გადაწყვეტილება №25204/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25204/2/2025
17 ივნისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.05.2025 და 13.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ის 23.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25204/2/2025).
დავის საგანი:
2023 წელს განაწილებული მოგების ის ნაწილი, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ განხილულია 2008-2016 წლებში მიღებული მოგებიდან, შემოწმების შედეგად 2016 წლის შემდგომ პერიოდში მიღებული მოგებიდან განაწილებად განხილვა და მასზე მიღებული ჩათვლის შემცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;
2. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №27598 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №094-65 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 26.02.2025 წლის №3372 ბრძანება;
5. შემოსავლების სამსახურის 5.05.2025 წლის №8711 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 703 454.23 ლარი.
მათ შორის:
მოგების გადასახადი - 467 781
ჯარიმა - 233 891
საურავი - 1 782.23
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანია ოპერირებს სწრაფი კვების ქსელს და მის მფლობელობაშია საქართველოში „მაკდონალდსის“ სახელით ფუნქციონირებადი რესტორნები.
აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისის 13.12.2024 წლის რისკის მიმოხილვის დასკვნით გაცემული რეკომენდაციების (საკითხების) დეკლარირების სისწორის განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №27510 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 27.12.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:
ფინანსური ანგარიშგებების შესაბამისად, 2017 წლის დასაწყისში კომპანიას უფიქსირდებოდა მოგება 11 846 000 ლარის ოდენობით. 2020 წლის შუა პერიოდამდე კომპანია სტაბილურად ანაწილებდა მოგებას, რომელსაც განიხილავდა 2008-2016 წლებში მიღებული მოგებიდან განაწილებას და იღებდა ჩათვლას საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების მიხედვით.
2017-2020 წლებში განაწილებულმა მოგებამ სულ შეადგინა 6 287 000 ლარი. 2020 წლის ფინანსური შედეგების გათვალისწინებით კომპანიაში დაფიქსირდა დაუფარავი ზარალი. 2023 წლამდე კომპანიას დივიდენდი აღარ გაუნაწილებია.
2022 წლის ფინანსური შედეგების გათვალისწინებით, 2023 წლის იანვარში კომპანიამ განაგრძო მოგების განაწილება და ამავე თვეში დივიდენდის სახით გასცა 6 919 068 ლარი, საიდანაც 5 559 609 ლარი განიხილა 2008-2016 წლებში მიღებული მოგებიდან განაწილება და მიიღო ჩათვლა ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად. ჩათვლილმა მოგების გადასახადმა შეადგინა 467 781 ლარი.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების მიხედვით, საწარმო უფლებამოსილია 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემთხვევაში, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში 2017 წლამდე მიღებული მოგების ნაწილი გამოყენებულ იქნა შემდგომ პერიოდში წარმოშობილი ზარალის დასაფარად, შესაბამისად, 2023 წელს მოგების განაწილება სრულად წარმოადგენს 2020 წლის შემდგომ წარმოშობილი ფინანსური შედეგებიდან მიღებული წმინდა მოგების განაწილებას და მოგების გადასახადი არ ექვემდებარება ჩათვლას. შედეგად, 2023 წელს განაწილებული მოგების ის ნაწილი, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ განხილულია 2008-2016 წლებში მიღებული მოგებიდან და მიღებული აქვს ჩათვლა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების მიხედვით, შემოწმების შედეგად განხილულია 2016 წლის შემდგომ პერიოდში მიღებული მოგებიდან განაწილებად და მასზე მიღებული ჩათვლა დაექვემდებარა შემცირებას. კერძოდ, შემცირებას დაექვემდებარა 2023 წლის იანვრის თვეში განაწილებულ მოგებაზე 5 559 609 ლარზე მიღებული ჩათვლა 467 781 ლარის ოდენობით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 27.12.2024 წლის №27598 ბრძანება და ამავე თარიღის №094- 65 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.02.2025 წლის №3372 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 27.03.2025 წლის №24921/2/2025 (რეგ. 23.04.2025წ. 03/29036) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 26.02.2025 წლის №3372 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 5.05.2025 წლის №8711 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, 309-ე მუხლის 92-ე ნაწილზე, ამავე მუხლის 93-ე ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 401 მუხლზე, აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, ამავე მუხლის 43-ე ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, ამავე კანონის 52-ე მუხლის პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, 2017 წლის დასაწყისში კომპანიას უფიქსირდებოდა მოგება 11 846 000 ლარის ოდენობით. 2017-2020 წლებში განაწილებულმა მოგებამ სულ შეადგინა 6 287 000 ლარი. 2020 წლის ფინანსური შედეგების გათვალისწინებით, კომპანიაში დაფიქსირდა დაუფარავი ზარალი. 2023 წლამდე კომპანიას დივიდენდი აღარ გაუნაწილებია. 2022 წლის ფინანსური შედეგების გათვალისწინებით 2023 წლის იანვარში კომპანიამ განაგრძო მოგების განაწილება და ამავე თვეში დივიდენდის სახით გასცა 6 919 068 ლარი, საიდანაც 5 559 609 ლარი განიხილა 2008-2016 წლებში მიღებული მოგებიდან განაწილებად და მიიღო ჩათვლა ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად. ჩათვლილმა მოგების გადასახადმა შეადგინა 467 781 ლარი.
შემოწმებით მიჩნეულ იქნა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში 2017 წლამდე მიღებული მოგების ნაწილი გამოყენებულ იქნა შემდგომ პერიოდში წარმოშობილი ზარალის დასაფარად, შესაბამისად, 2023 წელს წმინდა მოგების განაწილებისას მოგების გადასახადი არ ექვემდებარება ჩათვლას საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს უფლება ჰქონდა, ჩაეთვალა მხოლოდ 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას, ამავე პერიოდის მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩაითვალა, რომ 2017 წლამდე მიღებული მოგება სრულად იქნა გამოყენებული შემდგომ პერიოდში წარმოშობილი ზარალის დასაფარად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ 2023 წელს მოგების განაწილებისას შემოწმების მიერ მოგების გადასახადის ჩათვლის გაუქმება შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის მიერ 2008-2016 წლებში მიღებული მოგების განაწილებისას კუთვნილი ჩათვლის გაუქმების მართლზომიერება აუდიტის დეპარტამენტის მიერ დასაბუთებული არ არის.
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ მომხდარა ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს მითითების გათვალისწინება და სადავო საკითხთან დაკავშირებული დამატებითი მტკიცებულებების შესწავლა ან მათი გამოთხოვა.
კერძოდ, საბჭო მიუთითებს რომ 2017 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შეიზღუდა ის საანგარიშგებო პერიოდები, რომელში მიღებული მოგების განაწილებისასაც შესაძლებელია გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლა. კერძოდ, საგადასახადო კოდექსი არეგულირებს საწარმოს მიერ 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემთხვევაში ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხის ჩათვლის საკითხს, რომელიც გაიანგარიშება შესაბამისი ფორმულით.
ასევე საბჭო მიუთითებს, რომ მოცემულ ფორმულაში, 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება მოცემული პერიოდების მიხედვით გამოთვლილი თითოეული საანგარიშო წლის მიხედვით მიღებული ფინანსური შედეგები ჯამურად, რომელშიც ასევე გაითვალისწინება ამავე პერიოდებს მიკუთვნებული უარყოფითი ფინანსური შედეგი (ზარალი).
მიუხედავად, საბჭოს ზემოაღნიშნული მითითებისა, რომ 2008-2016 წლების მოგების განაწილებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ამავე პერიოდის ფინანსური შედეგები ჯამურად, რომელშიც ასევე გაითვალისწინება ამავე პერიოდებს მიკუთვნებული უარყოფითი ფინანსური შედეგი (ზარალი), შემოსავლების სამსახური მოცემულ მითითებებს, არ ითვალისწინებს და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე მის გადაწყვეტილებაში კვლავ იმეორებს, რომ 2017 წლის შემდგომ პერიოდში დაფიქსირებულმა ზარალმა მოახდინა 2008-2016 წლებში მიღებული მოგების გაუქმება და კომპანიას არ შეეძლო გაენაწილებინა იგი.
სწორედ, შემოსავლების სამსახურის აღნიშნული მოსაზრება (2017 წლის შემდგომ დაფიქსირებული ზარალით 2008-2016 წლებში მიღებული მოგების გაუქმება) იყო გასაჩივრებული კომპანიის მიერ და რომლის საფუძველზეც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, სადაც დამატებით მიუთითა, რომ 2008-2016 წლების მოგების განაწილების შეზღუდვა შესაძლებელია ყოფილიყო მხოლოდ მოგების განაწილებით კომპანიის გადახდისუნარიანობის საკითხის დადგომისას და არა შემდგომ პერიოდებში დაფიქსირებული ზარალი.
კერძოდ, საბჭო მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს საზოგადოების უფლებას გასცეს დივიდენდი თუ ეს მის გადახდისუუნარობას არ გამოიწვევს ანუ დივიდენდის პარტნიორებზე განაწილება დაუშვებელია, თუ დიდია იმის ალბათობა, რომ ამის შედეგად კომპანია მომდევნო კალენდარული წლის განმავლობაში ვერ შეძლებს ვადამოსული ვალდებულებების ჩვეულებრივი ან/და დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში შესრულებას, ასევე დაუშვებელია თუ საზოგადოების აქტივები ვეღარ დაფარავს ვალდებულებებსა და განთავსებული კაპიტალის ოდენობას. ამდენად, დივიდენდის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებზე განაწილების შესახებ წინადადებასთან ერთად უნდა არსებობდეს ხელმძღვანელი ორგანოს განცხადება საზოგადოების გადახდისუნარიანობის შესახებ. „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითებით, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის მართლზომიერი გადაწყვეტისთვის დამატებით შესწავლას მოითხოვს საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის 26.02.2025 წლის №3372 ბრძანება გაუქმდა და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.
მიუხედავად იმისა, რომ სადავო საკითხის მართლზომიერი გადაწყვეტისთვის საჭიროდ ჩაითვალა დამატებით შესწავლილიყო საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, შემოსავლების სამსახურს კომპანიისგან დამატებით არ მოუთხოვია რაიმე სახის ინფორმაცია ან დოკუმენტები, მათ შორის დივიდენდის განაწილებაზე წინადადება და მის გადახდისუნარიანობასთან დაკავშირებული განცხადება. ასევე საჩივრების ხელახლა განხილვის პროცესში არ მომხდარა კომპანიის წარმომადგენლის მოწვევა, რაც აფიქრებინებს, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ შეუსწავლია დავების განხილვის საბჭოს მითითება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, დეტალურად წარმოადგენს საბჭოს მითითების შესაბამისად მოთხოვნილ დოკუმენტებს და არგუმენტებს.
პირველ რიგში, წარმოადგენს, საბჭოს მიერ მოთხოვნილ და მეწარმეთა შესახებ კანონის 145-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დივიდენდის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებზე განაწილების შესახებ წინადადებას და მასთან ერთად ხელმძღვანელი პირის განცხადებას საზოგადოების გადახდისუნარიანობის შესახებ, სადაც დაფიქსირებულია, რომ კომპანიას აქვს სათანადო რაოდენობის აქტივები, რათა შესაძლებელი იყოს დივიდენდის განაწილება, ისე რომ კომპანიას არ შეექმნას გადახდისუუნარობის საფრთხე.
გარდა ამისა, დამატებით წარმოადგენს არგუმენტებს, რომლითაც დასტურდება, რომ 2023 წლის იანვარში 2008-2016 წლებში ჯამური ფინანსური შედეგიდან დარჩენილი გასანაწილებელი მოგებიდან დივიდენდის განაწილება არ უქმნიდა საფრთხეს კომპანიის გადახდისუნარიანობას.
კერძოდ, კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ პარტნიორებისთვის წარდგენილ წინადადებაში დეტალურად არის შეფასებული კომპანიის ფინანსური მდგომარეობა 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. აღნიშნული თარიღისთვის კომპანიას უფიქსირდება გაუნაწილებელი მოგება 42 მილიონ ლარამდე ოდენობით (მათ შორის 2008-20216 წლების განმავლობაში დაგროვილი და გაუნაწილებელი მოგება შეადგენს 5 559 609 ლარს). გარდა ამისა, კომპანიის აქტივების ჯამური რაოდენობა შეადგენს 186 მილონ ლარს, ვალდებულებების მოცულობა 92 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 94 მილიონ ლარს. ამასთან, ფული და ფულის ექვივალენტების ნაშთები 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 12,5 მილიონ ლარს.
აქვე შეფასებულია, რომ აღნიშნული ფინანსური მონაცემებისა და სხვადასხვა საოპერაციო კოეფიციენტების (მათ შორის, ფულადი სახსრების, მათი მოძრაობის და მომავალი ვალდებულებების დაფარვის გრაფიკის) გათვალისწინებით, კომპანიას არ დაუდგება გადახდისუუნარობის საშიშროება და შესაძლებელია რომ მიმდინარე წლის განმავლობაში განაწილდეს მოგება 10 მილიონი ლარის ოდენობით.
გადახდისუნარიანობის დადასტურება სუბიექტების გადახდისუუნარობის საკითხს აწესრიგებს საქართველოს კანონი რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ. კერძოდ, მოცემული კანონის მე-7 მუხლი განსაზღვრავს, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს პირი გადახდისუუნაროდ, სადაც აღნიშნულია რომ:
დისუუნაროდ, სადაც აღნიშნულია რომ:
▪ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.
▪ მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება.
▪ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
✓ მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;
✓სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას;
✓ მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;
✓ მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;
✓მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;
✓მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი პუნქტი კომპანიისთვის აქტუალური არ ყოფილა, რამაც შესაძლოა საეჭვო გახადოს კომპანიის გადახდისუნარიანობა დივიდენდის განაწილების ან/და მომდევნო პერიოდებისთვის. კომპანიის ფინანსური რესურსი (მ.შ. ფულადი სახსრები, სხვა ლიკვიდური აქტივები და სხვა აქტივები) სრულად იძლევა საშუალებას, მოხდეს როგორც დივიდენდის, ასევე ვადადამდგარი ვალდებულებების დაფარვა სრულად და დროულად.
კერძოდ, მოცემული პერიოდისთვის:
▪ კომპანიას არ ჰქონია შემთხვევა, რომ ვადამოსული ვალდებულებები ვერ დაეფაროს და მის გამო რაიმე სახის დავაში შესულიყოს კრედიტორთან.
▪კომპანიასთან მიმართებაში ვერ იარსებებდა გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი გადახდისუუნარო გახდებოდა, ვინაიდან მისი აქტივების მოცულობა ორჯერ აღემატებოდა მის ვალდებულებებს (აქტივები 186 მილიონი, ვალდებულებები 91.6 მილიონი) და ამასთან, კომპანია მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებდა. მხოლოდ 2022 წლის განმავლობაში სამი ახალი რესტორანი გახსნა ისანი მოლთან, კახეთის გზატკეცილზე და რუსთავის გზატკეცილზე, რომელშიც 26.5 მილიონი ლარის ინვესტირება განხორციელდა.
▪ კომპანია არ იყო შეყვანილი მოვალეთა რეესტრში.
▪ კომპანიას არ შეუჩერებია საქმიანობა და დღემდე უწყვეტად ხორციელდება იგი.
▪ კომპანიის მიმართ არ არსებობდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება.
▪ არცერთი საფუძვლით არ დაწყებულა კომპანიის ქონების რეალიზაციის პროცესი.
გარდა ამისა, კომპანიის გადახდისუნარიანობა დადასტურდება დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ კომპანიის 2022 წელის საანგარიშო პერიოდზე ფინანსურ ანგარიშგებასთან ერთად გაცემული დასკვნის მიხედვითაც. კერძოდ, დასკვნა არ არის პირობითი და აუდიტორი მიუთითებს, რომ ანგარიშგება მომზადებულია ფუნქციონირებადი საწარმოს საფუძველზე და იმ დაშვებით, რომ კომპანია განაგრძობს ფუნქციონირებას პროგნოზირებად მომავალში.
ინფორმაციისთვის, აღსანიშნავია რომ ფუნქციონირებადი საწარმოს განმარტებას არეგულირებს, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტი 200 და სტანდარტი 570, კერძოდ, სტანდარტში აღნიშნულია, რომ ანგარიშგების საფუძვლად საწარმოს ფუნქციონირებადობის პრინციპის გამოყენება გულისხმობს, რომ ფინანსური ანგარიშგება მზადდება იმის დაშვებით, რომ სამეურნეო სუბიექტი არის ფუნქცონირებადი საწარმო და ჩვეულებრივ გააგრძელებს საქმიანობას უახლოეს საპროგნოზო მომავალში. საერთო დანიშნულების ფინანსურ ანგარიშგებას ადგენენ საწარმოს ფუნქციონირებადობის პრინციპის საფუძველზე, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც საწარმოს ხელმძღვანელობას განზრახული აქვს საწარმოს ლიკვიდაცია ან საქმიანობის შეწყვეტა, ან თუ მას არა აქვს რეალური არჩევანი ასე რომ არ მოიქცეს. სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგება შეიძლება მომზადდეს ან არ მომზადდეს ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ისეთი საფუძვლების მიხედვით, რომელიც ანგარიშგების მომზადებას ითვალისწინებს საწარმოს ფუნქციონირებადობის პრინციპის გამოყენებით (მაგალითად, ზოგიერთ იურისდიქციაში ზოგიერთი ფინანსური ანგარიშგება არ ეყრდნობა საწარმოს ფუნქციონირებადობის პრინციპს და მზადდება საგადასახადო აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე). როდესაც მიზანშეწონილია ანგარიშგების მომზადება საწარმოს ფუნქციონირებადობის პრინციპის გამოყენებით, აქტივები და ვალდებულებები აღირიცხება იმის გათვალისწინებით, რომ სამეურნეო სუბიექტი შეძლებს თავისი აქტივების გაყიდვასა და ვალდებულებების დაფარვას ჩვეული საქმიანობის პირობებში.
ამასთან, აღნიშნული სტანდარტით აუდიტორს ევალება საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვება და დასკვნის გამოტანა იმის შესახებ, მიზანშეწონილია თუ არა, რომ ხელმძღვანელობამ ფინანსური ანგარიშგება მოამზადა საწარმოს ფუნქციონირებადობის პრინციპის საფუძველზე. ასევე, მოპოვებულ აუდიტორულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით იმის დადგენა, ხომ არ არსებობს არსებითი განუსაზღვრელობა სამეურნეო სუბიექტის უნართან დაკავშირებით, რომ ის გააგრძელებს საქმიანობას, როგორც ფუნქციონირებადი საწარმო. აუდიტორს ზემოაღნიშნული ვალდებულებები იმ შემთხვევაშიც გააჩნია, როდესაც ფინანსური ანგარიშგების წარდგენის საფუძვლები ხელმძღვანელობას ცალსახად არ ავალდებულებს სამეურნეო სუბიექტის ფუნქციონირებადობის უნარის შეფასებას.
აღნიშნულის შესაბამისად, კომპანიას აუდიტის სტანდარტების მიხედვით გაცემული დასკვნის საფუძველზეც არ უდგას ფუნქციონირებადობის და შესაბამისად გადახდისუუნარობის საშიშროება დღის წესრიგში.
გარდა ამისა, დამატებით აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის განმავლობაში დივიდენდის განაწილებას ჰქონდა ადგილი, კომპანიის ფინანსური მონაცემები კიდევ უფრო გაუმჯობესდა და მთლიანი აქტივები 186 მილიონიდან 199 მილონამდე გაიზარდა, ხოლო ვალდებულებები 91.6 მილიონიდან 84.7 მილონამდე შემცირდა.
შესაბამისად, ის გარემოება, რომ დივიდენდის განაწილებით რაიმე სახის გადახდისუუნარობის საფრთხე შესაძლოა წარმოშობილიყო, არ იკვეთება.
საბანკო სესხის გაცემისას გადახდისუნარიანობის შეფასება გარდა ზემოაღნიშნული გარემოებებისა, კომპანიის გადახდისუნარიანობის ფაქტის დასადასტურებლად, შესაძლებელია დავეყრდნოთ ბანკების მიერ დადგენილ ფინანსურ კოეფიციენტებს, რომლებსაც კომპანიის პრაქტიკის მიხედვით, ისინი იყენებენ ასეთი მიზნებისთვის.
კერძოდ, სესხის გაცემის მიზნებისთვის ბანკის მიერ დადგენილია ფინანსური შეზღუდვები (კოვენანტები), გარკვეული ზღვრები, რომელიც კომპანიამ უნდა დააკმაყოფილოს სესხის მიღებისთვის და მისი არსებობის მთელ პერიოდში. უფრო კონკრეტულად, აღებულ სესხებთან დაკავშირებით უნდა კმაყოფილდებოდეს ფინანსური კოვენანტები, რომლის დათვლა უნდა მოხდეს ბოლო 12 თვის მონაცემების მიხედვით, და შესაბამისად:
▪ ვალის მომსახურების დაფარვის კოეფიციენტმა (Debt/EBITDA) არ უნდა შეადგინოს 4.5-ზე მეტი.
▪ კომპანიის საოპერაციო მოგების (EBIT) პერიოდის საპროცენტო ხარჯთან თანაფარდობამ (ვალის ჯერადობის კოეფიციენტმა (ICR)) არ უნდა შეადგინოს 3-ზე ნაკლები.
▪ ფინანსური ვალის კაპიტალთან თანაფარდობის კოეფიციენტმა (DSCR) არ უნდა შეადგინოს 1.2-ზე ნაკლები.
აღნიშნული კოეფიციენტები კომპანიის ფაქტობრივი მონაცემების (აუდირებული ფინანსური ანგარიშგებების) მიხედვით 2022 და 2023 წლისთვის შეადგენს:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1750317637107 {width: 365pt; margin: 0 auto !important; }ფინანსურიკოეფიციენტები:20222023
Debt/EBITDA<4.51.341.02
ICR>36.313.78
DSCR>1.21.342.22
შესაბამისად, კომპანიის მიერ კმაყოფილდება ბანკების მიერ სესხების გაცემისთვის დადგენილი შეზღუდვები და მისი კოეფიციენტები აბსოლუტურად ჯანსაღია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კომპანია 2022 წლის განმავლობაში იყო გადახდისუნარიანი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე დასტურდება, რომ კომპანიას არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდა გაენაწილებინა 2008-2016 წლების განმავლობაში მიღებული და გასანაწილებლად დარჩენილი წმინდა მოგება, ამიტომ შემოსავლების სამსახურის არგუმენტები დაუსაბუთებელია და მის მიერ გამოცემული დარიცხვა უნდა გაუქმდეს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია შემოწმების და შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია კომპანიის მიერ ჩათვლილი მოგების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, უნდა გაუქმდეს აღნიშნულის მიხედვით მოგების გადასახადის ვალდებულების დარიცხვა.
შესაბამისად, ითხოვს შემცირდეს დარიცხული გადასახადი, სანქციები და გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის ბრძანებები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 26.02.2025 წლის №3372 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 და 43-ე ნაწილების თანახმად:
12. დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი. ამასთანავე, დივიდენდს არ მიეკუთვნება:
ა) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) აქციონერის/პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება;
ბ) იურიდიული პირის აქციონერზე/მოწილეზე განხორციელებული გადახდა ამავე იურიდიული პირის აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით, გარდა რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის გადაცემისა.
43. წმინდა მოგება არის მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების შესაბამისად:
92. თუ რეზიდენტი საწარმო (გარდა ამ მუხლის 142-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.
93. ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხა გამოიანგარიშება ფორმულით − A×B/(C-D), სადაც: A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 401 მუხლი არეგულირებს მოგების გადასახადის დეკლარაციის შევსების წესს. მოცემული მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, დეკლარაციის III ნაწილის დანართი №1 (2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდი) ივსება სტრიქონების დასახელების შესაბამისად, კერძოდ:
ა) პირველ სტრიქონში მიეთითება საანგარიშო პერიოდში დივიდენდის სახით განაწილებული თანხის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას;
ბ) მე-2 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა;
გ) მე-3 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა ჯამურად (მათ შორის, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალი) გათვალისწინებით);
დ) მე-4 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისათვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება;
ე) მე-5 სტრიქონში მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 93-ე ნაწილის მიხედვით ჩასათვლელი თანხა, რომელიც წარმოადგენს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხას. აღნიშნული თანხის ოდენობა იანგარიშება პირველი და მე-2 სტრიქონების ნამრავლის გაყოფით მე-3 და მე-4 სტრიქონების სხვაობაზე (სტ.1*სტ.2/(სტ.3- სტ.4)).
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად:
1. ამ კანონით დადგენილი წესების გათვალისწინებით, სამეწარმეო საზოგადოების მოგების/ქონების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე პარტნიორს უფლება აქვს, მიიღოს წლიური ან შუალედური დივიდენდი.
3. დივიდენდი დგინდება სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა წილების პროპორციულად, თუ კანონით, წესდებით ან სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მიხედვით, სამეწარმეო საზოგადოებას არ აქვს უფლება, გასცეს დივიდენდი, თუ ეს სამეწარმეო საზოგადოების გადახდისუუნარობას გამოიწვევს.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 145-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების თანახმად:
1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ფინანსური ანგარიშგების მონაცემების გათვალისწინებით ამზადებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დივიდენდის პარტნიორებზე განაწილების შესახებ წინადადებას და მას პარტნიორებს წარუდგენს. ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია პარტნიორებს დივიდენდის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებზე განაწილების შესახებ წინადადებასთან ერთად წარუდგინოს განცხადება საზოგადოების გადახდისუნარიანობის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ დივიდენდის განაწილების დღიდან მომდევნო კალენდარული წლის განმავლობაში ეს საზოგადოება შეძლებს ვადამოსული ვალდებულებების ჩვეულებრივი ან/და დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში შესრულებას.
6. დივიდენდის პარტნიორებზე განაწილება დაუშვებელია, თუ დიდია იმის ალბათობა, რომ ამის შედეგად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მომდევნო კალენდარული წლის განმავლობაში ვერ შეძლებს ვადამოსული ვალდებულებების ჩვეულებრივი ან/და დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში შესრულებას. ასევე დაუშვებელია დივიდენდის პარტნიორებზე განაწილება, თუ ამის შედეგად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების აქტივები ვეღარ დაფარავს ვალდებულებებსა და განთავსებული კაპიტალის ოდენობას. დაუშვებელია აგრეთვე რეზერვების განაწილება, თუ ეს აკრძალულია კანონით ან წესდებით.
29.05.2025 წელს საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, „მეწარმეთა შესახებ“ კანონი დამფუძნებელს მიუთითებს შესაძლებლობაზე, რომ როდესაც ნაწილდება დივიდენდი, განაწილდეს კონკრეტული წლის მოგება, ერთადერთი შეზღუდვით, რომ დივიდენდის განაწილება არ გამოიწვევს კომპანიის გადახდისუუნარობას. აღნიშნული გარემოება მოცემულ შემთხვევაში არ დგება და სრულად კმაყოფილდება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოთხოვნები. ფინანსური ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით არ აქვს მნიშვნელობა რომელი წლის მოგებას ანაწილებს კომპანია, არის კუმულაციური შედეგი ანუ გაუნაწილებელი მოგება წლის ბოლოს, კონკრეტული წლების შედეგების ჯამი, რაც არ გულისხმობს ხელოვნურ გადანაშთვებს, ჯამური რიცხვია კონკრეტული თარიღისთვის და დამფუძნებელი წყვეტს რომელი წლის მოგება ნაწილდება. ზარალის მიღების წელსაც შეეძლო კომპანიის დამფუძნებელს მიეღო გადაწყვეტილება გაენაწილებინა მოგება, კომპანიის აქტივები საკმარისი იყო ვალდებულებების სრულად დაფარვის პირობებშიც, რაც არ გააკეთა, რადგან პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვანი იყო რეინვესტირება კომპანიაში.
საჩივარს ახლავს კომპანიის დირექტორის 3.01.2023 წლის წინადადება დივიდენდის პარტნიორებზე განაწილების შესახებ და განცხადება გადახდისუნარიანობის შესახებ, სადაც მითითებულია, რომ 31.12.2022 წლის მდგომარეობით კომპანიას უფიქსირდება გაუნაწილებელი მოგება 12 მილიონ ლარამდე ოდენობით (მათ შორის 2008-2016 წლების განმავლობაში დაგროვილი და გაუნაწილებელი მოგება შეადგენს 5 559 609 ლარს). გარდა ამისა, კომპანიის აქტივების ჯამური რაოდენობა შეადგენს 186 მილიონ ლარს, ვალდებულებების მოცულობა 92 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 94 მილიონ ლარს. ამასთან, ფული და ფულის ექვივალენტების ნაშთები 31.12.2022 წლის მდგომარეობით შეადგენს 12.5 მილიონ ლარს. აღნიშნული ფინანსური მონაცემების და სხვადასხვა საოპერაციო კოეფიციენტების (მათ შორის ფულადი სახსრების, მათი მოძრაობის და მომავალი ვალდებულებების დაფარვის გრაფიკის) გათვალისწინებით, კომპანიას არ დაუდგება გადახდისუნარიანობის საშიშროება და შესაძლებელია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში განაწილდეს მოგება 10 მილიონი ლარის ოდენობით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე აცხადებს, რომ მოცემული მონაცემები აძლევს რწმუნებას, რომ აღნიშნული ოდენობის მოგების განაწილების შემთხვევაში, კომპანიას არ დაუდგება გადახდისუუნარობის მოცემულობა და იგი შეძლებს ვადამოსული ვალდებულებების ჩვეულებრივი ან/და დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში შესრულებას.
ასევე, წარმოდგენილია პარტნიორთა კრების ოქმი 3.01.2023 წლის თარიღით, რომელშიც მითითებულია დაგროვილი (მათ შორის 2017 წლამდე) დივიდენდის განაწილებაზე კრების გადაწყვეტილება: 2023 წლის ჭრილში გასაცემი დივიდენდის თანხამ შეადგინა 9 517 558.76 ლარი. აღნიშნული თანხის განაწილება განხორციელდეს „კომპანიის“ წესდების საფუძველზე, განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლების განმარტებით, კომპანიის გადახდისუნარიანობა აუდიტის დეპარტამენტს ეჭვქვეშ არ დაუყენებია. გადასახადის გადამხდელის მიერ 2008-2016 წლის საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგება, რომელიც აკუმულირებული იყო, გაინაშთა 2020 წელს მიღებული ზარალის შედეგად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში 2017 წლამდე მიღებული მოგების ნაწილი გამოყენებულ იქნა შემდგომ პერიოდში წარმოშობილი ზარალის დასაფარად, შესაბამისად, 2023 წელს მოგების განაწილება სრულად წარმოადგენს 2020 წლის შემდგომ წარმოშობილი ფინანსური შედეგებიდან მიღებული წმინდა მოგების განაწილებას და მოგების გადასახადი არ ექვემდებარება ჩათვლას. რაც შეეხება, თითოეული წლის გასანაწილებელი მოგების, აღნიშნული წარმოადგენს აკუმულირებულს ყველა წლის ფინანსური შედეგების დაჯამებით. ფინანსური აღრიცხვის პრინციპი ყოველთვის მოიაზრებს კონკრეტული თარიღის ფინანსური შედეგების წარდგენას ერთი რიცხვის სახით, რომელიც არის სალდირებული. ეს ადასტურებს, რომ ფინანსური შედეგი კონკრეტული თარიღისათვის არის ყველა წლის ზარალის და მოგების ჯამის სახით.
ნიშანდობლივია, რომ ფინანსური ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტების კონცეპტუალური საფუძვლების მიხედვით ფინანსური ინფორმაციის ძირითადი ხარისხობრივი მახასიათებლებია შესაბამისობა და სამართლიანი წარდგენა. იმისთვის, რომ ფინანსური ინფორმაცია სასარგებლო იყოს, ის უნდა იყოს შესაბამისი და სამართლიანად წარმოაჩენდეს იმას, რისი ასახვისთვისაც არის განკუთვნილი. ფინანსური ინფორმაციის სარგებლიანობა უფრო მაღლდება, თუ ის შესადარისია, შესაძლებელია მისი შემოწმება, დროულია და აღქმადი. ხოლო ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით ფინანსური ანგარიშგების წარდგენა მოიცავს საწარმოს ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებს, რომელშიც უნდა აისახოს:
ა) ინფორმაცია ფინანსური ანგარიშგების მომზადების საფუძვლისა და საწარმოს მიერ გამოყენებული სააღრიცხვო პოლიტიკების შესახებ, 117-124-ე პუნქტების შესაბამისად;
ბ) ფასს სტანდარტების მოთხოვნებით გათვალისწინებული განმარტებითი ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ ფინანსურ ანგარიშგებაში სხვაგან ასახული არ არის; და
გ) დამატებითი ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ ფინანსურ ანგარიშგებაში სხვაგან ასახული არ არის, მაგრამ აუცილებელია საწარმოს ფინანსური ანგარიშგების რომელიმე ელემენტის გასაგებად.
საწარმომ ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები უნდა მოამზადოს შეძლებისდაგვარად სისტემატიზებული სახით. სისტემატიზების მეთოდის დადგენისას საწარმომ უნდა გაითვალისწინოს მისი გავლენა ფინანსური ანგარიშგების აღქმადობასა და შესადარისობაზე. ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებისა და სრული შემოსავლის ანგარიშგების, განცალკევებული მოგებისა და ზარალის ანგარიშგების (თუ წარდგენილია), საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგებისა და ფულადი ნაკადების ანგარიშგების თითოეული მუხლი, ურთიერთმითითების გამოყენებით უნდა იქნეს დაკავშირებული ფინანსური ანგარიშგებების განმარტებით შენიშვნებში ასახულ შესაბამის ინფორმაციასთან.
ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური ანგარიშგებების და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები მკაცრად არ განსაზღვრავს წმინდა და გაუნაწილებელი მოგების შემადგენლობაზე განმარტებას, სტანდარტების შესაბამისად წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში ცხადად უნდა იკითხებოდეს (თუნდაც შენიშვნის სახით) კონკრეტულ წელს/წლებში არსებობს თუ არა ან/და რა ოდენობით არსებობს კომპანიაში გადასახადის გადამხდელის მიერ 2008-2016 წლის საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგება.
საბჭო განმარტავს, რომ 2017 წლიდან ამოქმედებული მოგების გადასახადის დაბეგვრის ვალდებულება წარმოიშვება, თუ ადგილი ექნება წმინდა მოგების 2017 წლის 1 იანვრიდან განაწილების შემთხვევებს, მათ შორის მოგების იმ ნაწილის განაწილების შემთხვევას, რომელიც 2017 წლამდე საანგარიშგებო პერიოდებშია მიღებული და ამ პერიოდებს მიეკუთვნება. 2017 წლის 1 იანვრისთვის, გადასახადის გადამხდელთა გარკვეულ ნაწილს, რომელთა მოგების განაწილების პოლიტიკა არ ითვალისწინებს მოგების იმავე საანგარიშო პერიოდში განაწილებას, შესაძლოა ერიცხებოდეს 2017 წლამდე პერიოდების მიხედვით გამომუშავებული დაგროვილი გაუნაწილებელი მოგება, რომლის 2017 წლის 1 იანვრიდან განაწილებაც, ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას. მოგების გადასახადით დაბეგვრის ორი განსხვავებული ნორმის გამოყენებით, ერთი და იმავე საგადასახადო ბაზის ორჯერ დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებლის მიერ შემოღებული იქნა მოგების გადასახადის ჩათვლის მექანიზმი. ამ მიზნით იქნა შემოღებული 2017 წლამდე მოგების 2017 წლის 1 იანვრიდან განაწილების შემთხვევაში, წინა საანგარიშგებო პერიოდების მიხედვით გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის შესაძლებლობა. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის შესაბამისად, 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებაზე შესაძლებელია მოგების გადასახადის ჩათვლა, თუ ასეთი არსებობს განაწილების მომენტში. საგულისხმოა, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს, მხოლოდ გადასახდელი მოგების გადასახადის ჩათვლის შესაძლებლობას წინა პერიოდში გადახდილი მოგების გადასახადის ხარჯზე და არ ითვალისწინებს პირისთვის ადრე გადახდილი მოგების გადასახადის რეინვესტირების ან სხვა მიზეზით გაუნაწილებლობის (მათ შორის ზარალის მიღების გამო) შემთხვევაში, რაიმე ბენეფიტს. კანონმდებლობა ასევე არ ითვალისწინებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების რეინვესტირებული თანხიდან შემდგომ მიღებულ მოგებაზე ჩათვლის შენარჩუნებას ან აღდგენას. ამდენად, კანონმდებლობის მიხედვით, თუ 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგება არ/ვერ განაწილდა და მიმართული იქნა რეინვესტირების, კომპანიის სხვა ვალდებულებების ან ზარალის დასაფარავად, იმ მომენტში, როდესაც კომპანიას არ აქვს აღნიშნული მოგების განაწილების რესურსი და შესაძლებლობა ის კარგავს ხსენებული ჩათვლის მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობას.
განსახილველ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს, რომ:
- 2017 წლის დასაწყისში კომპანიას უფიქსირდებოდა მოგება 11 846 000 ლარის ოდენობით;
- 2017-2020 წლებში განაწილებულმა მოგებამ სულ შეადგინა 6 287 000 ლარი (რაზეც მიღებულია ჩათვლა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების მიხედვით);
- 2017-2020 წლებში პარტნიორთა გადაწყვეტილება დარჩენილი მოგების დივიდენდის სახით განაწილებაზე არ არსებობს;
- 2020 წლის ფინანსური შედეგების გათვალისწინებით კომპანიაში დაფიქსირდა დაუფარავი ზარალი;
- 2022 წლის ფინანსური შედეგების გათვალისწინებით, 2023 წლის იანვარში კომპანიამ განაგრძო მოგების განაწილება და ამავე თვეში დივიდენდის სახით გასცა 6 919 068 ლარი, საიდანაც 5 559 609 ლარი განიხილა 2008-2016 წლებში მიღებული მოგებიდან განაწილებად.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს, რომ 2020 წლის ფინანსური შედეგების გათვალისწინებით, კომპანიაში დაფიქსირდა დაუფარავი ზარალი რა დროსაც კომპანია ფინანსურად მოკლებული იყო შესაძლებლობას გაენაწილებინა 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგება. შესაბამისად, კომპანიის 2020 წლის ფინანსური შედეგების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გასანაწილებელი მოგების ოდენობა, რომელზეც კომპანიას გააჩნდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ჩათვლის შესაძლებლობა მიმართული იქნა აღნიშნული ფინანსური ზარალის დასაფარავად და ამ თანხაზე კომპანიამ საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის დაკარგა ჩათვლის მიღების უფლება, რასაც ვერ აღიდგენს მომდევნო წლების ფინანსური შედეგების ხარჯზე, ისევე როგორც ვერ აღიდგენდა ჩათვლის შესაძლებლობას ხსენებული მოგების რეინვესტირების შემთხვევაში.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებიდან და მხარეთა არგუმენტაციიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება, საჩივარში მითითებულ შემოსავლების სამსახურის 26.02.2025 წლის №3372 ბრძანებას, საბჭო მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელის მიერ სადავო იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში 17.03.2025 წელს წარმოდგენილი საჩივრით, რაზეც მიღებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 27.03.2025 წლის №24921/2/2025 (რეგ. 23.04.2025წ. 03/29036) გადაწყვეტილება და რომლითაც გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 26.02.2025 წლის №3372 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შესაბამისად, ვინაიდან არ არსებობს დავის საგანი, საჩივარი ამ ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 26.02.2025 წლის №3372 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში, დარჩეს განუხილველი;
2. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელისთვის დაუსაბუთებელია შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია კომპანიის მიერ ჩათვლილი მოგების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით.შესაბამისად, მიიჩნევს რომ ,უნდა გაუქმდეს აღნიშნულის მიხედვით მოგების გადასახადის ვალდებულების დარიცხვა.ასევე,ითხოვს შემცირდეს დარიცხული გადასახადი, სანქციები და გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის ბრძანებები.
ფაქტობრივი გარემოებები
ფინანსური ანგარიშგებების შესაბამისად, 2017 წლის დასაწყისში კომპანიას უფიქსირდებოდა მოგება 11 846 000 ლარის ოდენობით. 2020 წლის შუა პერიოდამდე კომპანია სტაბილურად ანაწილებდა მოგებას, რომელსაც განიხილავდა 2008-2016 წლებში მიღებული მოგებიდან განაწილებას და იღებდა ჩათვლას საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების მიხედვით. 2017-2020 წლებში განაწილებულმა მოგებამ სულ შეადგინა 6 287 000 ლარი. 2020 წლის ფინანსური შედეგების გათვალისწინებით კომპანიაში დაფიქსირდა დაუფარავი ზარალი. 2023 წლამდე კომპანიას დივიდენდი აღარ გაუნაწილებია. 2022 წლის ფინანსური შედეგების გათვალისწინებით, 2023 წლის იანვარში კომპანიამ განაგრძო მოგების განაწილება და ამავე თვეში დივიდენდის სახით გასცა 6 919 068 ლარი, საიდანაც 5 559 609 ლარი განიხილა 2008-2016 წლებში მიღებული მოგებიდან განაწილება და მიიღო ჩათვლა ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად. ჩათვლილმა მოგების გადასახადმა შეადგინა 467 781 ლარი. საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების მიხედვით, საწარმო უფლებამოსილია 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემთხვევაში, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში 2017 წლამდე მიღებული მოგების ნაწილი გამოყენებულ იქნა შემდგომ პერიოდში წარმოშობილი ზარალის დასაფარად, შესაბამისად, 2023 წელს მოგების განაწილება სრულად წარმოადგენს 2020 წლის შემდგომ წარმოშობილი ფინანსური შედეგებიდან მიღებული წმინდა მოგების განაწილებას და მოგების გადასახადი არ ექვემდებარება ჩათვლას. შედეგად, 2023 წელს განაწილებული მოგების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელის მიერ განხილულია 2008-2016 წლებში მიღებული მოგებიდან და მიღებული აქვს ჩათვლა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების მიხედვით, შემოწმების შედეგად განხილულია 2016 წლის შემდგომ პერიოდში მიღებული მოგებიდან განაწილებად და მასზე მიღებული ჩათვლა დაექვემდებარა შემცირებას. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
საბჭო იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭო მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელის მიერ სადავო იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში 17.03.2025 წელს წარმოდგენილი საჩივრით, რაზეც მიღებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და რომლითაც გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 26.02.2025 წლის №3372 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შესაბამისად, ვინაიდან არ არსებობს დავის საგანი, საჩივარი ამ ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
97,981,301,ს 309(92,93)