N 460 - 20/10/2025 - „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 20.10.2025
№ დოკუმენტი 460
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №460

2025 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/09/2019, 240090000.10.003.021475) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის“ მე-2 მუხლის:

1. „ე.ე.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ე.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე წარმოშობილი/წარმოებული საქართველოს საქონლის 12 თვემდე ვადით შენახვა, ხოლო საქართველოს საქონლის სხვა შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის „ე.ე.გ“ და „ე.ე.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა) – 3 თვემდე ვადით შენახვა;“.

 

2. „ე.ე.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ე.დ“ ქვეპუნქტი:

„ე.ე.დ) ნავთობის გადამუშავების ლიცენზიისა და წლიურად არანაკლებ 1 მილიონი ტონის გადამუშავების სიმძლავრის მქონე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მფლობელის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სარკინიგზო ან/და საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეული ნავთობის, ნედლი ნავთობის ან/და ნავთობპროდუქტების, შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული ნავთობის ან/და ნედლი ნავთობის გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული პროდუქტის, აგრეთვე შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შერევის (კომპაუნდირების) შედეგად მიღებული პროდუქტის 6 თვემდე ვადით შენახვა;“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე