ბრძანების განმარტება N 12223

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.06.2026
№ დოკუმენტი 12223
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 12223

04 ივნისი 2026

ბრძანება

„შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

(მის.: „--------“)

2026 წლის 2 მარტის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე”

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 3 აპრილის №7805

ბრძანების განმარტებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 28 მაისის სხდომაზე (ოქმი №44) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 15 მაისის №102401/1/2026 კორესპოდენცია, შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 3 აპრილის №7805 ბრძანების განმარტებასთან დაკავშირებით.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით დგინდება, რომ შპს „--------“ (ს/ნ „--------“) 2026 წლის 2 მარტის საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 თებერვლის №063-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

„1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“ ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ნოტარიულად დადასტურებული შესყიდვის აქტების ის ნაწილი, რომელთა ავთენტურობა/სიყალბე საგამოძიებო ორგანოს მიერ არ დადგენილა/დადგინდება, გაითვალისწინოს ფულის მოძრაობის ანალიზის ხარჯის ნაწილში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.”

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 3 აპრილის №7805 ბრძანება ბუნდოვანია. გაუგებარია, აღნიშნული გადაწყვეტილება გულისხმობს მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაციის ნაწილში გადაანგარიშებას, თუ წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით ზოგადი ფასნამატის განსაზღვრას მთლიანად სადავო ნაწილზე და დარიცხვის შემცირებას. ითხოვს, ბრძანების განმარტებას, რათა გამოირიცხოს დავალების ზოგადი ხასიათი. ასევე, რათა აუდიტის დეპარტამენტს მიეცეს საშუალება საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება და მოახდინოს დარიცხული თანხების შემცირება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა გადასახადის გადამხდელის კორესპონდენცია და მიუთითა, რომ გადაწყვეტილების განმარტება ნიშნავს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებას და მის აღსრულებადობას უკავშირდება. გადაწყვეტილების განმარტება ხდება მაშინ, როდესაც მისი აღსრულება ვერ ხერხდება სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების, ორაზროვნების ან მისი გაგების/აღსრულების სხვაგვარად გართულების გამო.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 307-ე მუხლზე, რომლის თანახმად:

1.მომჩივანსა და საგადასახადო ორგანოს უფლება აქვთ, მიმართონ დავის განმხილველ ორგანოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების განმარტების მიზნით.

2.დავის განმხილველი ორგანო გადაწყვეტილების განმარტებისას ხელმძღვანელობს იმავე ვადებით, რომლებიც დადგენილია საჩივრის განხილვისათვის.

3. განმარტება გადაწყვეტილების განუყოფელი ნაწილია და იგი ეგზავნება დავაში მონაწილე პირებსა და ორგანოებს.

4. გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ მისი განმარტება დაუშვებელია.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილების 41-ე მუხლის თანახმად:

1. დავის განმხილველი ორგანო მხარის შუამდგომლობის საფუძველზე წერილობით განმარტებას უგზავნის მოპასუხესა და მომჩივანს.

2. განმარტებაში უნდა აისახოს გადაწყვეტილების სადავო ნაწილი, დასმული შეკითხვა და დავის განმხილველი ორგანოს განმარტება.

3. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება არ საჭიროებს განმარტებას, დავის განმხილველი ორგანო ამის შესახებ აცნობებს განმარტების მომთხოვნ პირს.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 3 აპრილის №7805 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ნოტარიულად დადასტურებული შესყიდვის აქტების ის ნაწილი, რომელთა ავთენტურობა/სიყალბე საგამოძიებო ორგანოს მიერ არ დადგენილა/დადგინდება, გაითვალისწინოს ფულის მოძრაობის ანალიზის ხარჯის ნაწილში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, ამავე ბრძანების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია სამართლებრივი ნორმები, ფაქტობრივი გარემოებები და არგუმენტაცია, რომლებსაც შემოსავლების სამსახური დაეყრდნო საკითხების სამართლებრივი შეფასების და გადაწყვეტილების მიღებისას.

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ბრძანების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილში აღწერილი გარემოებები ნათლად მიუთითებს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 3 აპრილის №7805 ბრძანება არ შეიცავს ბუნდოვანებას და არ არსებობს მისი განმარტების საჭიროება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 307-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) მოთხოვნა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 3 აპრილის №7805 ბრძანების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 3 აპრილის №7805 ბრძანება ბუნდოვანია.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ბრძანების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილში აღწერილი გარემოებები ნათლად მიუთითებს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 3 აპრილის №7805 ბრძანება არ შეიცავს ბუნდოვანებას და არ არსებობს მისი განმარტების საჭიროება.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

307.