ბრძანება N 24261
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24261
15 ნოემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 24 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 3 ოქტომბერს და 7 ნოემბერს გამართულ სხდომებზე (ოქმები №103 და №119) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 სექტემბრის №22448/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---------“ (ს/ნ ------) №11931/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №081-317 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგებს და გამოყენებულ არაპირდაპირ მეთოდის საფუძველზე დღგ-ს დარიცხვას. მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში ასახული გარემოებები არ შეესაბამება შპს „----------“ რეალურ საქმიანობას და კომპანიას არავითარი კავშირი არ აქვს აქტში აღწერილ გარემოებებთან.
გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ შპს -------- ----------- შემავალ სხვადასხვა კომპანიებთან (სს „-----------“, სს „---------“, სს „-----------“, სს „----------------------“, სს „-----------“, სს „--------------“ და სს „------------“.) 2021 წელს გააფორმა ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვით მათ უნდა გადასცემოდათ ფართები 15 წლის ვადით სარგებლობისთვის. საწარმო გეგმავდა სასტუმროს, კაზინოს და სარესტორნე საქმიანობას. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გადამხდელმა შეიძინა სხვადასხვა ინვენტარი, დაიწყო ფართების სარემონტო სამუშაოები თავისი ბიზნეს საქმიანობის განვითარებისთვის. შემდეგ მოახდინა აღნიშნული ფართების ქვეიჯარით გაცემა და ყველანაირ მიღებულ შემოსავალს და ხარჯს ასახავდა.
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების აქტში არსებულ ჩანაწერს, რომ კომპანია და მისი თანამშრომლები ახორციელებდნენ კაზინოებისთვის აზიის ტერიტორიაზე მცხოვრები კლიენტების მოძიებას, დაკავშირებას და მოზიდვას. აცხადებს, რომ ჰყავდათ 100-მდე თანამშრომელი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელთაც უხდიდა ხელფასს და აკავებდა შესაბამის გადასახადს.
რაც შეეხება საქმიანობის პროცესში გამოყენებული ელექტრო სიმძლავრეების დანახარჯს და მიღებული შემოსავლების მიხედვით კოეფიციენტის განსაზღვრას, გადამხდელი მიიჩნევს, რომ არ შეესაბამება რეალობას. აცხადებს, რომ ელექტრო მოხმარება/დანახარჯი ფართების სარგებლობაში მიღების პირველ თვეებში იყო მეტი , სარემონტო, აუზის მოწყობის და სხვა სამუშაოების გამო. შემდეგ კი ფართების ნაწილის მიზნობრივად გამოყენება დაიწყო და ამგვარი ხარჯი მინიმუმამდე შემცირდა.
გადამხდელი საჩივარში უთითებს, რომ შემოწმებისთვის წერილობითი პოზიციის არ წარდგენის მიზეზია, იჯარით აღებული ქონების განკარგვის შეუძლებლობა, რადგან ---------- კომპანიებმა დაარღვიეს ხელშეკრულება და იჯარით აღებულ ფართებში არ უშვებენ მათ თანამშრომლებს. შედეგად, კომპანიამ ვერ შეძლო ბუღალტრული, იურიდიული და სხვა მნიშვნელოვანი საბუთების ნაწილის აღება. წარმოადგენს შუამდგომლობას, რომ პოზიციის დამადასტურებელ დოკუმენტებს საწარმო წარმოადგენს მოგვიანებით და მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტები სრულად გამორიცხავს აქტში აღწერილ გარემოებებს. აცხადებს, რომ ამჟამად „-----------" აქვს სასამართლო დავა „-------------" შემავალ კომპანიებთან.
2. გადამხდელი არ ეთანხმება და არასწორად მიჩნევს ნაღდი ფულის დანაკლისის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევას. აცხადებს, რომ ამ პირს საწარმოსთან არავითარი კავშირი არ გააჩნია და აფიქსირებს, რომ საწარმოს დირექტორი არის ნადავ საპირი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 მარტის №7729 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------------“ (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 4 მარტიდან 2022 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 26 დეკემბრის №32943 ბრძანება და ამავე თარიღის №081-317 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 13 610 228 ლარი, მათ შორის გადასახადი 7 889 020 ლარი, ჯარიმა 3 988 700 ლარი და საურავი 1 732 508 ლარი.
ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 24 იანვარს წარმოდგენილი საჩივრის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვის შედეგად, საბოლოოდ მიღებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 სექტემბრის №22448/2/2024 გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 იანვრის №1559 ბრძანება და შპს „--------------“ (ს/ნ -----------) საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 სექტემბრის №22448/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის და ნაღდი ფულის დანაკლისის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. შპს ------------ საქმიანობას წარმოადგენს სს „-----------“ იჯარით აღებული სასტუმროს (-----------) ტერიტორიაზე, საოფისე ფართების მოწყობა, ტექნიკური
აღჭურვა-უზრუნველყოფა, მათ შორის, საოფისე ფართებში მომუშავე პირების სასტუმროს ოთახებით და კვებით უზრუნველყოფა. ზემოაღნიშნული მომსახურებების მიწოდება შესამოწმებელ პერიოდში ხდება ძირითადად არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე და ჯგუფებზე. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სასტუმროს ნომრების გაქირავება ტურისტული მიზნებისთვის ამ პერიოდში არ ხდებოდა, სასტუმრო ოფისში მომუშავე პირების გარდა სხვა გარე პირებს არ იღებდა. შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის, ასევე, ადგილზე საქმიანობის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირები ეწეოდნენ კაზინოებისთვის (აზიის ტერიტორიაზე მცხოვრები) კლიენტების მოძიებას, დაკავშირებასა და მოზიდვას. ვინაიდან, გადამხდელის მიერ არ ხდებოდა აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვა, შემოწმებამ იხელმძღვანელა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული გადამხდელების მონაცემებით. კერძოდ, განისაზღვრა საქმიანობის პროცესში გამოყენებული ელექტრო სიმძლავრეების დანახარჯი და კოეფიციენტი მიღებული შემოსავლების მიხედვით. აღნიშნული კოეფიციენტით და გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯებიდან გამომდინარე განისაზღვრა შპს „--------------“ მიერ არარეზიდენტი კაზინოებისთვის გაწეული საშუამავლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები. გარდა ამისა, შემოწმებამ განსაზღვრა ოფისში მომუშავე პირებისთვის კვებისა და საცხოვრებელი ნომრებით უზრუნველყოფის მიწოდებიდან მიღებული შემოსავლები საბაზრო ფასებიდან გამომდინარე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159- ე და 1601 მუხლის მიხედვით განისაზღვრა დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვა, რის მიხედვითაც გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. შემოწმების მიერ მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შეპირისპირებით, გაანალიზდა ნაღდი ფულის მოძრაობა, რის მიხედვითაც სალაროში ნაღდი ფულის არსებობა არ დადასტურდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლებით ნაღდი ფულის დანაკლისი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის, ასევე, ადგილზე საქმიანობის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ „---------“ მიერ დასაქმებული ფიზიკური პირები ეწეოდნენ კაზინოებისთვის კლიენტების მოძიებას, დაკავშირებასა და მოზიდვას. საწარმო ახორციელებდა, ასევე, ოფისში დასაქმებული პირების სასტუმროს ოთახებით და კვებით უზრუნველყოფა. ვინაიდან, გადამხდელის მიერ არ ხდებოდა აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვა, შემოწმებამ იხელმძღვანელა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული გადამხდელების მონაცემებით. კერძოდ, განისაზღვრა საქმიანობის პროცესში გამოყენებული ელექტრო სიმძლავრეების დანახარჯი და კოეფიციენტი მიღებული შემოსავლების მიხედვით. აღნიშნული კოეფიციენტით და გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯებიდან გამომდინარე განისაზღვრა შპს „---------“ მიერ არარეზიდენტი კაზინოებისთვის გაწეული საშუამავლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები. გარდა ამისა, როგორც აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, კომპანია ახორციელებდა დასაქმებულების კვებისა და საცხოვრებელი ნომრებით უზრუნველყოფას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული საწარმოს შეძენის დოკუმენტების მიხედვით იკვეთება, რომ შპს „---------“ მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია 72 ცალი ლეპტოპი და 110 ერთეული მობილური ტელეფონი, პრინტერები და სხვა საქონელი. გარდა ამისა, ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ კომპანია იყენებდა გაძლიერებული ინტერნეტის შესაბამის მოწყობილობას. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება კრიპტო ვალუტაში თანხის მოძრაობა, რომლის შინაარსი უცნობია.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მართლზომიერად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგებს და გამოყენებულ არაპირდაპირ მეთოდის საფუძველზე დღგ-ს დარიცხვას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება და არასწორად მიჩნევს ნაღდი ფულის დანაკლისის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევას.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 მარტის №7729 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს-ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 4 მარტიდან 2022 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 26 დეკემბრის №32943 ბრძანება და ამავე თარიღის №081-317 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა გადასახდელი ვალდებულება.
ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 24 იანვარს წარმოდგენილი საჩივრის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვის შედეგად, საბოლოოდ მიღებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 სექტემბრის №22448/2/2024 გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 31 იანვრის №1559 ბრძანება და შპს-ს საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5,9);158(1);159(1);163(1);164(1);101(1);154(1);