გადაწყვეტილება №24206/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.12.2024
№ დოკუმენტი 24206/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 24206/2/2024

25 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ "--------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------28.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24206/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 5.07.2024 წლის №23142/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხება;

2. შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14596 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2023 წლის №006-616 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №1028 ბრძანება;

3. შემოსავლების სამსახურის 15.05.2024 წლის №11257 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 528 215 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 279 458

ჯარიმა - 139 729

საურავი - 109 028

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №32171 ბრძანება და №006-587 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14596 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო ხსენებული ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2023 წლის №006- 616 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №1028 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 22.03.2024 წლის №22101/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა მომჩივნის საჩივრები და 15.05.2024 წლის №11257 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 5.07.2024 წლის №23142/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

 

სადავო საკითხები:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 5.07.2024 წლის №23142/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანია 1.01.2019 დან 1.06.2022 საანგარიშო პერიოდში არ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, 2021 წლის 30 ივლისს, პარტნიორთა კრების საფუძველზე, კომპანიის ერთპიროვნულმა მფლობელმა და დირექტორმა ----------- გაასხვისა კომპანიის კუთვნილი წილი 51% შპს ------------- 25 000 ლარად, ურთიერთდამოკიდებულ პირზე, --------------. აღნიშნული ოპერაციის ანალიზის შედეგად და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ლიცენზირებული აუდიტორის (სერტიფიკატი №-------------) წილის შეფასების ანგარიშით გაირკვა წილის, ურთიერთდამოკიდებულ პირზე გასხვისების დროისათვის, ღირებულება შეადგენდა 1 608 600 ლარს, რაც გასხვისების ღირებულებაზე 1 583 600 ლარით ნაკლებია. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აღნიშნული ოპერაცია, საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის თანახმად, მიიჩნია მოგების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №32171 ბრძანება და №006-587 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14596 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მტკიცებულებები ვალთან დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14596 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2023 წლის №006-616 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №1028 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 22.03.2024 წლის №22101/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა განიხილა მომჩივნის საჩივრები და 15.05.2024

წლის №11257 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 5.07.2024 წლის №23142/2/2024 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, სადავო საკითხების, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის 2.07.2024 წლის №------------ წერილში ჩამოყალიბებული რეკომენდაციების დამატებით შესწავლა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14596 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახურს აცნობა, რომ 7.10.2023 წელს, შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე (ელ ფოსტა -------------) წარადგინა საბუღალტრო პროგრამა ორისის ამონარიდი შესამოწმებელ 1.01.2019-1.06.2022 საანგარიშო პერიოდზე, ასევე წარადგინა მთელი რიგი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ დარიცხვის უსაფუძვლობას. საბუღალტრო პროგრამა ორისის სასტარტო ნაშთებში, 1.01.2019 წლის მდგომარეობით, კომპანიას ---------- მიმართ გააჩნია ვალდებულება 1 899 602.54 ლარი, რაც ასახულია ანგარიში 3490-ის (სხვა დარიცხული ვალდებულებების) ქვეანგარიშზე 3490-11 ------------. წარდგენილ საანგარიშო პერიოდში, ორისის პროგრამაში --------------- ბარათიდან ჩანს კომპანიაზე რიცხული სხვადასხვა ვალდებულებების დაფარვა (შემცირება), რაც ასახულია ანგარიში 3490-11-ზე (სხვა დარიცხული ვალდებულები).

-------------- ანგარიში წლების მიხედვით შეადგენს:

- 31.12.2019 წლის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს 2 105 001.76 ლარს;

- 31.12.2020 წლის მდგომარეობით 2 260 851.13 ლარს;

- 31.12.2021 წლის მდგომაროებით 677 906.13 ლარს;

-------- ვალდებულება შემცირდა 1 608 600 ლარით 2.08.2021 წლის შეთანხმებით,შემცირებული ვალდებულება ---------- მიმართ ასევე დასტურდება აუდიტორული კომპანია „--------------“ ბიზნესის შეფასების ანგარიშითაც;

- 1.01.2022წ-1.06.2022 წლის მდგომარეობით 677 906.13 ლარს.

----------- მიმართ შპს ----------- არსებული დავალიანება აღიარებულია ------------- -ზე 2019- 2020-2021 წწ წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში. წარდგენილია მთელი რიგი დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლითაც ნათლად დასტურდება ----------- მიერ შპს ------------- სასარგებლოდ განხორციელებული ფულადი გადახდები.

შპს ------------ შეიქმნა 1989 წელს, დაარსების დღიდან აწარმოებდა საბუღალტრო აღრიცხვას და ანგარიშგებას (არა საბუღალტრო პროგრამა ორისში. ორისის პროგრამაში აღრიცხვიანობა დაიწყო 2019 წლიდან) საანგარიშო პერიოდებში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, რის შედეგად შეიკრა კომპანიის ბალანსი, გაჩნდა ვალდებულებები, მოთხოვნები და ა.შ., მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს წლების განმავლობაში გაკეთებულ საბუღალტრო აღრიცხვის და ანგარიშგების შედეგებს. მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 7 დეკემბერს გამოიცა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა №006-616, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 10.11.2023 წლის დასკვნა, რომელთა მიხედვით, კომპანიას არათუ გაუუქმდა დარიცხული უსაფუძვლო გადასახადი, პირიქით, მეტობით დაერიცხა 528 214.54 ლარი. ხსენებული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, თუმცა 2024 წლის 24 იანვრის №1028 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 აპრილის №22101/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 იანვრის №1028 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. აღნიშნულის საფუძველზე, საქმე ხელახლა იქნა განხილული შემოსავლების სამსახურში, თუმცა საჩივარი მაინც არ დაკმაყოფილდა და 2024 წლის 15 მაისის №11257 ბრძანებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოცემულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის დასაბუთება იდენტური იყო იმ გადაწყვეტილებისა, რაც მისმა ზემდგომმა - ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭომ გააუქმა №22101/2/2024 გადაწყვეტილებით. შემოსავლების სამსახურის №11257 ბრძანებაში, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასასაბუთებლად, შემოსავლების სამსახური ახალ უსაფუძვლო გარემოებას უთითებს, რაც ადრე არ მიუთითებია, კერძოდ ამ ბრძანებაში მითითებულია, რომ „შპს ---------- დეკლარირებულ ყოველთვიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ფიქსირდება გაცემული პროცენტები, განაცემთა ინფორმაციაში სესხებზე გადახდილი პროცენტების დაბეგვრა მცირე ოდენობით დეკლარირებულია ფ/პ -------------, ხოლო ფ/პ ------------ არ ფიქსირდება“.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, იძულებული გახდა კვლავ მიემართა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების საბჭოსათვის დარღვეული უფლებების აღსადგენად. კერძოდ მიუთითა: საქართველოს უზენაესი სასამართლო ერთ-ერთ საქმეზე (№ბს-743-735(კ-16) პალატის განმარტება, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-13 მუხლი, აღნიშნავდა, რომ ზემდგომის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვას არ უნდა გააჩნდეს ფორმალური ხასიათი, მიუხედავად ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭოს №22101/2/2024 გადაწყვეტილებისა, შემოსავლების სამსახურმა კვლავ იმავე გარემოებებზე დაყრდნობით და იმავე სამართლებრივი დასაბუთებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რის გამოც ერთიდაიგივე გარემოებებზე უწევს ხელმეორედ მიმართვა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭოსათვის.

ხელმეორე განხილვის შედეგად, ახალი გარემოება, რაც მიუთითა №11257 ბრძანებაში შემოსავლების სამსახურმა არის ფ/პ ----------- პროცენტთან დაკავშირებული გარემოება, რომელიც არარელევანტურია საკითხთან, ყოველ ჯერზე ახალ-ახალი შეუსაბამო გარემოებებით ცდილობს შემოსავლების სამსახური შპს ---------- „----------“ შპს ----------- მიერ მათთვის წინა დავის (რომლითაც გაუქმდა ასევე დაუსაბუთებლად დარიცხული ჯარიმა-საურავები) სასამართლო პროცესის მოგების გამო. შემოსავლების სამსახურს არც კი გამოუკვლევია რა ოდენობის ვალდებულება და როდის გააჩნდა ფ/პ ----------- მიმართ ფულადი ვალდებულება შპს -----------, აღნიშნულის გასარკვევად არც კითხვა დასმულა.

შპს ----------- ფ/პ---------- მიმართ გააჩნდა ფულადი ვალდებულება, რომელიც შეადგენდა 82 500 ლარს (ამ თანხის შესაბამისი წლიური 3%, რაზეც უთითებს შემოსავლების სამსახური, ასევე დაბეგრილია და ასახულია ანგარიშგებაში), მაგრამ გასტუმრებული იქნა ეს ვალდებულება 2009-2010 წწ. შესაბამისად, 2019-2021 წწ რა ვალდებულებაც უფიქსირდება შპს ---------- ვერ იქნება ფ/პ------------ ვალდებულება.

შემოსავლების სამსახური, საჯარო ინტერესის სასარგებლოდ კონკრეტული ფაქტის დასადგენად, იზიარებს არარელევანტურ გარემოებას, რომელიც შეეხება 2009-2010 წლებში ფ/პ ------------ მცირე ოდენობით პროცენტის დარიცხვას, ხოლო შპს ------------ სასარგებლო ფაქტს, რომელიც შეეხება ------------ მიმართ შპს ----------- ვალდებულების არსებობას არ იზიარებს, რაც დასტურდება ------------ მიერ შპს-ს სასარგებლოდ განხორციელებული შენატანებით, ასევე წარდგენილი დეკლარაციებით.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა, მათ მართლზომიერ დაბალანსებაში და არცერთს არ უნდა მიენიჭოს პრივილეგია. ადმინისტრაციული ორგანო - შემოსავლების სამსახური უნდა მოქმედებდეს თვითნებობის ფაქტების აცილების მიზნით, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, მიზნის ლეგიტიმურობას, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. აღნიშნული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას იძლევა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შეფასებისას გარკვეულწილად გათვალისწინებული იქნეს მიზანშეწონილობის და რაციონალობის ასპექტები.

შემოსავლების სამსახური ადასტურებს, რომ შპს --------- გააჩნდა დავალიანება და ეს ფაქტი არც არის სადაოდ გამხდარი, შემოსავლების სამსახურის მოსაზრებით - წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ეს ვალდებულება შპს ---------- გააჩნია ------------ მიმართ.

შემოსავლების სამსახურში წარდგენილი იქნა საბუღალტრო პროგრამა ორისის ამონარიდი შესამოწმებელ 1.01.2019-1.06.2022 საანგარიშო პერიოდზე, ასევე მთელი რიგი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ დარიცხვის უსაფუძვლობას. საბუღალტრო პროგრამა ორისის სასტარტო ნაშთებში, 1.01.2019 წლის მდგომარეობით, კომპანიას ---------- მიმართ გააჩნია ვალდებულება 1 899 602.54 ლარი, რაც ასახულია ანგარიში 3490-ის (სხვა დარიცხული ვალდებულებების) 3490-11 ქვეანგარიშზე - --------------. წარმოდგენილ საანგარიშო პერიოდში, ორისის პროგრამაში ------------- ბარათიდან ჩანს კომპანიაზე რიცხული სხვადასხვა ვალდებულებების დაფარვა (შემცირება), რაც ასახულია ანგარიში 3490-ზე (სხვა დარიცხული ვალდებულები).

----------- ანგარიში წლების მიხედვით შეადგენს:

- 31.12.2019 წლის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს 2 105 001.76 ლარს;

- 31.12.2020 წლის მდგომარეობით 2 260 851.13 ლარს;

- 31.12.2021 წლის მდგომაროებით 677 906.13 ლარს;

- ---------- ვალდებულება შემცირდა 1 608 600 ლარით 2.08.21 წლის შეთანხმებით, შემცირებული ვალდებულება ------------- მიმართ დასტურდება აუდიტორული კომპანია „ეკონომ აუდიტის“ ბიზნესის შეფასების (წარმოდგენილი) ანგარიშითაც.

- 1.01.2022-1.06.2022 პერიოდის მდგომარეობით 677 906.13 ლარს.

კომპანიას ----------- მიმართ არსებული დავალიანება აღიარებული აქვს ------------- -ზე 2019- 2020-2021 წწ. წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში.

შემოსავლების სამსახური არ იზიარებს აღნიშნულ მტკიცებულებებს და ცდილობს ფაქტების დამახინჯებით, ვარაუდის საფუძველზე გადაწყვიტოს, რომ შპს --------- ვალდებულება არ წარმოადგენს ---------- მიმართ ვალდებულებას და ეკუთვნის სხვა პირს, თუმცა თუ ----------- არ არის ამ ვალდებულების კრედიტორი, მაშინ სხვა ვინ არის კრედიტორი ამის არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია შემოსავლების სამსახურს, შესაბამისად მისი ეს პოზიცია ეფუძნება მხოლოდ დაუსაბუთებელ ვარაუდს.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ შემოსავლების სამსახურის ვარაუდი, რომ შპს ------------ ვალდებულება ეკუთვნის არა ---------, უნებლიედ, ლოგიკურად გულისხმობს იმას, რომ ამ ვალდებულების კრედიტორი არის სხვა სუბიექტი, თუმცა ამის არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია შემოსავლების სამსახურს. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, სესხის ხელშეკრულება არ მოითხოვს რაიმე სპეციალურ ფორმას და შეიძლება დაიდოს ზეპირი ფორმითაც, გარდა ამისა, როდესაც ---------- ასრულებდა ფინანსურ გადარიცხვებს შპს ------------ სასარგებლოდ ეს დასტურდება წარდგენილი დოკუმენტებით. ასევე, დასტურდება, რომ შპს ---------- ----------- გაასხვისა შპს ----------- ტრანსიში 51% წილი, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად - ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, შესაბამისად, ვინაიდან კომპანიამ ------------ გაასხვისა აღნიშნული წილი, ივარაუდება, რომ შპს -------------- ------------ მიმართ გააჩნდა ამის ვალდებულება. რაც შეეხება წილის საფასურს, --------- ეს წილი შეიძინა არა მხოლოდ 25 000 ლარად, არამედ მოხდა საფასურის გაქვითვა არსებული ფულადი ვალდებულებიდან, კერძოდ - წარდგენილ საანგარიშო პერიოდში, ორისის პროგრამაში ------------ ბარათიდან ჩანს კომპანიაზე რიცხული სხვადასხვა ვალდებულებების დაფარვა (შემცირება), რაც ასახულია ანგარიში 3490-11-ზე (სხვა დარიცხული ვალდებულები). ----------- ანგარიში 31.12.2020 წლის მდგომარეობით შეადგენს 2 260 851.13 ლარს, წილის ნასყიდობის ოპერაცია განხორციელდა 2021 წლის 30 ივლისს, აღნიშნულის შემდგომ 31.12.2021 წლის მდგომაროებით ------------ ანგარიში უკვე გაქვითულ მდგომარეობაში შეადგენს 677 906.13 ლარს, ქრონოლოგიით და მარტივი არითმეტიკული გამოთვლით შესაძლებელია დავადგინოთ რა თანხად შეიძინა -------------- 51%-იანი წილი.

საგადასახადო ორგანოს ახსნა-განმარტებას მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით არ აქვს უტყუარი მტკიცებულების ძალა. საგადასახადო ორგანო ისევეა ვალდებული წარმოადგინოს თავისი დასკვნების საფუძვლიანობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, როგორც პროცესში მონაწილე ნებისმიერი სხვა პირი.

ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპი პროცესის მხარეებს, მით უფრო ადმინისტრაციულ ორგანოს, არ ათავისუფლებს მის მიერ მითითებული ფაქტების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულებისაგან. განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო დოკუმენტაციის სრულყოფილად გამოკვლევასა და შესწავლასთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანოებს არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება და მხოლოდ ზეპირი თუ წერილობითი ახსნაგანმარტებებით შემოიფარგლნენ, რაც ცხადია, არ ქმნის ამ მოსაზრებების გაზიარების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. მართალია სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება შესაძლებელია მხარის ახსნა-განმარტებით, თუმცა უკეთუ განმარტებებს არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, განმარტება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, ასეთი მტკიცებულებები განსახილველ შემთხვევაში არ წარმოდგენილა. ადმინისტრაციული ორგანოს ზოგადი მითითება საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევაზე არ ქმნის გასაჩივრებული დასკვნისა და ბრძანების საკმარის დასაბუთებას.

მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობის მიზანი არის გადასახადის გადამხდელის მხრიდან ხელყოფილი საჯარო ინტერესის კომპენსირება, მოცემულ შემთხვევაში, როდესაც არის ასეთი მოცემულობა - შპს ------------ 100%-იანი წილის მფლობელი არის ----------, შპს ------------ 51% წილი კი შპს ------------- მიყიდა -----------, ისმის ლოგიკური კითხვა სახელმწიფომ რა ზიანი მიიღო ამ ოპერაციით.

არავითარი ზიანი საჯარო ინტერესს არ მიდგომია, არანაირი გადასახადისაგან თავის არიდებას არ ქონია ადგილი და არც შეიძლებოდა ქონოდა მოქმედი საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს ლეგიტიმური მიზნებისათვის, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 7 დეკემბრის №006-616 საგადასახადო მოთხოვნის და 10.11.2023 წლის დასკვნის საფუძველზე 528 214.54 ლარის დაკისრების არანაირი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს.

უკვე ორჯერ განხორციელდა საბჭოს მიერ ამ საჩივრის განხილვ, გამოიცა ორი გადაწყვეტილება და ორჯერვე დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურსა და აუდიტის დეპარტამენტს, რომლებიც ვერანაირ გადაწყვეტილება ვერ იღებენ არგუმენტების უქონლობის გამო და ხელოვნურად წელავენ საქმისწარმოებას, პასუხსაც კი არ იძლევიან მიუხედავად იმისა რომ კანონით დადგენილი ვადები უკვე გასულია.

1. ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების საბჭოს 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით №22101/2/2024 საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

2. ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების საბჭოს 2024 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით №23142/2/2024 აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, სადავო საკითხების, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის 2.07.2024 წლის №00000198 წერილში ჩამოყალიბებული რეკომენდაციების დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დავის წარმოების ეტაპებზე შემოსავლების სამსახურში წარდგენილი წარმოების მასალების-მტკიცებულებების გამოთხოვას შემოსავლების სამსახურიდან და ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. ამასთან:

1. ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 დეკემბრის №006-616 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. ბათილად იქნეს ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა (10.11.2023 წ);

3. ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 იანვრის №1028 ბრძანება;

4. ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 მაისის №11257 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს დავის განმხილველ ორგანოს და მიაწოდოს მას ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების შესახებ. აღნიშნული ნორმა არეგულირებს შემთხვევას, როდესაც მოპასუხე ორგანო რეაგირებას არ ახდენს დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებაზე/დავალებაზე.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მომჩივანს უფლება აქვს ელექტრონული ან წერილობითი განცხადებით შეატყობინოს დავის განმხილველ ორგანოს მიერ მის მიმართ გამოცემული გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების თაობაზე.

აუდიტის დეპარტამენტის 7.11.2024 წლის №104628-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 ივლისის №23142/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შპს ----------- მიმართ შედგენილი იქნა 2024 წლის 30 ოქტომბრის დასკვნა, გამოიცა 2024 წლის 1 ნოემბრის №23387 ბრძანება და 2024 წლის 1 ნოემბრის №006-464 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 2024 წლის 5 ივლისის №23142/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხება გამოწვეული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელიბის მქონე გარემოებების შესწავლის (საქმის მასალების ხელახალი შესწავლის) გამო, ხოლო საჩივრის განხილვის ეტაპზე საბჭოს გადაწყვეტილება აღსრულებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14596 ბრძანების აღსრულების შედეგები

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

დაფიქსირებულია პირველი სადავო საკითხის ნაწილში

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დაფიქსირებულია პირველი სადავო საკითხის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.06.2023 წლის №14596 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო ხსენებული ბრძანების აღსრულების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2023 წლის №006-616 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.01.2024 წლის №1028 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ასევე დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №1028 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში და 22.03.2024 წლის №22101/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა განიხილა მომჩივნის საჩივრები და 15.05.2024 წლის №11257 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 5.07.2024 წლის №23142/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

ვინაიდან შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14596 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2023 წლის №006-616 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე, შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №1028 და 15.05.2024 წლის №11257 ბრძანებებით მიღებული გადაწყვეტილებები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა დავების განხილვის საბჭოში და არსებობს საბჭოს 22.03.2024 წლის №22101/2/2024 და 5.07.2024 წლის №23142/2/2024 გადაწყვეტილებები, საბჭო მიიჩნევს, რომ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს (საბჭოს) მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და შესაბამისად, სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:

 

1. მე-2 სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 5.07.2024 წლის №23142/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხება;

2. შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14596 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 ივლისის №23142/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შპს -ს მიმართ შედგენილი იქნა 2024 წლის 30 ოქტომბრის დასკვნა, გამოიცა 2024 წლის 1 ნოემბრის №23387 ბრძანება და 2024 წლის 1 ნოემბრის №006-464 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.06.2023 წლის №14596 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო ხსენებული ბრძანების აღსრულების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2023 წლის №006-616 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.01.2024 წლის №1028 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ასევე დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №1028 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში და 22.03.2024 წლის №22101/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა განიხილა მომჩივნის საჩივრები და 15.05.2024 წლის №11257 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 5.07.2024 წლის №23142/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილება

მე-2 სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი დარჩეს განუხილველი; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;301(ზ); 981;275