ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
📄 სრული ტექსტი
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-775
2020 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
„ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №324 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ :
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ,,ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესი".
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი
ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის
წარმოების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის (შემდგომში „მგვ რეესტრი“) წარმოების წესი შემუშავებულია „ნარჩენების მართვის კოდექსით“ და „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №324 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით და განსაზღვრავს ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის (ბატარეების და აკუმულატორების) მწარმოებლების (შემდგომში „მწარმოებელი“) და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების (შემდგომში „მგვ ორგანიზაცია“) მგვ რეესტრში რეგისტრაციის პირობებს და ანგარიშგების წესს.
2. მგვ რეესტრს ქმნის და ადმინისტრირებას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №2-475 - ვებგვერდი, 04.08.2025წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტი – ბატარეები და აკუმულატორები (დანართი 5);
ბ) ახალი მწარმოებელი – პირი, რომელსაც მგვ რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშობა 2022 წლის 1 ივნისის შემდეგ.
2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება „ნარჩენების მართვის კოდექსით“ და „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №324 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 31 მაისის ბრძანება №2-384 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
მუხლი 3. მგვ რეესტრის ადმინისტრირება
1. მგვ რეესტრის ადმინისტრირებას ახორციელებს სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს წარდგენილი ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, ანალიზს, მონიტორინგს, შესაბამისი ანგარიშების მომზადებას, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
2. მგვ რეესტრის ტექნიკურ ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელია მგვ რეესტრის პროგრამულ უზრუნველყოფასა და გამართულ მუშაობაზე, მონაცემთა დაცვაზე და სხვა სახის ტექნიკურ მხარდაჭერაზე.
3. მგვ რეესტრის პროგრამული უზრუნველყოფა ხდება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, მისი არსებულ მონაცემთა ბაზებთან და საინფორმაციო სისტემებთან თავსებადობის გათვალისწინებით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 31 მაისის ბრძანება №2-384 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №2-475 - ვებგვერდი, 04.08.2025წ.
მუხლი 4. მგვ რეესტრის მონაცემების საჯაროობა
1. მგვ რეესტრში შეტანილი მონაცემებიდან საჯაროა და სააგენტო უზრუნველყოფს შემდეგი მონაცემების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას:
ა) ინფორმაცია წლის განმავლობაში ბაზარზე განთავსებული ბატარეებისა და აკუმულატორების ჯამური რაოდენობისა და წონის შესახებ;
ბ) მგვ ორგანიზაციების და მისი წევრების სია.
2. ინფორმაცია კონკრეტული მწარმოებლის მიერ ბაზარზე განთავსებული ბატარეებისა და აკუმულატორების შესახებ არ არის საჯარო.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №2-475 - ვებგვერდი, 04.08.2025წ.
მუხლი 5. მგვ რეესტრში რეგისტრაცია
1. ყველა მწარმოებელი ვალდებულია, 2022 წლის 1 ივნისამდე გაიაროს რეგისტრაცია მგვ რეესტრში.
2. ახალი მწარმოებელი ვალდებულია, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე გაიაროს რეგისტრაცია მგვ რეესტრში.
3. მგვ ორგანიზაცია ვალდებულია, ავტორიზაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში დარეგისტრირდეს მგვ რეესტრში.
4. მგვ რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება ვებგვერდზე https://waste.mepa.gov.ge სპეციალური ფორმის შევსების გზით.
5. მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებელი, მგვ რეესტრში რეგისტრაციის მიზნით, ავსებს ამ წესის დანართ 1-ს.
6. მგვ ორგანიზაცია, მგვ რეესტრში რეგისტრაციის მიზნით, ავსებს ამ წესის დანართ 2-ს.
7. მგვ რეესტრში ინფორმაციის სრულად შეტანის შემდეგ მწარმოებელს/მგვ ორგანიზაციას ენიჭება უნიკალური კოდი და იგი ითვლება რეგისტრირებულად. მწარმოებლის რეგისტრაციის ფაქტი დასტურდება შესაბამისი ამონაწერით (დანართი 6).
8. სარეგისტრაციო ფორმაში (დანართი 1, დანართი 2) წარმოდგენილი ინფორმაციის ცვლილებისას მწარმოებელი/მგვ ორგანიზაცია ვალდებულია მგვ რეესტრში ასახოს აღნიშნული ცვლილება მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.
9. მწარმოებელი/მგვ ორგანიზაცია პასუხისმგებელია სარეგისტრაციო ფორმაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 31 მაისის ბრძანება №2-384 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
მუხლი 6. რეგისტრაციის გაუქმება
1. მწარმოებელი აუქმებს მგვ რეესტში რეგისტრაციას, თუ იგი წყვეტს მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებას.
2. მგვ რეესტრის ადმინისტრატორი აუქმებს მგვ ორგანიზაციის რეგისტრაციას ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 7. ანგარიშგება მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის შესახებ
1. მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის შესახებ ანგარიშგება ხორციელდება ყოველთვიურად. წინა თვის ინფორმაცია ბაზარზე განთავსებული პროდუქციის შესახებ შეტანილი უნდა იქნეს მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.
2. მწარმოებელი უფლებამოსილია მგვ ორგანიზაციას მიანიჭოს უფლებამოსილება მგვ რეესტრში მისი სახელით მოახდინოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტების შესახებ ანგარიშგება.
3. მწარმოებელი/მგვ ორგანიზაცია, დანართი 3-ის შესაბამისად, წარადგენს ინფორმაციას მგვ რეესტრში.
4. იმ შემთხვევაში, თუ თვის განმავლობაში მწარმოებლების მიერ არ ხორციელდება ბაზარზე პროდუქტების განთავსება, დეკლარაციის წარდგენა უნდა მოხდეს ნულოვანი რაოდენობით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 31 მაისის ბრძანება №2-384 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
მუხლი 8. მგვ რეესტრში შეტანილი ინფორმაციის ცვლილება /განახლება
1. მგვ ორგანიზაციას/მწარმოებელს უფლება აქვს ერთჯერად შეასწოროს ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად მგვ რეესტრში შეტანილი ინფორმაცია.
2. შესწორება უნდა განხორციელდეს მიმდინარე თვის არაუგვიანეს 20 რიცხვისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ ინფორმაციის შეცვლა არ დაიშვება.
3. (ამოღებულია - 31.05.2022, №2-384).
4. მგვ რეესტრში ფიქსირდება შესწორების შეტანის თარიღი.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 31 მაისის ბრძანება №2-384 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
დანართი 4
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 31 მაისის ბრძანება №2-384 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
ბატარეების და აკუმულატორების სახეობები
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1726745977838 {margin-left: 2.75pt; margin: 0 auto !important; }1. პორტატული
1.1.
მანგანუმის დიოქსიდით, ტუტე
1.2.
მანგანუმის დიოქსიდით, გარდა ტუტისა
1.3.
ვერცხლისწყლის ოქსიდით
1.4.
ვერცხლის ოქსიდით
1.5.
ლითუმ-იონი
1.6.
გარდა ლითიუმ-იონისა
1.7.
თუთია/საჰაერო უჯრედები
1.8.
ნიკელ- კადმიუმი
1.9.
ტყვია-მჟავები
1.10
სხვა
2. საავტომობილო
2.1.
ტყვია-მჟავები
2.2.
ნიკელ- კადმიუმი
2.3.
ლითიუმ-იონი
2.3.
სხვა
3. სამრეწველო
3.1
ვერცხლის ოქსიდით
3.2.
ლითიუმ-იონისუჯრედები
3.3.
გარდა ლითიუმისა
3.4.
თუთია/ საჰაერო უჯრედები
3.5.
ტყვია-მჟავები
3.6.
ნიკელ- კადმიუმი
3.7.
ნიკელი- რკინა
3.8.
ნიკელის ჰიდრიდი
3.9.
სხვა
დანართი 5
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 31 მაისის ბრძანება №2-384 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2024 წლის 8 მარტის ბრძანება №2-304 - ვებგვერდი, 11.03.2024წ.
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1726746308332 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }
ბატარეებისდა აკუმულატორების სასაქონლო კოდები
№
სასაქონლოკოდი
დასახელება
1
8506 10 110 00
დიოქსიდ-მანგანუმიანი, ტუტე, ცილინდრულიელემენტები
2
8506 10 180 00
დანარჩენი, დიოქსიდ-მანგანუმიანი, ტუტე ელემენტები()
3
8506 10 910 00
დანარჩენი, დიოქსიდ-მანგანუმიანი ცილინდრული ელემენტები
4
8506 10 980 00
დანარჩენი, დიოქსიდ-მანგანუმიანი ელემენტები
5
8506 30 000 00
ოქსიდ-ვერცხლისწყლის ელემენტები
6
8506 40 000 00
ოქსიდ-ვერცხლის ელემენტები
7
8506 50 100 00
ლითიუმის ცილინდრული ელემენტები
8
8506 50 300 0
ლითიუმის ღილაკიანი ელემენტები
9
8506 50 900 00
დანარჩენი ლითიუმის ელემენტები
10
8506 60 000 00
ჰაერ-თუთიის ელემენტები
11
8506 80 050 00
მშრალი ნახშირ-თუთიის ბატარეები ძაბვით 5,5 ვ ან მეტი, მაგრამ არაუმეტეს 6,5 ვ-ისა
12
8506 80 800 00
პირველადი ელემენტები და პირველადი ბატარეები, დანარჩენი
13
8507 10 000 01
ტყვიის, დგუშიანი ძრავების გასაშვებად გამოსაყენებელი, სამოქალაქო ავიაციისათვის
14
8507 10 200 00
ტყვიის, დგუშიანი ძრავების გასაშვებად გამოსაყენებელი, თხევადი ელექტროლიტით მომუშავე
15
8507 10 800 00
ტყვიის, დგუშიანი ძრავების გასაშვებად გამოსაყენებელი, დანარჩენი
16
8507 20 000 01
ტყვიის აკუმულატორები დანარჩენი, სამოქალაქო ავიაციისათვის
17
8507 20 200 00
ტყვიის აკუმულატორები დანარჩენი, თხევადი ელექტროლიტით მომუშავე
18
8507 20 800 00
ტყვიის აკუმულატორები დანარჩენი
19
8507 30 000 01
კადმიუმ-ნიკელის აკუმულატორები, სამოქალაქო ავიაციისათვის
20
8507 30 200 00
კადმიუმ-ნიკელის აკუმულატორები, ჰერმეტული
21
8507 30 800 00
კადმიუმ-ნიკელის აკუმულატორები, დანარჩენი
22
8507 80 000 01
რკინა-ნიკელის აკუმლატორები, სამოქალაქო ავიაციისათვის
23
8507 80 009 00
რკინა-ნიკელის აკუმლატორები, დანარჩენი
24
8507 50 000 01
ნიკელ-მეტალ ჰიდრიდული (NiMH) აკუმლატორები, სამოქალაქოავიაციისათვის
25
8507 50 009 00
ნიკელ-მეტალ ჰიდრიდული (NiMH) აკუმლატორები, დანარჩენი
26
8507 60 000 01
ლითიუმ–იონური აკუმლატორები, სამოქალაქო ავიაციისათვის
27
8507 60 009 00
ლითიუმ–იონური აკუმლატორები, დანარჩენი
28
8507 80 000 01
აკუმულატორები დანარჩენი, სამოქალაქო ავიაციისათვის
29
8507 80 009 00
აკუმულატორები დანარჩენი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე