გადაწყვეტილება №20596/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.12.2023
№ დოკუმენტი 20596/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20596/2/2023

14 დეკემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,10.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 16.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20596/2/2023).

 

დავის საგანი:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;

2. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

3. ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

4. საწარმოს დირექტორზე გაცემული სესხის გაცემულ უპროცენტო სესხად ჩათვლა და მოგების გადასახადით დაბეგვრა, სარგებლის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

5. საწარმოს დირექტორის მივლინებისათვის გატანილი 3 000 ლარის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა;

6. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2023 წლის №006-140 საგადასახადო მოთხოვნა;

2. ვალის მართვის დეპარტამენტის 12.04.2023 წლის №006-19048 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება;

3. შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15019 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 17 816 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 11 007

დღგ - 5 068

მოგების გადასახადი - 2 293

საშემოსავლო გადასახადი - 3 646

ჯარიმა - 5 649

საურავი - 1 160

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა სარემონტო და სამშენებლო მომსახურებების გაწევა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 28.10.2021 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 11.04.2023 წლის №7967 ბრძანება და №006-140 საგადასახადო მოთხოვნა, ასევე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა ვალის მართვის დეპარტამენტის 12.04.2023 წლის №006-19048 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15019 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტში მითითებულია, რომ კომპანიას არ გააჩნია აღრიცხვა. დირექტორის ახსნაგანმარტებით, საწარმოს დებიტორ-კრედიტორები არ ჰყავს, სალარო არ გამოუყენებია და ფულის და სმფების ნაშთიც არ გააჩნია. საწარმოს, გაწეული მომსახურებების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არ დაუდეკლარირებია. შემოწმების პროცესში დამუშავდა გადამხდელის მიერ მოწოდებული და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია. დირექტორის ახსნა-განმარტებით, საწარმოს მომსახურების ღირებულებაში 65% შეადგენდა სმფ-ებს.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გადამხდელის განმარტების და მსგავსი საქმიანობის მქონე პირების ფასნამატის შესაბამისად, საწარმოს მიერ შეძენილი მასალების მიხედვით განისაზღვრა გაწეული მომსახურების ღირებულება და დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა. შედეგად, გაიზარდა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით.

შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადი დარიცხულია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, ვინაიდან არ არსებობდა მისი დარიცხვის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები. შემოსავლების სამსახურის მიერ მისი პოზიცია არ იქნა გაზიარებული. ასევე, მისი მოთხოვნის მიუხედავად საჩივრის განხილვა მოხდა მისი მონაწილეობის გარეშე. მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები უკანონო და დაუსაბუთებელია.

მომჩივანი, ასევე მიუთითებს საგადასახადო ორგანოს მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, 96-ე მუხლის პირველ და მე-5 ნაწილების და მე-60 მუხლის დარღვევებზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიას არ გააჩნია საბუღალტრო აღრიცხვა. შემოწმების პროცესში დამუშავდა გადამხდელის მიერ მოწოდებული და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია. გადამხდელის განმარტების და მსგავსი საქმიანობის მქონე პირების ფასნამატის შესაბამისად, საწარმოს მიერ შეძენილი მასალების მიხედვით განისაზღვრა გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება და დადგინდა დღგით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა.

მომჩივანი ზოგადად საუბრობს არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან მტკიცებულებებს, რაც შემოწმებით დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით

გაანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა ფაქტების აღწერა

საგადასახადო შემოწმების პროცესში, შესწავლილია ფულის მოძრაობა. დადგენილი შემოსავლისა და საქმიანობის განმავლობაში გაწეული ხარჯების შეპირისპირებით დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფულის ნაშთის ოდენობა, რისი ფაქტობრივად არსებობაც გადამხდელის მიერ დადასტურებული არ არის. აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან მომჩივანს ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და განმარტა, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილი შემოსავლისა და საქმიანობის განმავლობაში გაწეული ხარჯების შეპირისპირებით დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფულის ნაშთის ოდენობა, რისი ფაქტობრივად არსებობაც გადამხდელის მიერ დადასტურებული არ არის. შემოწმების შედეგად, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

მომჩივანი ზოგადად საუბრობს არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან მტკიცებულებებს, რაც შემოწმებით დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 2 ფიზიკურ პირზე ხელფასების გაცემა ნაღდი ანგარიშსწორებით (თვეში ხელზე გასცა 500), გადამხდელს გაცემული ხელფასები არ დაუდეკლარირებია, შესაბამისად, არც დაუბეგრავს. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ყურადღება გაამახვილა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, გაიზიარა აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივრები განსახილველ სადავო საკითხთან მიმართებაში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 2 ფიზიკურ პირზე ხელფასების გაცემა ნაღდი ანგარიშსწორებით (თვეში ხელზე გასცა 500), გადამხდელს გაცემული ხელფასები არ დაუდეკლარირებია, შესაბამისად, არც დაუბეგრავს. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, დაკორექტირდა/გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

მომჩივანი ზოგადად საუბრობს არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან მტკიცებულებებს, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

 

4. საწარმოს დირექტორზე გაცემული სესხის გაცემულ უპროცენტო სესხად ჩათვლა და მოგების გადასახადით დაბეგვრა, სარგებლის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

საწარმოს საბანკო ანგარიშების შესწავლით დადგინდა, რომ 2022 წელს კომპანიას დირექტორზე გაცემული აქვს სესხი 10 000 ლარი, რომელიც მოგების გადასახადით არ დაუბეგრავს. აღნიშნულ სესხზე დამატებითი განმარტება დირექტორს არ გაუკეთებია. ვინაიდან აღნიშნულ სესხზე არც პროცენტის დარიცხვა და არც გადახდა არ ფიქსირდება, სესხი ჩაითვალა უპროცენტოდ საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიხედვით. ასევე გაცემული უპროცენტო სესხიდან გადასახდელი პროცენტის ოდენობა ჩაითვალა დირექტორის სარგებლად და საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთით (20%). შემოწმების შედეგად გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა (სარგებელი) დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ყურადღება გაამახვილა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს გაცემული აქვს სესხი და არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საწარმოს საბანკო ანგარიშების შესწავლით დადგინდა, რომ 2022 წელს კომპანიას დირექტორზე გაცემული აქვს სესხი 10 000 ლარი, რომელიც მოგების გადასახადით არ დაუბეგრავს. აღნიშნულ სესხზე დამატებითი განმარტება დირექტორს არ გაუკეთებია. ვინაიდან აღნიშნულ სესხზე არც პროცენტის დარიცხვა და არც გადახდა არ ფიქსირდება, სესხი ჩაითვალა უპროცენტოდ საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიხედვით. ასევე, გაცემული უპროცენტო სესხიდან გადასახდელი პროცენტის ოდენობა ჩაითვალა დირექტორის სარგებლად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთით (20%). შემოწმების შედეგად გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა (სარგებელი) დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად.

მომჩივანი ზოგადად საუბრობს არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან შესაბამის მტკიცებულებებს, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. საწარმოს დირექტორის მივლინებისათვის გატანილი 3 000 ლარის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

საწარმოს საბანკო ამონაწერებით დადგინდა, რომ დირექტორს უფიქსირდება ბანკიდან 3 000 ლარის გატანა - მივლინების ხარჯისთვის. გადამხდელმა აღნიშნულ საკითხზე დოკუმენტაცია ვერ წარადგინა.

გაცემული თანხა, საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების საფუძველზე დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე,განმარტა, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით,მომჩივნის არგუმენტაცია

მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

შემოწმებისას დადგინდა, რომ დირექტორს უფიქსირდება საწარმოს საბანკო ანგარიშიდან 3 000 ლარის გატანა - მივლინების ხარჯისთვის, რაზეც გადამხდელს არ გააჩნია შესაბამისი დოკუმენტაცია. საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების საფუძველზე, გაცემული თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით.

მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს/მტკიცებულებას, რაც შემოწმებით დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

6. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობა

ფაქტების აღწერა

საწარმოს 2023 წლის 12 აპრილის მდგომარეობით უფიქსირდებოდა ზედმეტობა 9.42 ლარი და აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 17 822.24 ლარი. აღნიშნული დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მთელ ქონებაზე, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 12 აპრილის №006-19048 შეტყობინებით, გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ვინაიდან გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 12 აპრილის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 12 აპრილის №006-19048 შეტყობინების გაუქმების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიება - საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ვინაიდან საწარმოს, 2023 წლის 12 აპრილის მდგომარეობით, პირადი აღრიცხვის ბარათზე, ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენების, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები უკანონო და დაუსაბუთებელია.

2. მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

3. მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

4.მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

5. მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

6. მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.გადამხდელის განმარტების და მსგავსი საქმიანობის მქონე პირების ფასნამატის შესაბამისად, საწარმოს მიერ შეძენილი მასალების მიხედვით განისაზღვრა გაწეული მომსახურების ღირებულება და დადგინდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა. შედეგად, გაიზარდა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

2. საგადასახადო შემოწმების პროცესში, შესწავლილია ფულის მოძრაობა. დადგენილი შემოსავლისა და საქმიანობის განმავლობაში გაწეული ხარჯების შეპირისპირებით დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფულის ნაშთის ოდენობა, რისი ფაქტობრივად არსებობაც გადამხდელის მიერ დადასტურებული არ არის. აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან მომჩივანს ასევე, დაეკისრა ჯარიმა.

3. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 2 ფიზიკურ პირზე ხელფასების გაცემა ნაღდი ანგარიშსწორებით, გადამხდელს გაცემული ხელფასები არ დაუდეკლარირებია, შესაბამისად, არც დაუბეგრავს. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

4. საწარმოს საბანკო ანგარიშების შესწავლით დადგინდა, რომ 2022 წელს კომპანიას დირექტორზე გაცემული აქვს სესხი 10 000 ლარი, რომელიც მოგების გადასახადით არ დაუბეგრავს. სესხი ჩაითვალა უპროცენტოდ.ასევე გაცემული უპროცენტო სესხიდან გადასახდელი პროცენტის ოდენობა ჩაითვალა დირექტორის სარგებლად და საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთით (20%). შემოწმების შედეგად გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა.

 

5.საწარმოს საბანკო ამონაწერებით დადგინდა, რომ დირექტორს უფიქსირდება ბანკიდან 3 000 ლარის გატანა - მივლინების ხარჯისთვის. გადამხდელმა აღნიშნულ საკითხზე დოკუმენტაცია ვერ წარადგინა.გაცემული თანხა, დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა.

6. საწარმოს 2023 წლის 12 აპრილის მდგომარეობით უფიქსირდებოდა ზედმეტობა და აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება.აღნიშნული დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მთელ ქონებაზე,გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

 

გადაწყვეტილება

1. საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

2. საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

3.საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

4.აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

5.აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

6.ვინაიდან საწარმოს, 2023 წლის 12 აპრილის მდგომარეობით, პირადი აღრიცხვის ბარათზე, ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენების, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5,9),97,982101,154,159,160,161,163,164,238,239.