ბრძანება N 1213

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 30.01.2023
№ დოკუმენტი 1213
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 1213

30.01.2023

შპს „-----------“ (ს/ნ ------------)

(იურ. ----------------------------)

2023 წლის 16 იანვრის საჩივრის

განუხილველად დატოვების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 იანვრის სხდომაზე (ოქმი №4) იმსჯელა შპს „-----------“ (ს/ნ ------------) №78093/1/2023 საჩივარზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 სექტემბრის №081-160 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს „-----------“ (ს/ნ ------------) მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 სექტემბრის №081-160 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 10 ოქტომბერს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა 2022 წლის 24 ნოემბრის სხდომაზე და შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №32973 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „-----------“ (ს/ნ ------------) 2023 წლის 16 იანვრის საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 სექტემბრის №081-160 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „-----------“ (ს/ნ ------------) საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.