გადაწყვეტილება №23142/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 23142/2/2024
17 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------24.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23142/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14596 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2023 წლის №006-616 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.05.2024 წლის №11257 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 528 215 ლარი.
მათ შორის:
მოგების გადასახადი - 279 458
ჯარიმა - 139 729
საურავი - 109 028
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანია 1.01.2019 დან 1.06.2022 საანგარიშო პერიოდში არ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, 2021 წლის 30 ივლისს, პარტნიორთა კრების საფუძველზე, კომპანიის ერთპიროვნულმა მფლობელმა და დირექტორმა ------------ გაასხვისა კომპანიის კუთვნილი წილი 51% შპს ------------ 25 000 ლარად, ურთიერთდამოკიდებულ პირზე,------------ . აღნიშნული ოპერაციის ანალიზის შედეგად და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ლიცენზირებული აუდიტორის (სერტიფიკატი №------------ ) წილის შეფასების ანგარიშით გაირკვა წილის, ურთიერთდამოკიდებულ პირზე გასხვისების დროისათვის, ღირებულება შეადგენდა 1 608 600 ლარს, რაც გასხვისების ღირებულებაზე 1 583 600 ლარით ნაკლებია. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აღნიშნული ოპერაცია, საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის თანახმად, მიიჩნია მოგების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №32171 ბრძანება და №006-587 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14596 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მტკიცებულებები ვალთან დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14596 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2023 წლის №006-616 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №1028 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 22.03.2024 წლის №22101/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა მომჩივნის საჩივრები და 15.05.2024 წლის №11257 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, გადასახადის გადამხდელმა ვერ დაადასტურა თავისი არგუმენტები, გადასახადის გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივრებში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შპს ------------ ერთპიროვნული დამფუძნებელი და დირექტორი არის ------------ . შპს ------------ ფლობდა შპს------------ (ს/კ ------------ ) 51% წილს. 2021 წლის 30 ივლისს, პარტნიორთა კრების საფუძველზე, შპს ------------ ------------ გაასხვისა შპს ------------ მისი კუთვნილი წილი 51%. ვინაიდან შპს ------------ ჰქონდა მისი დამფუძნებლის ------------ მიმართ ფულადი ვალდებულება, რაც 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა 2 260 851.13 ლარს, აღნიშნულიდან გამომდინარე, 51% წილის საფასური გაიქვითა ამ ვალდებულებიდან. დამატებით, შპს ------------ ფინანსური საჭიროებიდან გამომდინარე, ------------ მიერ შეტანილი იქნა 25 000 ლარი, რის საფუძველზეც ------------ წინაშე შპს ------------ ფულადი დავალიანება გაიზარდა 25 000 ლარით, რაც 2021 წლის 31 დეკემბრისათვის ჯამში შეადგენდა 677 906.13 ლარს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, მიუთითებს დარიცხვის ფაქტობრივ გარემოებებზე, აღნიშნავს, რომ შემოწმების შედეგები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.06.2023 წლის №14596 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მტკიცებულებები ვალთან დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურს აცნობა, რომ 7.10.2023 წელს შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე (ელ ფოსტა ------------ ) წარადგინა საბუღალტრო პროგრამა ორისის ამონარიდი შესამოწმებელ პერიოდზე: ------------ .2022 წწ საანგარიშო პერიოდზე, ასევე წარადგინა მთელი რიგი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ დარიცხვის უსაფუძვლობას. საბუღალტრო პროგრამა ორისის სასტარტო ნაშთებში, 1.01.2019 წლის მდგომარეობით, კომპანიას ------------ მიმართ გააჩნია ვალდებულება 1 899 602.54 ლარი, რაც ასახულია ანგარიში 3490-ის (სხვა დარიცხული ვალდებულებების) ქვეანგარიშზე 3490-11 ------------ . წარდგენილ საანგარიშო პერიოდში, ორისის პროგრამაში ------------ ბარათიდან ჩანს კომპანიაზე რიცხული სხვადასხვა ვალდებულებების დაფარვა (შემცირება), რაც ასახულია ანგარიში 3490-11-ზე (სხვა დარიცხული ვალდებულებები).
------------ ანგარიშში წლების მიხედვით შეადგენს დავალიანება:
31.12.2019 წლის მდგომარეობით 2 105 001.76 ლარს;
31.12.2020 წლის მდგომარეობით 2 260 851.13 ლარს;
31.12.2021წლის მდგომაროებით 677 906.13 ლარს;
------------ ვალდებულება შემცირდა 1 608 600 ლარით 2.08.2021 წლის შეთანხმებით, შემცირებული ვალდებულება ------------ მიმართ ასევე დასტურდება აუდიტორული კომპანია „------------ “ ბიზნესის შეფასების (წარმოდგენილი) ანგარიშითაც;
1.01.2022წ-1.06.2022წ მდგომარეობით 677 906.13 ლარს
------------ მიმართ შპს ------------ დავალიანება აღიარებულია ------------ -ზე 2019-2020-2021 წწ წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში. წარდგენილია მთელი რიგი დოკუმენტური მტკიცებულებები, რომლითაც ნათლად დასტურდება ------------ მიერ შპს ------------ სასარგებლოდ განხორციელებული ფულადი გადახდები.
შპს ------------ შეიქმნა 1989 წელს, დაარსების დღიდან აწარმოებდა საბუღალტრო აღრიცხვას და ანგარიშგებას (არა საბუღალტრო პროგრამა ორისში. ორისის პროგრამაში აღრიცხვიანობა დაიწყო 2019 წლიდან) საანგარიშო პერიოდებში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, რის შედეგად შეიკრა კომპანიის ბალანსი, გაჩნდა ვალდებულებები, მოთხოვნები და ა.შ. მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს წლების განმავლობაში გაკეთებულ საბუღალტრო აღრიცხვის და ანგარიშგების შედეგებს.
მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 7 დეკემბერს გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა №006-616, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 10.11.2023 წლის დასკვნა, რომელთა მიხედვით, კომპანიას არათუ გააუქმდა დარიცხული უსაფუძვლო გადასახადი, პირიქით, მეტობით დაერიცხა საურავები 528 214.54 ლარი. ხსენებული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, თუმცა, 2024 წლის 24 იანვრის №1028 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 აპრილის №22101/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 24 იანვრის №1028 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
აღნიშნულის საფუძველზე საქმე ხელახლა იქნა განხილული შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში, თუმცა 2024 წლის 15 მაისის №11257 ბრძანებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოცემულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის დასაბუთება იდენტური იყო, იმ გადაწყვეტილების, რაც მისმა ზემდგომმა, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭომ გააუქმა №22101/2/2024 გადაწყვეტილებით. №11257 ბრძანებაში საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასასაბუთებლად შემოსავლების სამსახური ახალ უსაფუძვლო გარემოებას უთითებს, რაც ადრე არ მიუთითებია, კერძოდ ამ ბრძანებაში მითითებულია, რომ „შპს ------------ დეკლარირებულ ყოველთვიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ფიქსირდება გაცემული პროცენტები, განაცემთა ინფორმაციაში სესხებზე გადახდილი პროცენტების დაბეგვრა მცირე ოდენობით დეკლარირებულია ფ/პ ------------ , ხოლო ფ/პ ------------ არ ფიქსირდება“.
მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ საქმეზე (№ბს-743-735(კ-16) პალატის განმარტებაზე, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-13 მუხლზე და აღნიშნავს, რომ ზემდგომის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვას არ უნდა გააჩნდეს ფორმალური ხასიათი, მიუხედავად ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭოს №22101/2/2024 გადაწყვეტილებისა, შემოსავლების სამსახურმა კვლავ, იმავე გარემოებებზე დაყრდნობით და იმავე სამართლებრივი დასაბუთებით, არ დააკმაყოფილა საჩივარი, რის გამოც ერთიდაიგივე გარემოებებზე უწევს ხელმეორედ მიმართვა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭოსათვის.
ხელმეორე განხილვის შედეგად ახალი გარემოება, რაც მიუთითა №11257 ბრძანებაში შემოსავლების სამსახურმა არის ფ/პ ------------ პროცენტთან დაკავშირებული გარემოება, რომელიც არარელევანტურია მის საკითხთან, ყოველ ჯერზე ახალ-ახალი შეუსაბამო გარემოებებით ცდილობს შემოსავლების სამსახური შპს ------------ „------------ “ შპს ------------ მიერ მათთვის წინა დავის (რომლითაც გაუქმდა ასევე დაუსაბუთებლად დარიცხული ჯარიმა-საურავები) სასამართლო პროცესის მოგების გამო. შემოსავლების სამსახურს არც კი გამოუკვლევია რა ოდენობის ვალდებულება და როდის გააჩნდა ფ/პ ------------ მიმართ ფულადი ვალდებულება შპს ------------, აღნიშნულის გასარკვევად არც კითხვა დასმულა.
შპს ------------ ფ/პ ------------ მიმართ გააჩნდა ფულადი ვალდებულება, რომელიც შეადგენდა 82 500 ლარს (ამ თანხის შესაბამისი წლიური 3% პროცენტი არის ასახული, რაზეც უთითებს შემოსავლების სამსახური, რაც ასევე დაბეგრილია და ასახულია ანგარიშგებაში (დანართი 2)), მაგრამ გასტუმრებული იქნა ეს ვალდებულება 2009-2010 წწ (დანართი 1). შესაბამისად, 2019-2021 წწ რა ვალდებულებაც უფიქსირდება შპს ------------ ვერ იქნება ფ/პ ------------ ვალდებულება.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შემოსავლების სამსახური, საჯარო ინტერესის სასარგებლოდ კონკრეტული ფაქტის დასადგენად, იზიარებს არარელევანტურ გარემოებას, რომელიც შეეხება 2009-2010 წლებში ფ/პ ------------ მცირე ოდენობით პროცენტის დარიცხვას, ხოლო შპს ------------ სასარგებლო ფაქტს, რომელიც შეეხება ------------ მიმართ შპს ------------ ვალდებულების არსებობას არ იზიარებს, რაც დასტურდება------------ მიერ შპს-ს სასარგებლოდ განხორციელებული შენატანებით, ასევე წარმოდგენილი დეკლარაციებით.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა, მათ მართლზომიერ დაბალანსებაში და არცერთს არ უნდა მიენიჭოს პრივილეგია. ადმინისტრაციული ორგანო - შემოსავლების სამსახური უნდა მოქმედებდეს თვითნებობის ფაქტების აცილების მიზნით, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, მიზნის ლეგიტიმურობას, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. აღნიშნული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას იძლევა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შეფასებისას გარკვეულწილად გათვალისწინებული იქნეს მიზანშეწონილობის და რაციონალურობის ასპექტები.
შემოსავლების სამსახური ადასტურებს, რომ შპს ------------ გააჩნდა დავალიანება და ეს ფაქტი არც არის სადაოდ გამხდარი, შემოსავლების სამსახურის მოსაზრებით, წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ეს ვალდებულება შპს ა------------ გააჩნია ------------ მიმართ.
შემოსავლების სამსახურში წარდგენილი იქნა საბუღალტრო პროგრამა ორისის ამონარიდი, შესამოწმებელ 1.01.2019-1.06.2022 წწ საანგარიშო პერიოდზე, ასევე მთელი რიგი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ დარიცხვის უსაფუძვლობას. საბუღალტრო პროგრამა ორისის სასტარტო ნაშთებში, 1.01.2019 წლის მდგომარეობით, კომპანიას ------------ მიმართ გააჩნია ვალდებულება 1 899 602.54 ლარი, რაც ასახულია ანგარიში 3490-ის (სხვა დარიცხული ვალდებულებების) ქვეანგარიშზე 3490- 11 ------------ . წარმოდგენილ საანგარიშო პერიოდში, ორისის პროგრამაში ------------ ბარათიდან ჩანს კომპანიაზე რიცხული სხვადასხვა ვალდებულებების დაფარვა (შემცირება), რაც ასახულია ანგარიში 3490-11-ზე (სხვა დარიცხული ვალდებულები)
------------ ანგარიშში წლების მიხედვით შეადგენს დავალიანება:
- 31.12.2019 წლის მდგომარეობით 2 105 001.76 ლარს;
- 31.12.2020 წლის მდგომარეობით 2 260 851.13 ლარს;
- 31.12.2021 წლის მდგომაროებით 677 906.13 ლარს;
------------ ვალდებულება შემცირდა 1 608 600 ლარით 2.08.2021 წლის შეთანხმებით, შემცირებული ვალდებულება ------------ მიმართ დასტურდება აუდიტორული კომპანია „ე------------ “ ბიზნესის შეფასების (წარმოდგენილი) ანგარიშითაც.
1.01.2022-1.06.2022 წწ პერიოდის მდგომარეობით 677 906.13 ლარს;
კომპანიას ------------ მიმართ არსებული დავალიანება აღიარებული აქვს ------------ -ზე 2019- 2020-2021 წწ. წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში.
შემოსავლების სამსახური არ იზიარებს აღნიშნულ მტკიცებულებებს და ცდილობს ფაქტების დამახინჯებით, ვარაუდის საფუძველზე გადაწყვიტოს, რომ შპს ------------ ვალდებულება არ წარმოადგენს ------------ მიმართ ვალდებულებას და ეკუთვნის სხვა პირს, თუმცა თუ ------------ არ არის ამ ვალდებულების კრედიტორი, მაშინ სხვა ვინ არის კრედიტორი ამის არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია შემოსავლების სამსახურს, შესაბამისად მისი ეს პოზიცია ეფუძნება მხოლოდ დაუსაბუთებელ ვარაუდს.
მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს, რომელსაც აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. იმ შემთხვევაში, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე, შესაბამისად, ამ შემთხვევაში შპს ------------ სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან თავისუფალია, ხოლო შემოსავლების სამსახური ვალდებულია დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე მომზადება და გამოცემა. მით უმეტეს იმ ფონზე როდესაც ჩვენს მიერ წარმოდგენილია ყველა მატერიალური მტკიცებულება იმ ფორმით, რა ფორმითაც ის უნდა არსებობდეს და თუ ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს ამ მტკიცებულებებს საეჭვოდ, ვიდრე არ გააქარწყლებს ადმინისტრაციული ორგანო ამ მტკიცებულებებს, ისინი ითვლება რელევანტურად და ავთენტურად, გამომდინარე სამართლებრივი პრეზუმფციიდან.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ შემოსავლების სამსახურის ვარაუდი, რომ შპს ------------ ვალდებულება ეკუთვნის არა ------------ , უნებლიედ, ლოგიკურად გულისხმობს იმას, რომ ამ ვალდებულების კრედიტორი არის სხვა სუბიექტი, თუმცა ამის არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია შემოსავლების სამსახურს. სამოქალაქო კოდექსის თანახმად, სესხის ხელშეკრულება არ მოითხოვს რაიმე სპეციალურ ფორმას და შეიძლება დაიდოს ზეპირი ფორმითაც, გარდა ამისა, როდესაც ------------ ასრულებდა ფინანსურ გადარიცხვებს შპს ------------ სასარგებლოდ ეს დასტურდება წარდგენილი დოკუმენტებით. ასევე, დასტურდება, რომ შპს ------------ ------------ გაასხვისა შპს ------------ 51% წილი, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, შესაბამისად, ვინაიდან კომპანიამ მ------------ გაასხვისა აღნიშნული წილი, ივარაუდება, რომ შპს ------------ ------------ მიმართ გააჩნდა ამის ვალდებულება. რაც შეეხება წილის საფასურს, ------------ ეს წილი შეიძინა არა მხოლოდ 25 000 ლარად, არამედ მოხდა საფასურის გაქვითვა არსებული ფულადი ვალდებულებიდან, კერძოდ, წარდგენილ საანგარიშო პერიოდში, ორისის პროგრამაში ------------ ბარათიდან ჩანს კომპანიაზე რიცხული სხვადასხვა ვალდებულებების დაფარვა (შემცირება), რაც ასახულია ანგარიში 3490-11-ზე (სხვა დარიცხული ვალდებულები). ------------ ანგარიში 31.12.2020 წლის მდგომარეობით შეადგენს 2 260 851.13 ლარს, წილის ნასყიდობის ოპერაცია განხორციელდა 2021 წლის 30 ივლისს, აღნიშნულის შემდგომ 31.12.2021 წლის მდგომაროებით ------------ ანგარიში უკვე გაქვითულ მდგომარეობაში შეადგენს 677 906.13 ლარს, ქრონოლოგიით და მარტივი არითმეტიკული გამოთვლით შესაძლებელია დავადგინოთ რა თანხად შეიძინა მ. სხვიტარიძემ 51%-იანი წილი.
საგადასახადო ორგანოს ახსნა-განმარტებას მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით არ აქვს უტყუარი მტკიცებულების ძალა. საგადასახადო ორგანო ისევეა ვალდებული წარმოადგინოს თავისი დასკვნების საფუძვლიანობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, როგორც პროცესში მონაწილე ნებისმიერი სხვა პირი.
ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპი პროცესის მხარეებს, მით უფრო ადმინისტრაციულ ორგანოს, არ ათავისუფლებს მის მიერ მითითებული ფაქტების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულებისაგან. განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო დოკუმენტაციის სრულყოფილად გამოკვლევასა და შესწავლასთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანოებს არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება და მხოლოდ ზეპირი თუ წერილობითი ახსნაგანმარტებებით შემოიფარგლნენ, რაც ცხადია, არ ქმნის ამ მოსაზრებების გაზიარების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. მართალია სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება შესაძლებელია მხარის ახსნა-განმარტებით, თუმცა უკეთუ განმარტებებს არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, განმარტება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, ასეთი მტკიცებულებები განსახილველ შემთხვევაში არ წარმოდგენილა. ადმინისტრაციული ორგანოს ზოგადი მითითება საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევაზე არ ქმნის გასაჩივრებული დასკვნისა და ბრძანების საკმარის დასაბუთებას.
მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობის მიზანი არის გადასახადის გადამხდელის მხრიდან ხელყოფილი საჯარო ინტერესის კომპენსირება, მოცემულ შემთხვევაში, როდესაც არის ასეთი მოცემულობა - შპს ------------ 100%-იანი წილის მფლობელი არის------------ , შპს ----------- 51% წილი კი შპს ------------ მიყიდა------------ , ისმის ლოგიკური კითხვა სახელმწიფომ რა ზიანი მიიღო ამ ოპერაციით.
არავითარი ზიანი საჯარო ინტერესს არ მიდგომია, არანაირი გადასახადისაგან თავის არიდებას არ ჰონია ადგილი და არც შეიძლებოდა ჰქონოდა მოქმედი საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს ლეგიტიმური მიზნებისათვის, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 7 დეკემბრის №006-616 საგადასახადო მოთხოვნის და 10.11.2023 წლის დასკვნის საფუძველზე 528 214.54 ლარის დაკისრების არანაირი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14596 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მტკიცებულებები ვალთან დაკავშირებით. ხოლო, თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ხსენებული ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 10.11.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას, ხოლო აღნიშნული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია და არგუმენტები, კერძოდ, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შპს ------------ ------------ მიმართ გააჩნდა კრედიტორული დავალიანება 2 261 506.13 ლარი, რაც დასტურდება მათ მიერ დადებული შეთანხმებით. იმ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ გადასახადის გადამხდელმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხებით, საგადასახადო ვალდებულებები გადაიხადა არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათით, 1.01.2019-9.11.2023 წწ საანგარიშო პერიოდებში, სულ ბიუჯეტში გადახდილი აქვს 251.24 ლარი (ინკასოს მეშვეობით). ამასთანავე, წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება ------------ შპს ------------ სესხის გაცემა. არ არის წარდგენილი საბანკო ამონაწერი, რითაც შესაძლებელია დაფიქსირებულიყო აღნიშნული თანხების მიღება და გახარჯვა შპს ------------ მიერ, ამასთან, 2010 წლიდან 2021 წლის ივლისის ჩათვლით, რა პერიოდისათვის მოახდინა შპს ------------ ზემოხსენებული წილის რეალიზაცია. დოკუმენტურად გაწეული ხარჯი შეადგენს 556 272.26 ლარს, ხოლო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების შესაბამისად, ხელფასების გაცემა აღარ ხდება 2009 წლის სექტემბრის თვის შემდეგ. გადასახადის გადამხდელის მიერ მტკიცებულებად წარდგენილია ცხრილი, სადაც დაფიქსირებულია, რომ სესხი გაცემულია ------------ მიერ შპს ------------ 1.01.2009 წელს 1 022 355 ლარის ოდენობით, რაზეც არანაირი დადასტურება, ხელმოწერა ან ბეჭედი არ ფიქსირდება. ამასთანავე, შპს ------------ დეკლარირებულ, ყოველთვიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში, ფიქსირდება გაცემული პროცენტები, განაცემთა ინფორმაციაში სესხებზე გადახდილი პროცენტების დაბეგვრა მცირე ოდენობით დეკლარირებულია-------------, ხოლო ------------ არ ფიქსირდება. აღნიშნული არგუმენტების ანალიზის მიზნით, შესწავლილი იქნა შემოწმების ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, იმისათვის, რომ დადგენილიყო რეალურად სესხის მიღება და დადებითი დინამიკა სესხის ათვისებით, რაც რეალურად არ ფიქსირდება და 2009 წლის იანვრიდან დღემდე (თითქმის 14 წელი) შპს ------------ დეკლარირებული ბრუნვა, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შეადგენს მხოლოდ 502 810.20 ლარს, მუდმივად კლებადი დინამიკით. გადასახადის გადამხდელის მიერ, გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, გადასახადის გადამხდელმა ვერ დაადასტურა თავისი არგუმენტები. არსებული მასალებით შეუძლებელია დარიცხვის კორექტირება, შესაბამისად დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული დასკვნის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2023 წლის №006-616 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.01.2024 წლის №1028 ბრძანება, საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე, გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 22.03.2024 წლის №22101/2/2024 გადაწყვეტილებით, საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც სადავო ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივრები არ დააკმაყოფილა.
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებას, წარმოადგენს არგუმენტებს/პოზიციებს/ინფორმაციას, რომელიც ცნობილია საბჭოსათვის. ამასთან აღნიშნავს, რომ ხელმეორე განხილვის შედეგად, ახალი გარემოება რაც მიუთითა შემოსავლების სამსახურმა №11257 ბრძანებაში, არის ფ/პ ------------ პროცენტთან დაკავშირებული გარემოება, რომელიც არარელევანტურია მის საკითხთან. შემოსავლების სამსახური ადასტურებს, რომ შპს ------------ გააჩნდა დავალიანება და ეს ფაქტი არც არის სადაოდ გამხდარი, მაგრამ შემოსავლების სამსახურის მოსაზრებით, წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ეს ვალდებულება შპს ------------ გააჩნია ------------ მიმართ. შემოსავლების სამსახურში წარდგენილი იქნა საბუღალტრო პროგრამა ორისის ამონარიდი, შესამოწმებელ 1.01.2019-1.06.2022 წწ საანგარიშო პერიოდზე, ასევე მთელი რიგი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ დარიცხვის უსაფუძვლობას. საბუღალტრო პროგრამა ორისის სასტარტო ნაშთებში, 1.01.2019 წლის მდგომარეობით, კომპანიას ------------ მიმართ გააჩნია ვალდებულება 1 899 602.54 ლარი, რაც ასახულია ანგარიში 3490-ის (სხვა დარიცხული ვალდებულებების) ქვეანგარიშზე 3490-11 ------------ . წარდგენილ საანგარიშო პერიოდში, ორისის პროგრამაში ------------ ბარათიდან ჩანს კომპანიაზე რიცხული სხვადასხვა ვალდებულებების დაფარვა (შემცირება), ვარაუდი, რომ შპს ------------ ვალდებულება ეკუთვნის არა ------------ , გულისხმობს იმას, რომ ამ ვალდებულების კრედიტორი არის სხვა სუბიექტი, თუმცა ამის არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია შემოსავლების სამსახურს. ------------ ასრულებდა ფინანსურ გადარიცხვებს შპს ------------ სასარგებლოდ და ეს დასტურდება წარდგენილი დოკუმენტებით. ასევე, დასტურდება, რომ შპს ------------ ------------ გაასხვისა შპს ------------ 51% წილი, ვინაიდან კომპანიამ ------------ გაასხვისა აღნიშნული წილი, ივარაუდება, რომ შპს ------------ ------------ მიმართ გააჩნდა ამის ვალდებულება. რაც შეეხება წილის საფასურს, ------------ ეს წილი შეიძინა არა მხოლოდ 25 000 ლარად, არამედ მოხდა საფასურის გაქვითვა არსებული ფულადი ვალდებულებიდან, კერძოდ, წარდგენილ საანგარიშო პერიოდში, ორისის პროგრამაში მ. სხვიტარიძის ბარათიდან ჩანს კომპანიაზე რიცხული სხვადასხვა ვალდებულებების დაფარვა (შემცირება), რაც ასახულია ანგარიშში. შპს ------------ 100%-იანი წილის მფლობელი არის ------------ , შპს ------------ 51% წილი კი შპს ------------ მიყიდა ------------ , აღნიშნული ოპერაციით არავითარი ზიანი საჯარო ინტერესს არ მიდგომია, არანაირი გადასახადისაგან თავის არიდებას არ ჰონია ადგილი და არც შეიძლებოდა ჰქონოდა მოქმედი საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ 10.11.2023 წლის დასკვნის საფუძველზე 528 214.54 ლარის დაკისრების არანაირი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტების/პოზიციების ანალოგიური გარემოებები.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა კვლავაც აღნიშნა, რომ გადაანგარიშების შედეგად ვერ მოხდა დარიცხული თანხების შემცირება, რადგან მომჩივნის მიერ ვერ მოხდა დოკუმენტების წარდგენა, ანუ რაც დაადასტურებდა მის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს, რამოდენიმეჯერ მოთხოვა მომჩივანს წარედგინა მტკიცებულება რაც თანხის სესხად შეტანას დაადასტურებდა, მაგრამ ვერ იქნა წარდგენილი სათანადო მტკიცებულება, მხოლოდ წერილია რომელშიც აღნიშნავს, რომ თანხა სესხად შეიტანა, მაგრამ აღნიშნული არაფრით დასტურდება, ყველა წინა პერიოდი იქნა შესწავლილი, მაგრამ ვერ დადასტურდა, ხოლო ფინანსურ ანგარიშგებაში არ იკვეთება სესხად შეტანის საფუძველი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის 2.07.2024 წლის №00000198 წერილით წარმოდგენილ დასკვნაზე, სადაც სადავო საკითხებთან (რომელიც მომჩივნის მიერ ამჟამად წარმოდგენილ საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტების/პოზიციების ანალოგიურია) დაკავშირებით, დაფიქსირებულია შემდეგი:
კომპანიის წარმომადგენლის მიერ შემმოწმებლისათვის წარდგენილი ანგარიშების ბარათებიდან ჩანს, რომ ------------ მიმართ არსებული ვალდებულებებიდან თანხები ჩამოიწერება კომპანიის მიზნებისათვის. კერძოდ, ანაზღაურებულია სხვადასხვა მომწოდებლის (სს ------------ სს სი------------ შპს ------------ და სხვა) დავალიანებები. ამასთან, ------------ მიმართ არსებული ვალდებულება აღიარებულია კომპანიის მიერ (------------ -ზე) წარდგენილ 2019, 2020, 2021 წლების ფინანსურ ანგარიშგებაში, რაც ფიქრობს ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო შემმოწმებლისათვის საკითხის ხელახლა გამოკვლევისათვის. დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ ------------ ანგარიშში დავალიანება წლების მიხედვით შეადგენს: 31.12.2019 წლის მდგომარეობით 2 105 001.76 ლარს; 31.12.2020 წლის მდგომარეობით 2 260 851.13 ლარს; 31.12.2021 წლის მდგომაროებით 677 906.13 ლარს. ------------ ვალდებულება შემცირდა 1 608 600 ლარით 2.08.2021 წლის შეთანხმებით, შემცირებული ვალდებულება ------------ მიმართ დასტურდება აუდიტორული კომპანია „------------ “ ბიზნესის შეფასების (წარმოდგენილი) ანგარიშითაც და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 10.11.2023 წლის დასკვნაში და არც შემოსავლების სამსახურის 15.05.2024 წლის №11257 ბრძანებაში არ არის მოყვანილი კონკრეტული არგუმენტები და მტკიცებულებები, ------------ ანგარიშზე თანხების მოძრაობასთან დაკავშირებით საჩივარში მითითებული გარემოებების გასაქარწყლებლად;
შემმოწმებელი დასკვნაში ასევე მიუთითებს, რომ შპს ------------ დეკლარირებულ ყოველთვიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ფიქსირდება გაცემული პროცენტები. განაცემთა ინფორმაციაში სესხებზე გადახდილი პროცენტების დაბეგვრა მცირე ოდენობით დეკლარირებულია ფ/პ ------------ ხოლო ფ/პ ------------ არ ფიქსირდება. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის მიერ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა საერთოდ არარელევანტურია. საკითხის შესწავლისას საერთოდ არ იქნა გამოკვლეული კომპანიას რა ოდენობის ვალდებულება და როდის გააჩნდა ფ/პ ნ------------ მიმართ. სინამდვილეში, შპს ------------ ფულადი ვალდებულება ფ/პ ------------ მიმართ, რამაც შეადგინა 82 500 ლარი, გასტუმრებული იქნა 2009-2010 წლებში. ამ თანხის შესაბამისი წლიური პროცენტი ასახულია (დარიცხულია), ხოლო განაცემები დაბეგრილია შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებით. შესაბამისად, 2019-2021 წლებში რა ვალდებულებაც უფიქსირდება შპს ------------ , გადასახადის გადამხდელის განმარტებით ვერ იქნება ფ/პ ------------ ვალდებულება. ამრიგად, მიუხედავად არაერთგზის განხილვისა, ჯერ კიდევ სადავოა ამ საკითხთან მიმართებით დადგენილი გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენს მიზანშეწონილად მიაჩნია ზემოაღნიშნულ წერილში დაფიქსირებული გარემოებების და შეფასებების მხედველობაში მიღება.
საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტების და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის 2.07.2024 წლის №------------ წერილის გათვალისწინებით, საბჭოს მიზანშეწონილად მიაჩნია, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, სადავო საკითხების, ბიზნესომბუდსმენის ხსენებულ წერილში ჩამოყალიბებული რეკომენდაციების დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.05.2024 წლის №11257 ბრძანება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, სადავო საკითხების, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის 2.07.2024 წლის №------------ წერილში ჩამოყალიბებული რეკომენდაციების დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14596 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის წარმომადგენლის მიერ შემმოწმებლისათვის წარდგენილი ანგარიშების ბარათებიდან ჩანს, რომ ფ/პ-ის მიმართ არსებული ვალდებულებებიდან თანხები ჩამოიწერება კომპანიის მიზნებისათვის. კერძოდ, ანაზღაურებულია სხვადასხვა მომწოდებლის დავალიანებები.ფ/პ-ის მიმართ არსებული ვალდებულება აღიარებულია კომპანიის მიერ წარდგენილ 2019, 2020, 2021 წლების ფინანსურ ანგარიშგებაში, რაც ფიქრობს ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო შემმოწმებლისათვის საკითხის ხელახლა გამოკვლევისათვის. შემმოწმებელი დასკვნაში ასევე მიუთითებს, რომ შპს-ს დეკლარირებულ ყოველთვიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ფიქსირდება გაცემული პროცენტები. განაცემთა ინფორმაციაში სესხებზე გადახდილი პროცენტების დაბეგვრა მცირე ოდენობით დეკლარირებულია სხვა ფ/პ-ზე.
ამრიგად, მიუხედავად არაერთგზის განხილვისა, ჯერ კიდევ სადავოა ამ საკითხთან მიმართებით დადგენილი გარემოებები.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
საბჭოს მიზანშეწონილად მიაჩნია, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, სადავო საკითხების, ბიზნესომბუდსმენის ხსენებულ წერილში ჩამოყალიბებული რეკომენდაციების დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304(1)