მშენებლობის პროექტის მომგებიანობის შესახებ. პროექტის შესწავლით გამოვლინდა მომგებიანობასთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა, რის გამოც პროექტი შეჩერდა. შესაბამისად, დაიწყო კომპანიის ლიკვიდაციის პროცესი ისე, რომ მას არანაირი საქმიანობის განხორციელება დაწყებული არ ჰქონდა.

საგადასახადო შემოწმების ფარგლებში კომპანიას შეუმცირდა დღგ-ს ჩათვლები იმ მიზეზით, რომ კომპანიას არ განუხორციელებია დასაბეგრი ოპერაციები.

კომპანიამ ზემოაღნიშნული დარიცხვა გაასაჩივრა ეროვნულ სასამართლოში, სადაც განაცხადა, რომ ჰქონდა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების განზრახვა და გააჩნდა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მიუთითა ასოციაციის წესდებასა და იმ ფაქტზე, რომ მან დაიქირავა პერსონალი, დააარსა საწარმო და აიღო სესხები. ასევე, კომპანიამ არგუმენტად მოიყვანა სასამართლოს გადაწყვეტილება C 268/83 საქმეზე (Rompelman). აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ეროვნულმა სასამართლომ შეაჩერა სამართალწარმოება და მიმართა ევროპის სასამართლოს.

დასმული კითხვა

1. თუ კომპანია, რომელიც ფუძნდება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, წარმოადგენს დასაბეგრ პირს, მაშინ ამ საქმიანობის მომგებიანობის შესწავლის მიზნით განხორციელებული კვლევის დაკვეთა განიხილება თუ არა ეკონომიკურ საქმიანობად დირექტივის მე-9 მუხლის შესაბამისად?

2. ვინაიდან კომპანია საოპერაციო ფაზაზე არ გადასულა და განხორციელდა ლიკვიდაცია, ითვლება თუ არა, რომ პირი თავიდანვე არ წარმოადგენდა დასაბეგრ პირს და ძველი თარიღითვე უქმდება თუ არა დასაბეგრი პირის სტატუსი?

 

სასამართლოს გადაწყვეტილება

2006 წლის 28 ნოემბრის დირექტივის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

როგორც სასამართლომ C 268/83 საქმეზე (Rompelman) დაადგინა, ეკონომიკური საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე სახის თანმიმდევრული ქმედების განხორციელებას და მოსამზადებელი საქმიანობები (მაგ. აქტივების შეძენა) განიხილება, როგორც ეკონომიკური საქმიანობის შემადგენელი ნაწილი.

დღგ-ის ნეიტრალურობის პრინციპი მოითხოვს, რომ საგადასახადო რეგულაციები იყოს ნეიტრალური და თანასწორი ყველასთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ბიზნესის დაწყების მიზნით საინვესტიციო დანახარჯების გაწევა მიჩნეული უნდა იყოს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებად. შესაბამისად, აღნიშნულ ხარჯებზე გადახდილი დღგ გათვალისწინებული უნდა იყოს ჩათვლებში. დირექტივის მე-9 მუხლის სხვაგვარი ინტერპრეტაცია დაამძიმებს გადამხდელის საგადასახადო ტვირთს.

 

აღნიშნულზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

1.თუ კომპანია, რომელიც ფუძნდება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, წარმოადგენს დასაბეგრ პირს, მაშინ ამ საქმიანობის მომგებიანობის შესწავლის მიზნით განხორციელებული კვლევის დაკვეთაც განხილული უნდა იქნეს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებად. ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნის დასადგენად კი საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირისგან მოითხოვოს ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

2.დასაბეგრი პირის სტატუსი არ შეიძლება გაუქმდეს უკუძალით, მაშინაც კი თუ კომპანია არ დაიწყებს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას და დაიწყება ლიკვიდაციის პროცესი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დგინდება თაღლითობის ფაქტი ან ჩათვლის უფლების ბოროტად გამოყენების განზრახვა.