ბრძანება N 6360
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 6360
30.03.2023
შპს „-----------------ს“ (ს/ნ ------------------------)
(ფაქტ. მის.:-------------------------------------------;
იურ. მის.: -------------------------------------------)
2023 წლის 1 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 მარტის სხდომაზე (ოქმი №31) განიხილა შპს „----------------ს“ (ს/ნ -----------------------) №--------/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 6 თებერვლის №EL------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და №-------- (№-----------) საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2023 წლის - იანვარს თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი იქნა მინა, რომლის შემოტანაშიც გამოყენებულ იქნა სპეციალური ლითონის ქვეშები მინის გადასაადგილებლად 2 ცალი, რომელიც მოექცა დროებითი შემოტანის რეჟიმში (დეკლარაციის №-- 03/--/2023). ლითონის ქვეშები მინის გადასაადგილებლად, მინის დაცლის შემდეგ დაბრუნდა თურქეთში იგივე ტრანსპორტით. აღნინშული ფაქტი იყო პირველი და გაუგებრობის გამო მომხდა საბაჟო პროცედურის გარეშე გატანა, რის გამოც დაჯარიმდა და დაერიცხა დღგ.
მომჩივნის განმარტებით, კომპანიის საქმიანობას არ წარმოადგენს მინის იმპორტი, არის ახალი კომპანია ბაზარზე და აშენებს ხუთ სართულიან სავაჭრო ობიექტს. მინები შემოიტანა საკუთარი ობიექტისთვის და არანაირი ინტერესი არ აქვთ მინის გადასაადგილებელ ქვეშებთან მიმართებით.
საჩივრის მიხედვით, მომწოდებელი კომპანია თურქეთში ადასტურებს, რომ მინის გადასაადგილებელი 2 ცალი ლითონის ქვეშები დაბრუნდა თურქეთში, რასაც მომჩივნის მოსაზრებით ადასტურებს თურქული მხარის მიერ მოწოდებული დოკუმენტი - თურქეთის საბაჟო საზღვარზე გადატანის დეკლარაცია.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო აქტებით დარიცხული თანხის გაუქმებას და აღნიშნული ლითონის ქვეშების დროებით შემოტანის პროცედურის დასრულებას და რეექპორტის განხორციელებულად ჩათვლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის - იანვარს შპს „-----------------ოს“ (ს/ნ ------------------------) მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი (ლითონის ქვეშები მინის გადაასაადგილებლად – 2 ერთეული) №-------/-----/-- საბაჟო დეკლარაციით მოექცა დროებით შემოტანის პროცედურაში 22 დღით – 2023 წლის - იანვრამდე.
შპს „-----------------ს“ მიერ №-------/-----/-- საქონლის საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდა დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის სხვა საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში მოქცევა. აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე გაფორმების ეკონომიკური ზონა
„--------ის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის -- იანვარს შედგენილ იქნა №-------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „---------------ს“ (ს/ნ ------------------------)დროებით შემოტანის პროცედურის პირობის დარღვევისათვის, დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
2023 წლის ----- თებერვალს შპს „-----------------ს“ (ს/ნ ------------------------) წარმომადგენელმა №------/------- განცხადებით აცნობა საბაჟო დეპარტამენტს, რომ №------/------/---- საბაჟო დეკლარაციით დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონელი 2023 წლის - იანვარს გატანილ იქნა ექსპორტიორ ქვეყანაში (თურქეთის რესპუბლიკა) იმავე სატრანსპორტო საშუალებით (№-------/------------), რომლითაც იქნა შემოტანილი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. ამასთან, საქონელი გატანილ იქნა შესაბამისი საბაჟო ფორმალობების განხორციელების გარეშე.
ვინაიდან, შპს „-------ს“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----ის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის - თებერვალს შედგენილ იქნა №-------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-----------------ს“ (ს/ნ ------------------------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა ---- ლარის (იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით. ამასთან ერთად, 2023 წლის - თებერვალს გამოიცა №------/----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „---------------------------ს“ (ს/ნ ------------------------) უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად – საურავი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „დროებით შემოტანის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №11) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დროებით შემოტანის პროცედურა დასრულებულად ითვლება, თუ:
ა) საქონელი გატანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან შესაბამისი საბაჟო ფორმალობების დაცვით. ამასთან, საქონელი შეიძლება გატანილ იქნეს ნაწილ-ნაწილ, პარტიების სახით. დასაშვებია საქონელი გატანილ იქნეს ნებისმიერი საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით;
ბ) საქონელი მოექცა სხვა საბაჟო პროცედურაში; გ) საქონელი განადგურდა ნარჩენების გარეშე;
დ) საქონელი გადაცემულია სახელმწიფოსთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დროებით შემოტანილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენს სათანადოდ გაფორმებული: საქონლის საბაჟო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4/ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია/ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია ან/და კონტროლიდან მოხსნილი აღრიცხვის მოწმობა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა:
ა) უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა;
ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა;
გ) უცხოური საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:
ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;
ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ №-------/----/---- საბაჟო დეკლარაციით დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონელი 2023 წლის - იანვარს გატანილ იქნა ექსპორტიორ ქვეყანაში (თურქეთის რესპუბლიკა) იმავე სატრანსპორტო საშუალებით (№------/-------), რომლითაც იქნა შემოტანილი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. ამასთან, საქონელი გატანილ იქნა შესაბამისი საბაჟო ფორმალობების განხორციელების გარეშე.
შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა. აღნიშნული კი არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაეკისრებული ჯარიმა, იმპორტის გდასახდელისა და საურავის დაკისრება მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------------ს“ (ს/ნ ------------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს სადავო აქტებით დარიცხული თანხის გაუქმებას და აღნიშნული ლითონის ქვეშების დროებით შემოტანის პროცედურის დასრულებას და რეესქპორტის განხორციელებულად ჩათვლას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო დეკლარაციით მოექცა დროებით შემოტანის პროცედურაში 22 დღით – 2023 წლის - იანვრამდე. მომჩივანის მიერ საქონლის საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდა დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის სხვა საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში მოქცევა. აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე გადასახადის გადამხდელს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა. გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, გადამხდელს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.ამასთან,უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად – საურავი.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 64(2„დ“); 272; 302(6);
საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 49(1,2); 70(2); 104(3); 163(1); 172(1);
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 9(2)