ბრძანება N 17383
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17383
24 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.:----------;
იურ. მის.: ----------)
2024 წლის 25 მარტის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 18 ივლისის სხდომაზე (ოქმი №78) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) №88671/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი მარტის №039-6 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული დღგ-ის ნაწილში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 ოქტომბრის №25616 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), ხოლო იმ პირებზე, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით, გადარიცხული თანხის მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტად განხილვის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
6. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს არარეზიდენტ კომპანიაზე გადასახდელი თანხის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
7. მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს ქონების გადასახადის გაანგარიშების საკითხი, იმ პერიოდზე, როცა შპს „----------“ არსებობდა არასრული კალენდარული წლის განმავლობაში, ქონებაზე გადასახადი განსაზღვროს აღნიშნული პერიოდის პროპორციულად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
8. მე-7 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2019 წლის 15 ნოემბრის სავადო თარიღით დარიცხული მიწაზე ქონების გადასახადი დაუქვემდებაროს შემცირებას;
9. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 ოქტომბრის №25616 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 20 თებერვალს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 2 288 354 ლარით, მათ შორის, გადასახადი 1 492 825 ლარით და ჯარიმა 795 529 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის პირველი მარტის №039-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც 2024 წლის 25 მარტს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 აპრილის №7759 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 აპრილის №7759 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი 2024 წლის 9 ივლისის №22936/2/2024 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 აპრილის №7759 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 9 ივლისის №22936/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
აღნიშნული საკითხი შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა შპს „----------“ მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულება/არგუმენტაცია, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა 2022 წლის 16 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, შემოწმებით დათვლილია მთლიანი შემოსავლები და შემდეგ გაანალიზებულია დღგით დასაბეგრი ბრუნვა. აცხადებს, რომ აღნიშნული პროპორციის დაანგარიშებასთან დაკავშირებით არ აქვს პრეტენზია, მაგრამ არ ეთანხმება მთლიანი შემოსავლების გაანგარიშებას, რადგან შემოწმებით შეკრებილია ზედნადებების მონაცემები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემები და არადოკუმენტური ნაღდი ანგარიშსწორებით რეალიზაციები. უზუსტობა და შემოსავლების გაორება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ სასაქონლო ზედნადებების მონაცემებში აღებულია როგორც ზედნადებებით განხორციელებული მიწოდებები, ასევე, დისტრიბუციის ზედნადებები. განმარტავს, რომ კომპანია თავის თანამშრომლებზე წერს დისტრიბუციის ზედნადებებს, რომელთაგან ეს თანამშრომლები ნაწილ საქონელს ყიდდნენ ასევე ზედნადებებით, ხოლო უმეტეს ნაწილს არადოკუმენტურად მხოლოდ საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით. ყველა შემთხვევაში ე.წ. დისტრიბუციის ზედნადებებში ასახული თანხები შემოსავლებში ნაჩვენებია ან დოკუმენტურ ან საკონტროლო-სალარო აპარატით რეალიზაციებში, შესაბამისად, მათი ხელახალი დამატება შემოსავლებზე, იწვევს შემოსავლების ხელოვნურ გაზრდას. ამასთან, მომჩივანი აღნიშნავს, რომ დისტრიბუციის ზედნადებების თანხები იშიფრება კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამაში და შეესაბამება იმ დღის დოკუმენტური რეალიზაციების და სალაროს მონაცემებს. შესაძლოა არსებობდეს მცირე განსხვავებები ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებულ თანხებთან, რაც გამოწვეულია იმით, რომ იყიდებოდა ათეულობით კილოგრამი ღორის ხორცი და სხვაობა ფიქსირდებოდა მისი დანაწევრების და ცალკეულად აწონვის შედეგად. აღნიშნული მცირე სხვაობის გამო არამართლზომიერად მიიჩნევს დისტრიბუციის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული თანხების განმეორებით შემოსავლებზე დამატებას.
საკითხის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელმა ასევე განმარტა, რომ ერთმანეთს ემთხვევა დისტრიბუციის სასაქონლო ზედნადებსა და საქონლის რეალიზაციაზე დისტრიბუტორის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მისამართი, მანქანის ნომერი და მძღოლი, ამასთან, რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებები იწერებოდა შპს „----------“ მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების გაორების თავიდან აცილების მიზნით, შესაძლებელია დაიდენტიფიცირდეს დისტრიბუტორზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებით მიღებული საქონლიდან რეალურად რა ნაწილი იქნა რეალიზებული დოკუმენტურად კომპანიის მიერ.
საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საკუთარი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საკუთარი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, შემოწმებით დათვლილია მთლიანი შემოსავლები და შემდეგ გაანალიზებულია დღგით დასაბეგრი ბრუნვა. აცხადებს, რომ აღნიშნული პროპორციის დაანგარიშებასთან დაკავშირებით არ აქვს პრეტენზია, მაგრამ არ ეთანხმება მთლიანი შემოსავლების გაანგარიშებას, რადგან შემოწმებით შეკრებილია ზედნადებების მონაცემები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემები და არადოკუმენტური ნაღდი ანგარიშსწორებით რეალიზაციები. უზუსტობა და შემოსავლების გაორება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ სასაქონლო ზედნადებების მონაცემებში აღებულია როგორც ზედნადებებით განხორციელებული მიწოდებები, ასევე, დისტრიბუციის ზედნადებები. განმარტავს, რომ კომპანია თავის თანამშრომლებზე წერს დისტრიბუციის ზედნადებებს, რომელთაგან ეს თანამშრომლები ნაწილ საქონელს ყიდდნენ ასევე ზედნადებებით, ხოლო უმეტეს ნაწილს არადოკუმენტურად მხოლოდ საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით. ყველა შემთხვევაში ე.წ. დისტრიბუციის ზედნადებებში ასახული თანხები შემოსავლებში ნაჩვენებია ან დოკუმენტურ ან საკონტროლო-სალარო აპარატით რეალიზაციებში, შესაბამისად, მათი ხელახალი დამატება შემოსავლებზე, იწვევს შემოსავლების ხელოვნურ გაზრდას. ამასთან, მომჩივანი აღნიშნავს, რომ დისტრიბუციის ზედნადებების თანხები იშიფრება კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამაში და შეესაბამება იმ დღის დოკუმენტური რეალიზაციების და სალაროს მონაცემებს. შესაძლოა არსებობდეს მცირე განსხვავებები ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებულ თანხებთან, რაც გამოწვეულია იმით, რომ იყიდებოდა ათეულობით კილოგრამი ღორის ხორცი და სხვაობა ფიქსირდებოდა მისი დანაწევრების და ცალკეულად აწონვის შედეგად. აღნიშნული მცირე სხვაობის გამო არამართლზომიერად მიიჩნევს დისტრიბუციის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული თანხების განმეორებით შემოსავლებზე დამატებას. საკითხის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელმა ასევე განმარტა, რომ ერთმანეთს ემთხვევა დისტრიბუციის სასაქონლო ზედნადებსა და საქონლის რეალიზაციაზე დისტრიბუტორის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მისამართი, მანქანის ნომერი და მძღოლი, ამასთან, რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებები იწერებოდა მომჩივანის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების გაორების თავიდან აცილების მიზნით, შესაძლებელია დაიდენტიფიცირდეს დისტრიბუტორზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებით მიღებული საქონლიდან რეალურად რა ნაწილი იქნა რეალიზებული დოკუმენტურად კომპანიის მიერ.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საკუთარი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).
(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)