ბრძანება N 8356
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8356
12 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
კოოპერატივი „----------“ (ს/ნ ----------)
(იურ. მის.: ----------)
2024 წლის 29 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 აპრილის სხდომაზე (ოქმი №38) განიხილა კოოპერატივი „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 29 მარტის №88757/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 14 თებერვლის №035-2 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას და განმარტავს, რომ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების დროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუმარტეს, რომ იჯარით აღებული მიწა გათავისუფლებულია მიწაზე ქონების გადასახადისგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად. თუმცა, აღნიშნული ნორმა არ არის გათვალისწინებული შემოწმების მიერ.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 იანვრის №1114 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კოოპერატივი „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 31 იანვარს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 14 თებერვლის №3135 ბრძანება და ამავე თარიღის №035-2 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 34 432 ლარი, მათ შორის, გადასახადი 19 926 ლარი, ჯარიმა 9 963 ლარი, საურავი 4 543 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
კოოპერატივ „----------“ შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საკუთრებაში და სახელმწიფოსგან იჯარით აღებული ქონება (მიწები). მიწის ძირითადი ნაწილის სტატუსია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საძოვარი. აღნიშნულ ქონებაზე (მიწაზე) საწარმოს მიერ არაა წარმოდგენილი დეკლარაცია და შესაბამისად არაა დაბეგრილი, საკუთრებაში და სახელწიფოსგან იჯარით აღებული მიწები, ქონების გადასახადით. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი ქონების (მიწის) გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასოფლოსამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარში.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მიწაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 1 აპრილისათვის მოქმედი განაკვეთების მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, - მიღებიდან 5 წლის განმავლობაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა:
ა) არასასოფლო-სამეურნეო სავარგული, რომელიც ტრანსფორმირდება (გადაიყვანება) სასოფლოსამეურნეო სავარგულად. ასეთ მიწებს განეკუთვნება:
ა.ა) ყამირი მიწები;
ა.ბ) მელიორაციის (სარწყავი და დაშრობის) საშუალებით ასათვისებელი მიწები;
ა.გ) გაკაფვა-ამოძირკვის საშუალებით ასათვისებელი, ბუჩქნარით დაკავებული მიწები;
ა.დ) დატერასების საშუალებით ასათვისებელი ფერდობები;
ა.ე) წიაღისეულის მოპოვებისა და მშენებლობის დროს დარღვეული სარეკულტივაციო მიწები აგრობიოლოგიური პროდუქტიულობის აღდგენით;
ბ) დაბალინტენსიური სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, რომლებიც ტრანსფორმირდება (გადაიყვანება) მაღალინტენსიური სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული) მიწების სავარგულად, დაჭაობებული და დამლაშებული მიწები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ - მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საკუთრებაში და სახელმწიფოსგან იჯარით აღებული ქონება (მიწები). მიწის ძირითადი ნაწილის სტატუსია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საძოვარი. აღნიშნულ ქონებაზე (მიწაზე) საწარმოს მიერ არაა წარმოდგენილი დეკლარაცია და შესაბამისად არაა დაბეგრილი, ქონების გადასახადით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა საკუთრებაში და სახელმწიფოსგან იჯარით აღებული ქონება (მიწები), კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საძოვარი მიწები. გადამხდელის არგუმენტთან ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადრებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები. ხოლო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200 მუხლში მოცემულია განმარტება ახალასათვისებელი სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწისა. გადასახადის გადამხდელს კი შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა საკუთრებაში და სახელმწიფოსგან იჯარით აღებული მიწები, კერძოდ, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების საძოვარი მიწები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. კოოპერატივი „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საკუთრებაში და სახელმწიფოსგან იჯარით აღებული ქონება (მიწები). მიწის ძირითადი ნაწილის სტატუსია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საძოვარი. აღნიშნულ ქონებაზე (მიწაზე) საწარმოს მიერ არაა წარმოდგენილი დეკლარაცია და შესაბამისად არაა დაბეგრილი, ქონების გადასახადით. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა საკუთრებაში და სახელმწიფოსგან იჯარით აღებული ქონება (მიწები), კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საძოვარი მიწები. გადამხდელის არგუმენტთან ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადრებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები. ხოლო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200 მუხლში მოცემულია განმარტება ახალასათვისებელი სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწისა. გადასახადის გადამხდელს კი შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა საკუთრებაში და სახელმწიფოსგან იჯარით აღებული მიწები, კერძოდ, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების საძოვარი მიწები.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203; 204; 275.