თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის განაკვეთების დამტკიცების შესახებ

სათამაშო ბიზნესი 23.03.2018
№ დოკუმენტი 40
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2018 წლის 23 მარტი

ქ. თელავი

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის განაკვეთების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ.“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება მოხდეს სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარით;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარით;

დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარით;

დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარით;

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 500 ლარით;

ვ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარით.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 ივლისის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 29.07.2024წ.

მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 იანვრის №4 დადგენილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 26/01/2017, 010250050.35.176.016142).

მუხლი 3

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე

არჩილი თხლაშიძე

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე