გადაწყვეტილება №20072/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20072/2/2023
10 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------ 26.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20072/2/2023).
დავის საგანი:
ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება (უარი დეკლარირებული ქონების გადასახადის შემცირებაზე და შემოწმებით განსაზღვრული რემონტის ხარჯის ოდენობა).
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;
2. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №32813 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-626 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12686 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ქონების გადასახადი - 1 116 332 ლარი (გადასახდელად დარიცხული გადასახადი რომლის გადახდის ვადა (24.01.2023 წელი) საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის თარიღისთვის არ დამდგარა).
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს ძირითად საქმიანობაა ფართების იჯარით გაცემა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება, ხოლო მასთან შერწყმული შპს ------------ (ს/ნ ------------) დამოუკიდებლად ფუნქციონირების ნაწილში განისაზღვრა 1.01.2019 წლიდან 29.08.2019 წლამდე (შერწყმამდე) საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 22.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
კომპანია 2012 წლიდან საკუთრებაში ფლობს ქ. ------------ არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 26 451 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ შენობანაგებობებს (ს/კ ------------), ასევე ------------ ------------ (------------) (ს/კ ------------) სიგრძით 82 მ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ქონება საწარმოს მიღებული აქვს 13.07.2012 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული ქონება შეფასებულია შპს „------------“ მიერ და ჯამში ქონების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 4 515 000 ლარი. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია დამოუკიდებელი აუდიტორის (------------) დასკვნა უძრავი ქონების ღირებულების გამიჯვნის შესახებ, რომლის მიხედვითაც ზემოაღნიშნული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საბალანსო ღირებულება შეფასების მომენტისთვის (31.12.2012 წელი) განისაზღვრა 2 645 100 ლარით (1კვ.მ 100 ლარი), ხოლო შენობა-ნაგებობა
1 869 900 ლარით (1 კვ.მ 57,7 ლარი). საწარმო აღნიშნული ღირებულებიდან იხდის ქონების გადასახადს. საწარმოს მიერ არ მომხდარა ქონების აფასება.
20.08.2012 წლიდან გადამხდელის მიერ ზემოაღნიშნული ქონება იჯარით გადაცემულია სს ------------ (ს/ნ ------------) იგივე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ქონების შპს ------------ საკუთრებაში გადაცემამდე (15.05.2006 წელს მოიჯარესა და შპს ------------ შორის გაფორმდა 49 წლიანი იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ------------ მოიჯარეს გრძელვადიანი იჯარის ფორმით კომერციული საქმიანობისთვის დროებით სარგებლობაში გადასცა ქ. ------------ შენობის ძირითადი ნაწილი).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე, საწარმოს საკუთრებაში არსებული ქ. ------------მდებარე უძრავი ქონების (გარდა მიწისა) საბაზრო ღირებულება შეფასდა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ, რომლის 16.11.2022 წლის ექსპერტიზის სამმართველოს №------------ დასკვნის მიხედვით:
შპს ------------ კუთვნილი დაყადაღებული ქონების, კერძოდ, 24 110 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის (ს/კ ------------) მდებარე ქ. ------------, ნაკვ. ------------, საბაზრო ღირებულებამ მიწის გარეშე 31.12.2019 წლისთვის შეადგინა 58 392 000 ლარი, 31.12.2020 წლისთვის შეადგინა 66 718 000 ლარი, 31.12.2021 წლისთვის შეადგინა 63 074 000 ლარი.
შპს ------------ კუთვნილი დაყადაღებული ქონების, კერძოდ, 197.89 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის (ს/კ ------------) მდებარე ქ. ------------, ნაკვ. ------------, საბაზრო ღირებულებამ მიწის გარეშე 31.12.2019 წლისთვის შეადგინა 430 000 ლარი, 30.09.2020 წლისთვის შეადგინა 492 000 ლარი.
შპს ------------ კუთვნილი დაყადაღებული ქონების, კერძოდ, 200 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის (ს/კ ------------) მდებარე ქ. ------------, ნაკვ. ------------, საბაზრო ღირებულებამ მიწის გარეშე 31.12.2019 წლისთვის შეადგინა 435 000 ლარი, 22.10.2020 წლისთვის შეადგინა 490 000 ლარი.
არასაცხოვრებელი ფართის, ------------ გადასასვლელის (------------) (ს/კ ------------) შეფასების მიზნით, ექსპერტები გაეცნენ უძრავი ქონების ადგილობრივ ბაზარს და ობიექტის სპეციფიკურობიდან გამომდინარე ვერ შეფასდა.
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის, 202-ე მუხლის 41 ნაწილის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის თანახმად, შემოწმების შედეგად გაიზარდა საწარმოს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი.
საგადასახადო ორგანოს მიერ შეფასებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას გამოაკლდა იჯარით აღებული ქონების რემონტის ხარჯი (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე სს ------------ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით). მომჩივანს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი. ამასთან, აღნიშნულ თანხაზე გადამხდელს საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვალა და არ დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 26.12.2022 წლის №32813 ბრძანება და ამავე თარიღის №006- 626 საგადასახადო მოთხოვნა, 6.02.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.06.2023 წლის №12686 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
მე-2 სადავო საკითხთან (ქონების შეფასება) დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ იჯარით გაცემული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს შემმოწმებელთან);
ბ) ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარდგენილი ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12686 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების მიხედვით, აქტივის გამოყენების უფლება არ წარმოადგენს მატერიალურ აქტივს და შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისთვის, არ უნდა იქნას განხილული ძირითად საშუალებად. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ის ფაქტი, რომ გადასახადის გადამხდელს ამგვარი აქტივები, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში აღრიცხული აქვს ძირითადი საშუალებების ჯგუფში, ამ გადამხდელისათვის არ წარმოშობს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს. საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული აქტივის გამოყენების უფლება, რომელიც გადასახადის გადამხდელის (მოიჯარის) მიერ ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად აღრიცხულია ფინანსური ანგარიშგების ძირითადი საშუალებების მუხლის შემადგენლობაში, ამ გადასახადის გადამხდელისთვის (მოიჯარისთვის) არ წარმოადგენს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ზემოაღნიშნული ქონება მართლზომიერად იქნა განხილული გადასახადის გადამხდელის ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
------------ შენობა წარმოადგენს იჯარის საგანს, რომელიც 2006 წლიდან 2012 წლამდე გადაცემულია სს ------------ (ს/ნ ------------) მფლობელობასა და სარგებლობაში შპს ------------(ს/ნ ------------) მიერ, ხოლო 2012 წლიდან დღემდე შპს ------------ (ს/ნ ------------) მიერ.
აუდიტის დეპარტამენტის 2.05.2013 წლის №18996 ბრძანებით დანიშნული სს ------------ გასვლითი საგადასახადო შემოწმების საფუძველზე, 5.12.2013 წლის №6-1571 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 29.01.2014 წლის №4841 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.03.2016 წლის გადაწყვეტილებით (საჩივარი №7461/2/14), ------------ საქალაქო სასამართლოს 3.08.2017 წლის გადაწყვეტილებით საქმეზე №------------, სააპელაციო სასამართლოს 27.03.2018 წლის გადაწყვეტილებით საქმეზე №------------ და საბოლოოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1.10.2021 წლის განჩინებით საქმეზე №------------, ასევე 21.10.2016 წლის №------------ შეტყობინების, აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2016 წლის სს ------------ საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე ქ. ------------ შენობის ქონების გადასახადის გადამხდელად განისაზღვრა სს ------------ ანუ მოიჯარე, ვინაიდან მას ჰქონდა განხორციელებული ინვესტირება და ბუღალტრულ ჩანაწერებში ასახული ჰქონდა ეს შენობა, როგორც საინვესტიციო ქონება.
აღნიშნულიდან გამომდინარეობს ის, რომ 2006 წლიდან დღემდე სს ------------ იხდიდა და იხდის ქონების გადასახადს საბაზრო ღირებულებით, ხოლო შპს ------------არ ჰქონდა და არ აქვს ამავე ქონებაზე ქონების გადასახადის გადახდის რაიმე სამართლებრივი საფუძველი, იქიდან გამომდინარე, რომ დაუშვებელია ერთიდაიმავე ქონებაზე ერთიდაიმავე ქონების გადასახადს იხდიდეს ორი სუბიექტი (ანუ ბიუჯეტში ორჯერ შედიოდეს ქონების გადასახადი, ხდებოდეს გადასახადის დუბლირება/ორმაგი დაბეგვრა). იმით, რომ შპს ------------ არ იხდიდა ამ ქონებაზე ქონების გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტს არ მისდგომია არანაირი ზარალი, ვინაიდან შესაბამისი გადასახადი ბიუჯეტში შეჰქონდა სს ------------.
ითხოვს შესაბამის სამსახურს დაევალოს ხელმეორედ, დეტალურად და ყურადღებით შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და შესაბამისად განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება.
ზემოთ მითითებული პოზიციით ასევე შესამცირებელია შპს ------------ მიერ 1 869 900 ლარით დეკლარირებული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და ბიუჯეტში გადახდილი შესაბამისი ქონების გადასახადი (გარდა მიწისა), ვინაიდან აღნიშნული წარმოდგენს გადასახადის დუბლირებას. დაუშვებელია ერთიდაიმავე ქონებაზე ქონების გადასახადს იხდიდეს ორი სხვადასხვა საწარმო.
შემმოწმებლები აღნიშნავენ, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ შეფასებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებიდან გამოკლებულია იჯარით აღებული ქონების რემონტის ხარჯი. აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2022 წლის №------------ წერილით საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე სს ------------ მოთხოვნილი იყო ინფორმაცია 2019 წლის, 2020 წლის, 2021 წლის საანგარიშო პერიოდების ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის შესახებ და ქონების გადასახადის გაანგარიშების ცხრილი. სს ------------ წარადგინა ქ ნების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და ქონების გადასახადის გაანგარიშების ცხრილი, რომელიც მოიცავდა მხოლოდ 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზას და ქონების გადასახადის გაანგარიშების ცხრილს, სადაც მიუთითა აღნიშნულ პერიოდში (2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე) ჩატარებული სარემონტო სამუშაოები. შემმოწმებლებმა მხედველობაში არ მიიღეს ის ფაქტი, რომ სს ------------ 2006 წლიდან ახორციელებდა სარემონტო სამუშაოებს აღნიშნულ ქონებაზე, საიდანაც იხდიდა შესაბამის ქონების გადასახადს. შედეგად მივიღეთ ის, რომ საკითხი არასრულად იქნა შესწავლილი, ქონების გადასახადის გამოანგარიშებისას უნდა გამოკლებულიყო სრული რემონტის ხარჯი და არა მხოლოდ 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში გაწეული სარემონტო ხარჯი. წარმოადგენს სს ------------ მიერ გაცემულ ცნობას 2006 წლიდან 2019 წლის 1 იანვრამდე განხორციელებული დანახარჯებს უძრავ ქონებაზე.
ითხოვს დაევალოს შესაბამის სამსახურს ხელმეორედ, დეტალურად და ყურადღებით შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და შესაბამისად განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება. აღნიშნულიდან გამომდინარე უნდა გაუქმდეს დამატებით დარიცხული ქონების გადასახადი 1 116 332 ლარი, შემცირდეს შპს ------------ მიერ დეკლარირებული და ბიუჯეტში დამატებით გადახდილი ქონების გადასახადი, გარდა მიწისა. ასევე არ ეთანხმება სხვა დანარჩენ საკითხებს და ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი და 41 ნაწილების მიხედვით:
1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
41 . საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის შესაბამისად:
1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი (ამ თავის მიზნებისათვის, შემდგომში – წესი).
2. ეს წესი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით.
3. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ:
ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა აღნიშნა, რომ სს ------------ მიმართ ჩატარებული საგადასახადო შემოწმების საფუძველზე (ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და სასამართლოში დავის შედეგად) სს ------------ ანუ მოიჯარე, ვინაიდან მას ჰქონდა განხორციელებული ინვესტირება და ბუღალტრულ ჩანაწერებში ასახული ჰქონდა ქ. ------------ შენობა, როგორც საინვესტიციო ქონება, განისაზღვრა ამ შენობის ქონების გადასახადის გადამხდელად. მოცემულ ეტაპზე სს ------------ მიმართა შემოსავლების სამსახურს და აღნიშნულ საკითხზე მოითხოვა წინასწარი გადაწყვეტილება, რომელიც პროექტის დონეზეა და რომლის თანახმად სს ------------ აღნიშნულ ქონებაზე არ წარმოადგენს ქონების გადასახადის გადამხდელს. მნიშვნელოვანია, რომ 2019 წელთან დაკავშირებით სს ------------ვერ აზუსტებს, არ აქვს შესაძლებლობა დააზუსტოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, ხოლო შპს------------ სადავო შემოწმებით დაერიცხა 2019 წლის ქონების გადასახადი ანუ ორჯერ მოხდება გადახდა (ვინაიდან, სს ------------ უკვე დეკლარირებული და გადახდილი აქვს). ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს სს ------------მიერ გადახდილი ქონების გადასახადის ე.წ. ჩათვლა, როგორც შპს ------------ მიერ გადახდილი გადასახადი, რადგან დაუშვებელია ერთიდაიმავე ქონებაზე ერთიდაიმავე ქონების გადასახადს იხდიდეს ორი სუბიექტი. ზემოთ მითითებული პოზიციით ასევე შესამცირებელია შპს ------------ მიერ 1 869 900 ლარით დეკლარირებული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და ბიუჯეტში გადახდილი შესაბამისი ქონების გადასახადი (გარდა მიწისა), ვინაიდან აღნიშნული წარმოდგენს გადასახადის დუბლირებას. ქონების გადასახადის გამოანგარიშებისას გამოკლებული უნდა ყოფილიყო რემონტის სრული ხარჯი და არა მხოლოდ 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში გაწეული სარემონტო ხარჯი. საჩივარს ერთვის სს ------------მიერ გაცემული ცნობა, რომ 2006-2012 წლებში ჩატარებულ სამუშაოებზე გაწეული დანახარჯები შეადგენს 29 942 251,91 ლარს.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების მიხედვით, აქტივის გამოყენების უფლება არ წარმოადგენს მატერიალურ აქტივს და შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისთვის, არ უნდა იქნას განხილული ძირითად საშუალებად. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ის ფაქტი, რომ გადასახადის გადამხდელს ამგვარი აქტივები, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში აღრიცხული აქვს ძირითადი საშუალებების ჯგუფში, ამ გადამხდელისათვის არ წარმოშობს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს. საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული აქტივის გამოყენების უფლება, რომელიც გადასახადის გადამხდელის (მოიჯარის) მიერ ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად აღრიცხულია ფინანსური ანგარიშგების ძირითადი საშუალებების მუხლის შემადგენლობაში, ამ გადასახადის გადამხდელისთვის (მოიჯარისთვის) არ წარმოადგენს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ზემოაღნიშნული ქონება მართლზომიერად იქნა განხილული გადასახადის გადამხდელის, მომჩივნის ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება (უარი დეკლარირებული ქონების გადასახადის შემცირებაზე და შემოწმებით განსაზღვრული რემონტის ხარჯის ოდენობა).
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს ძირითად საქმიანობაა ფართების იჯარით გაცემა.
გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში აღრიცხული აქვს ძირითადი საშუალებების ჯგუფში, ამ გადამხდელისათვის არ წარმოშობს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს. საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული აქტივის გამოყენების უფლება, რომელიც გადასახადის გადამხდელის (მოიჯარის) მიერ ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად აღრიცხულია ფინანსური ანგარიშგების ძირითადი საშუალებების მუხლის შემადგენლობაში, ამ გადასახადის გადამხდელისთვის (მოიჯარისთვის) არ წარმოადგენს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ზემოაღნიშნული ქონება მართლზომიერად იქნა განხილული გადასახადის გადამხდელის, მომჩივნის ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;201(1ა);202(1,41);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921