გადაწყვეტილება №22071/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.06.2024
№ დოკუმენტი 22071/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№ 22071/2/2024

27 ივნისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 26.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22071/2/2024).

 

დავის საგანი:

დავების განხილვის საბჭოს 2.06.2023 წლის №80253/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №077-39 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 102 061 ლარი.

მათ შორის:

ბუნებრ. რესურს. სარგებ. მოსაკრებელი - 1 373

გადასახადი - 24 696

მოგების გადასახადი - 21 381

დღგ - 1 888

საშემოსავლო გადასახადი - 230

სოციალური გადასახადი - 1 197

ჯარიმა - 9 614

საურავი - 66 378

 

პროცედურული გარემოებები/ფაქტების აღწერა

კომპანიის საქმიანობაა ღორღიანი და ქვიშოვანი კარიერების დამუშავება.

----------- და ----------- საოლქო პროკურატურის წარმოებაში არსებული №082108013 სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, 2011 წლის 1 თებერვლის №გ.01.01.2011/1 მიმართვისა და საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის 2011 წლის 9 თებერვლის №45 დავალების საფუძველზე, ამავე დეპარტამენტმა გამოძიების მიერ წარდგენილ მასალებზე დაყრდნობით რევიზიის ფარგლებში ჩაატარა მომჩივნის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის წარმოებისა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მდგომარეობის შემოწმება.

შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2005 წლის პირველი იანვრიდან 2011 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე შედგა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2011 წლის 22 ნოემბრის დოკუმენტური რევიზიის აქტი. საიდანაც ირკვევა, რომ:

1. კომპანია საგადასახადო კოდექსის 73-ე და 136-ე მუხლების თანახმად არ ახდენდა ქვიშა-ხრეშის საბადოზე მოპოვებული ბალასტის და მისგან წარმოებული პროდუქციის (ქვიშა, ღორღი) სრულად აღრიცხვას.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, წარმოებული პროდუქციის რაოდენობის დასადგენად გამოყენებული იქნა შემოწმების ხელთ არსებული მასალები. კერძოდ, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ---------- სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის 2011 წლის 7 ივლისის N----------- დასკვნა, რომელშიც მოცემული იყო შპს „-------------“-ის მიერ „------------“ მარკის სამსხვრევ დამხარისხებელი დანადგარის მეშვეობით, საბადოებზე მოპოვებული ერთი მ 3 ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის პროცენტული შემადგენლობა, რაც შეადგენს:

1. გარეცხილი ბუნებრივი ქვიშა ფრაქცია (0-5მმ) – 16,46%

2. გარეცხილი დაფქული ქვიშა ფრაქცია (0-5მმ) – 16,10%; სულ ქვიშა -32,56%.

3. გარეცხილი ღორღი (სხვადასხვა ფრაქციის ჯამი) – 67,44%.

აღნიშნული მონაცემებისა და ფაქტიური გადამუშავების საფუძველზე თვეების მიხედვით დადგინდა გადამუშავებული პროდუქციის მოცულობა, რაც გამოყენებული იქნა დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისას.

ინერტული მასალების მოპოვებიდან ზემოაღნიშნული დასკვნით დადგენილი გამოსავლიანობის პროცენტული მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2007-2010 წლების საანგარიშო პერიოდებში გამოვლინდა დამატებითი დასაბეგრი შემოსავლები.

საზოგადოებისათვის ზემოთ მითითებული გაანგარიშებით ღორღის რეალიზაციად ჩათვლამ განაპირობა, როგორც მოგების გადასახადის და დღგ-ის, ისე ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელში დამატებითი თანხების დარიცხვა. გადამხდელს ამავე გადასახადებში, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის (2011 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 132-ე მუხლი) საფუძველზე, დაეკისრა ჯარიმა.

2. 2007 წლის საანგარიშო პერიოდში კომპანიის ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა 105 620 ლარით. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის თანახმად, გადამხდელს ოქტომბრის თვეში დაუდგა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, რის გამოც შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის (2011 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 140-ე მუხლი) დაეკისრა ჯარიმა გადასახდელი დღგ-ის 15%. გარდა ამისა, ამავე პერიოდზე გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 275-ე (132-ე) და 274-ე (131-ე) მუხლების თანახმად, დეკლარაციაში გადასახდელი გადასახადის თანხის შემცირებისა და დეკლარაციის წარუდგენლობისათვის დაეკისრა ჯარიმის თანხები.

3. გარდა ამისა, 2005-2010 წლების საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავლებიდან გამოქვითული ხარჯი შემცირდა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების არ არსებობის გამო.

დოკუმენტური რევიზიის აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2011 წლის 28 დეკემბრის №2380 ბრძანება და №7 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გადასახადის გადამხდელმა 2012 წლის 16 იანვარს გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 2012 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2012 წლის 8 მაისს მომჩივანმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მითხოვა შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 28 დეკემბრის №2380 ბრძანების და №7 საგადასახადო მოთხოვნის, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2012 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 7.08.2012 წლის განჩინებით (საქმე №3/2263-12/) დაკმაყოფილდა მოსარჩელის შპს „-----------“-ის წარმომადგენლების შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე, რის გამოც წარდგენილი სარჩელი განუხილველი დარჩა.

შპს „------------“-სა (ს/ნ -----------) და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის 2012 წლის 7 აგვისტოს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება. შეთანხმების მე-3 პუნქტში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 28 დეკემბრის №7 „საგადასახადო მოთხოვნით“ დამატებით დარიცხული თანხა (გადასახადის თანხა, ჯარიმა და ამ გადასახადის თანხაზე დარიცხული შესაბამისი საურავი), საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით განესაზღვრა 200 000 ლარით.

შემოსავლების სამსახურის 6.12.2012 წლის №27513 ბრძანებით, საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო ძალადაკარგულად ჩაითვალა აღნიშნული საგადასახადო შეთანხმება, ხოლო შემოსავლების სამსახურის 6.12.2012 წლის №27515 ბრძანებით, საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10%-ის ოდენობით, სულ 20 000 ლარი.

მომჩივანმა 2.10.2012 წელს, 19.11.2012 წელს და 3.01.2013 წელს ახლად გამოვლენილი გარემოებების არსებობის გამო საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს. ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნია „---------- და “ 2012 წლის 17 დეკემბრის №79 საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა.

დავების განხილვის საბჭოს 16.04.2013 წლის გადაწყვეტილებით საჩივარი, საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების ნაწილში, იმავე მომჩივნის მიმართ, იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებობის გამო სსკ-ის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, ხოლო ახალი გარემოებების გამო დავის განახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანმა 2.07.2013 წელს ახლად გამოვლენილ გარემოებების არსებობის გამო საჩივრით კვლავ მიმართა დავების განხილვის საბჭოს. ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნია სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 21.06.2013 წლის საინჟინრო ქსპერტიზის №------------ დასკვნა.

საბჭოს 28.03.2014 წლის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომელმაც 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 21.06.2013 წლის საინჟინრო ექსპერტიზის №----------- დასკვნა ჩათვალა ახლად გამოვლენილ გარემოებად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 28.03.2014 წლის გადაწყვეტილება და დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელემ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე, უფრო მეტიც, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიჩნია, რომ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებას, რომ შეფასება მისცა ----------და ----------- საოლქო პროკურატურის 2014 წლის 18 მარტის N------------ წერილს და დაასკვნა, რომ ექსპერტიზას გააჩნია თავისი მეთოდები და ტექნოლოგიები და ამასთანავე, ექსპერტიზის ჩატარების დროს ნედლეულის გადამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს განსხვავებული ზომის ცხაურ-ბადეების მქონე დანადგარებისაგან ისე, რომ არ გამოუკვლევია სახეზე იყო თუ არა მითითებული გარემოებები - ჩატარებული ექსპერტიზები ჩატარებული იყო თუ არა და ექსპერტიზის ჩატარების დროს ნედლეულის გადამუშავება განხორციელებული იყო თუ არა განსხვავებული ზომის ცხაურ-ბადეების მქონე დანადგარებისაგან.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გაკეთებული დასკვნა არ შეესაბამება ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა საგადასახადო კოდექსის მიერ განმარტებას

იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის 2012 წლის 16 იანვრის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად დავების განხილვის საბჭომ 2012 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სრულად იქნა გაზიარებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, როგორც სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნებს მოცემული გადაწყვეტილებით შეფასება არ მისცემია, ამასთან, ის გარემოება, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთვის 2012 წლის 6 იანვარს ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით მოსარჩელის მიერ მიმართული განცხადება არაერთხელ გახდა დავების განხილვის საბჭოსთვის დავის განხილვის შეჩერების საფუძველი.

ამრიგად, საქმის მასალებით დადგენილი გარემოება, რომ მოცემული დავის განხილვის ეტაპზე მოსარჩელემ ვერ წარადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, სასამართლოს აძლევს იმგვარი დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მოსარჩელის მიერ დავის განახლების მოთხოვნით წარდგენილი მტკიცებულება ჩაითვალა საგადასახადო კოდექსით დადგენილ ახლად გამოვლენილ მტკიცებულებად.

სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ საკითხზე საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს, დადგინდეს მოსარჩელის მიერ ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებად (მტკიცებულებად) წარდგენილი დოკუმენტის დროულად წარდგენა გამოიწვევდა თუ არა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, რაკიღა სასამართლომ მიიჩნია, რომ მტკიცებულება, რომელიც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინა მოსარჩელემ, არის იმ სახის მტკიცებულება, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ოქტომბრის №3ბ/849-15 და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის №ბს-803-795 (2კ-15) განჩინებებით.

დავების განხილვის საბჭოს 19.02.2021 №2383/2/2016 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 21.06.2013 წლის საინჟინრო ექსპერტიზის №----------- დასკვნის შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2011 წლის 22 ნოემბრის დოკუმენტური რევიზიის აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.

საბჭოს 19.02.2021 №2383/2/2016 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2023 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 320 364 ლარი, მათ შორის გადასახადი - 227 268 ლარი, ჯარიმა - 93 096 ლარი. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.03.2023 წლის №4966 ბრძანება და №077-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

დავების განხილვის საბჭოს 2.06.2023 წლის №80253/1/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების მისი მონაწილეობით შესწავლა, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2011 წლის 22 ნოემბრის დოკუმენტური რევიზიის აქტში მოცემული მეთოდის, მონაცემებზე დაყრდნობით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 21.06.2013 წლის საინჟინრო ექსპერტიზის №---------- დასკვნის გამოყენებით გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების (მათ შორის სანქციების) შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 2.06.2023 წლის №80253/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2011 წლის 22 ნოემბრის დოკუმენტური რევიზიის აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 130 438 ლარი, მათ შორის გადასახადი - 87 503 ლარი, ჯარიმა - 42 935 ლარი. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №33885 ბრძანება და №077-39 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 დეკემბრის №80253/1/2023 გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ გადაანგარიშება უნდა განხორციელებულიყო შემდეგი სახით: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2011 წლის 22 ნოემბრის დოკუმენტური რევიზიის აქტში მოცემული მეთოდის, მონაცემებზე დაყრდნობით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 21.06.2013 წლის საინჟინრო ექსპერტიზის №----------- დასკვნის გამოყენებით მიხედვით.

გადაანგარიშება განხორციელდა დავების საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, თუმცა დაშვებული იქნა მექანიკური შეცდომა, რაც გამოიხატება შემდეგში:

1.1 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2011 წლის 22 ნოემბრის დოკუმენტური რევიზიის აქტის (იხ. დანართი რევიზიის აქტი) დანართი №1 მოცემულია - სხვაობა ქვიშა და ღორღის მიხედვით გაანგარიშებული შემოსავალი დღგ-ის გარეშე წლების მიხედვით: -2007 წელს

105 620 ლარი;-2008 წელს 331 500 ლარი; -2009 წელს 354 376 ლარი;-2010 წელს 53 501 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის შემმოწმებელმა, როდესაც განახორციელა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 21.06.2013 წლის საინჟინრო ექსპერტიზის №------------- დასკვნის მიხედვით და ფინანსური პოლიციის აქტში მოცემული მეთოდით გადაანგარიშებით შემოსავლები შემცირდა და დღგ-ისა და მოგების გადასახადების დეკლარაციებიდან გაანგარიშებით მიღებული შემოსავლები ამოღებული იქნა დაბეგვრიდან.

შემმოწმებელმა დაუშვა მექანიკური შეცდომა 2008-2010 წლების საანგარიშო პერიოდებზე, რადგანაც მას უნდა ამოეღო ამავე აქტში მითითებული: 2008 წელს „მოგების გადასახადის დეკლარაცია 2008“ ერთობლივ შემოსავალზე დამატებული 359 753 ლარი; 2009 წელს „მოგების გადასახადის დეკლარაცია 2009“ ერთობლივ შემოსავალზე დამატებული 358 380 ლარი; 2010 წელს „მოგების გადასახადის დეკლარაცია 2009“ ერთობლივ შემოსავალზე დამატებული 55 229 ლარი.

ჯამურად აუდიტის დეპარტამენტის მიერ ორივე გადაანგარიშების შედეგად უნდა ამოღებულიყო ზემოაღნიშნული შემოსავალი მოგებისა და დღგ-ის ბრუნვებიდან სრულად (1. გადაანგარიშება 20.02.2023 წლის და 2. გადაანგარიშება 27.12.2023 წლის), ასეთ შემთხვევაში დამატებით გადასახდელად უნდა განსაზღვროდა გადასახადი 26 069 ლარის ნაცვლად - 21 501 ლარი (შესაბამისად ჯარიმა, საურავებიც დაკორექტირებას დაექვემდებარებოდა).

1.2 გარდა ამისა, აღსანიშნავია შემდეგი საკითხი: რევიზიის აქტის თანახმად, მოგების გადასახადის ნაწილში ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯები რიგ შემთხევებში შემცირებული იყო დაუსაბუთებლად. გამოსაქვითი ხარჯების შემცირების საკითხზე ჯერ კიდევ წლების წინაც დაობდა. ვინაიდან საბუღალტრო დოკუმენტაცია ამოღებულია პროკურატურის მიერ და უკან არ უბრუნებენ, ამიტომაც გამოსაქვითი ხარჯების დასაბუთებულობაზე დამატებით მტკიცებულებას ვერ ადგენს, გარდა ელექტრო-ენერგიის ხარჯისა. მის მიერ ს/ს „---------“ ამოღებული იქნა ამონაწერი კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გადახდილი ელექტრო-ენერგიის ხარჯის შესახებ (იხ. დანართიდენის ამონაწერი), სადაც ნათლად სჩანს კომპანიის მიერ წლების მიხედვით გაწეული ელ-ენერგიის ხარჯის შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად ითხოვს დოკუმენტურად დადასტურებული ელექტროენერგიის ხარჯის გათვალისწინებას მოგების გადასახადის ნაწილში. ანალოგიური შემთხვევებს აქვს ადგილი სხვა გამოსაქვით ხარჯებთან დაკავშირებით, რის გათვალისწინებასაც ითხოვს.

ზემოაღნიშნული ორივე მოთხოვნის გათვალისწინების შემთხვევაში, ორივე გადაანგარიშების შედეგად გადასახადის სახით დამატებით გადასახდელად უნდა განსაზღვროდა 5441 ლარი, ნაცვლად 26 069 ლარისა. შესაბამისად ითხოვს შემცირდეს ზედმეტად დარიცხული გადასახადი 20 628 ლარის ოდენობით შესაბამისი სანქცია-საურავებთან ერთად.

2. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 დეკემბრის №077-39 (კორექტირებული) საგადასახადო მოთხოვნის თანახმად დარიცხულმა საურავმა შეადგინა 66 378,42 ლარი, მიაჩნია, რომ საურავის თანხები დარიცხული აქვს არასწორად ზედმეტობით.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლზე, 272-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან რევიზიის აქტით დარიცხვა მიეკუთვნება 2005-2010 საანგარიშო წლების საანგარიშო პერიოდს, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 დეკემბრის 33885 ბრძანებით საწარმოზე დარიცხული/შემცირებული თანხების კორექტირების შესახებ დარიცხული თანხები დაკორექტირდა 2007-2010 წლების საანგარიშო პერიოდზე, შესაბამისად ნათელია, რომ საურავები დარიცხვა უნდა შეჩერებულიყო კონკრეტული გადასახადების ნაწილში დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან. მისი გაანგარიშებით საურავი უნდა დარიცხვოდა 19 028,18 ლარის ოდენობით, ნაცვლად 66 378,42 ლარისა. აღსანიშნავია, რომ საურავის დარიცხვა კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2024 წლის 26 იანვრის მდგომარეობით საჩივრის წარმოდგენის თარიღისათვისაც გრძელდება, რაც წესით გაჩერებული უნდა ყოფილიყო (იხ. დანართის სახით წარმოდგენილი პირადი აღრიცხვის ბარათები). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვს ზედმეტად დარიცხული საურავის 47 350,24 ლარის გაუქმებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს:

დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ საჩივრის მოთხოვნის გათვალისწინება და შესაბამისად დარიცხული თანხების დამატებით გადაანგარიშება/შემცირება, ასევე, დაკისრებული საურავის გადაანგარიშება მოთხოვნის შესაბამისად;

ეცნობოს საჩივრის საბჭოზე განხილვის თარიღი, ვინაიდან სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს და დაიცვას კანონიერი მოთხოვნები. საჩივრის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში, დავას გააგრძელებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

დავების განხილვის საბჭოს 19.02.2021 №2383/2/2016 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 21.06.2013 წლის საინჟინრო ექსპერტიზის №--------- დასკვნის შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2011 წლის 22 ნოემბრის დოკუმენტური რევიზიის აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.

საბჭოს 20.10.2022 წლის №2383/2/2016 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2023 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით, შემოწმებისას საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 21.06.2013 წლის საინჟინრო ექსპერტიზის №002607613 დასკვნაში მითითებული მონაცემების მიხედვით. აღნიშნულის საფუძველზე კორექტირება განიცადა გადამუშავებული პროდუქტიდან მიღებული საქონლის პროცენტულმა მაჩვენებელმა. ახალი ნორმების გათვალისწინებით განისაზღვრა დასაბეგრი შემოსავლები და დაკორექტირდა შემოწმებით დარიცხული თანხები. შედეგად, დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 320 364 ლარი, მათ შორის გადასახადი - 227 268 ლარი, საურავი - 93 098 ლარი.

აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №33885 ბრძანება და №077-39 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

დავების განხილვის საბჭოს 2.06.2023 წლის №80253/1/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საბჭოს 20.10.2022 წლის №2383/2/2016 გადაწყვეტილების აღსრულება, მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების მისი მონაწილეობით შესწავლა, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2011 წლის 22 ნოემბრის დოკუმენტური რევიზიის აქტში მოცემული მეთოდის, მონაცემებზე დაყრდნობით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 21.06.2013 წლის საინჟინრო ექსპერტიზის №002607613 დასკვნის გამოყენებით გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების (მათ შორის სანქციების) შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 2.06.2023 წლის №80253/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით, ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად გადაანგარიშდა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 21.06.2013 წლის საინჟინრო ექსპერტიზის №002607613 დასკვნაში მითითებული მონაცემების მიხედვით, თუმცა გადაანგარიშება განხორციელდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2011 წლის 22 ნოემბრის დოკუმენტური რევიზიის აქტით განსაზღვრული მეთოდის საფუძველზე, შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2011 წლის 22 ნოემბრის დოკუმენტური რევიზიის აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 130 438 ლარი, მათ შორის გადასახადი - 87 503 ლარი, ჯარიმა - 42 935 ლარი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს დასკვნით დადგენილ გარემოებებზე, რომ გადაანგარიშება განხორციელდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2011 წლის 22 ნოემბრის დოკუმენტური რევიზიის აქტით განსაზღვრული მეთოდის საფუძველზე, შესაბამისად, უსაფუძვლოდ მიაჩნია ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტები გადაანგარიშების არამართლზომიერების თაობაზე, ამასთან, სადავოდ ხდის ისეთ საკითხს (ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრა), რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) დავების განხილვის საბჭოს 2.06.2023 წლის №80253/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 2.06.2023 წლის №80253/1/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად.

გარდა ამისა, მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილზე და განმარტავს, რომ ვინაიდან რევიზიის აქტით დარიცხვა მიეკუთვნება 2005-2010 საანგარიშო წლების საანგარიშო პერიოდს, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 დეკემბრის 33885 ბრძანებით საწარმოზე დარიცხული/შემცირებული თანხების კორექტირების შესახებ დარიცხული თანხები დაკორექტირდა 2007-2010 წლების საანგარიშო პერიოდზე, შესაბამისად ნათელია, რომ საურავები დარიცხვა უნდა შეჩერებულიყო კონკრეტული გადასახადების ნაწილში დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან. მისი გაანგარიშებით საურავი უნდა დარიცხვოდა 19 028,18 ლარის ოდენობით, ნაცვლად 66 378,42 ლარისა. აღსანიშნავია, რომ საურავის დარიცხვა კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2024 წლის 26 იანვრის მდგომარეობით საჩივრის წარმოდგენის თარიღისათვისაც გრძელდება.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 27.12.2018 წლის კანონის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21 . საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.“

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საგადასახადო დავის პერიოდში, სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ამ ცვლილებებით სანქციები, ამავე ნორმებში მითითებული პირობების არსებობისას შემსუბუქებულია, საბჭოს მიზანშეწონილად მიაჩნია, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს შეფარდებული სანქციის (საურავის) საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დაკისრებული საურავის კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №077-39 საგადასახადო მოთხოვნა;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დაკისრებული სანქციის (საურავის) კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და შედეგების ასახვა მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დავების განხილვის საბჭოს 2.06.2023 წლის №80253/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადაანგარიშება განხორციელდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2011 წლის 22 ნოემბრის დოკუმენტური რევიზიის აქტით განსაზღვრული მეთოდის საფუძველზე, შესაბამისად, უსაფუძვლოდ მიაჩნია ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტები გადაანგარიშების არამართლზომიერების თაობაზე, ამასთან, სადავოდ ხდის ისეთ საკითხს (ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრა), რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) დავების განხილვის საბჭოს 2.06.2023 წლის №80253/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს. გარდა ამისა, მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილზე და განმარტავს, რომ ვინაიდან რევიზიის აქტით დარიცხვა მიეკუთვნება 2005-2010 საანგარიშო წლების საანგარიშო პერიოდს, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 დეკემბრის 33885 ბრძანებით საწარმოზე დარიცხული/შემცირებული თანხების კორექტირების შესახებ დარიცხული თანხები დაკორექტირდა 2007-2010 წლების საანგარიშო პერიოდზე, შესაბამისად ნათელია, რომ საურავები დარიცხვა უნდა შეჩერებულიყო კონკრეტული გადასახადების ნაწილში დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან. საურავის დარიცხვა კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2024 წლის 26 იანვრის მდგომარეობით საჩივრის წარმოდგენის თარიღისათვისაც გრძელდება.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიზანშეწონილად მიაჩნია, საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს შეფარდებული სანქციის (საურავის) საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დაკისრებული საურავის კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 272(21);