N 435 - 30/09/2025 - „ტექნიკური რეგლამენტი − ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლისა და სპირტის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 მარტის №117 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 30.09.2025
№ დოკუმენტი 435
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №435

2025 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტი − ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლისა და სპირტის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 მარტის №117 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტი − ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლისა და სპირტის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 მარტის №117 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/03/2022, 300160070.10.003.023327) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლისა და სპირტის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.თ“ ქვეპუნქტი:

„ა.თ) კატეგორია „ბრენდის“ წარმოებისათვის განკუთვნილი დისტილატის დავარგებისას დასაშვებია მისი განზავება დარბილებული წყლით, სიმაგრის არანაკლებ 40% მოცულობამდე დასაყვანად;“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე